ივანე ივანეს-ძე ნატიევი (ნათიშვილი)
(01.07.1877- 27.12.1918)
გენერალ-ხორუნჟი (20.05.1918)
დაიბადა ქ.ტფილისში, აზნაურის ოჯახში.
მიიღო საერთო და დაწყებითი სამხედრო განათლება. 1895 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი, (1-ი თანრიგით ) და განაწილებულ იქნა ალექსანდრეს სახელის მე-3 სამხედრო სასწავლებელში.
1895 წლიდან მსახურობდა ჯარში. მიიღო რა სპეციალური სამხედრო განათლება, დაინიშნა უმცროს მეთაურად 38-ე საარტილერიო ბრიგადაში.
1899 წლიდან მსახურობდა იმავე ბრიგადაში, მე-2 ბატარეის არტილერიის პოდპორუჩიკად, მაგრამ სულ მალევე, იმავე წელს გადაიყვანეს ფინეთის დიდ სამთავროში (ქ. ჰელსინგფორსში), ფინეთის საარტილერიო პოლკის 1-ი ბატარეაში. 1900 წელს მიენიჭა პორუჩიკის,1904 წელს-შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდებები.
1904-1907 წლებში ავადმყოფობის გამო იქნა დათხოვნილი ჯარიდან პენსიით.
1909 წელს დაბრუნდა ჯარში და დაინიშნა თურქესტანის 1-ლ საარტილერიო ბრიგადაში.1910 წელს მიენიჭა კაპიტნის სამხედრო წოდება.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს გადაიყვანეს მე-3 ბატარეის მეთაურად, 63-საარტილერიო ბრიგადაში.
უმაღლესი ბრძანებულებით -,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოწინააღმდეგესთან ბრძოლებში, 1915 წლის 2-დან 7 თებერვლის ჩათვლით, როცა მეთაურობდა მე-2 ბატარეას თურქესტანის მე-3 მსროლელ საარტილერიო დივიზიონში,,-დაჯილდოვდა ,,წმ.გიორგის,, IV ხარ. ორდენით (06.07.1915)
1915 წლის 19 აგვისტოს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს.
ივანე ნატიევის ცხოვრების ამ პერიოდზე, როცა ის იმყოფებოდა ტყვეობაში, პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, ერთის გარდა -კაპიტანმა შეისწავლა გერმანული ენა, და საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა (,,მსუბუქი კავკასიური აქცენტით,,). საერთოდ ივანე ივანეს-ძე ნატიევი აღმოჩნდა საკმაოდ განათლებული პოლიგლოტი, გარდა მშობლიური ქართულისა, ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. 4 თვეც არ დასჭირდა, 1918 წლის თებერვლიდან ივნისამდე, რომ შეესწავლა სალაპარაკო უკრაინული ენა.
დროებითი მთავრობის ბრძანებულებით 1917 წლის 7 აპრილს კაპიტანი ნატიევი გადაიყვანეს მე-4 საარტილერიო ბრიგადაში, მე-4 ბატარეის მეთაურად.
1917 წლის 15 დეკემბერს მიენიჭა არტილერიის პოდპოლკოვნიკის წოდება.
იმავე დღეს დაინიშნა თავისუფალი რუსეთის ,,რუსული არმიის,, უკრაინიზებული მე-6 საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორად.
1918 წლის 3 მარტს დაინიშნა ზაპოროჟიეს ცალკეული ბრიგადის სარდლად და ბრიგადის ატამანად.
1918 წლის 15 მარტს დაინიშნა ზაპოროჟიეს ცალკეული ბრიგადის სარდლად და დივიზიის ატამანად.
ზაპოროჟიეს კორპუსის ცალკეული დაჯგუფება, ატამან ი.ნატიევის მეთაურობისთ, უნდა წასულიყო სარკინიგზო ხაზის გვერდულად, ლოზოვაია-სლავიანსკის მიმართულებით, რათა გაეთავისუფლებინა ბოლშევიკური წითელი ურდოებისაგან დონეცკის აუზი.
უკრაინის სახალხო რესპუბლიკის დირექტორიის ჯარების გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყების დროს, გაემგზავრა კიევში აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ სხვა გეტმანელ ოფიცრებთან ერთად იქნა დაპატიმრებული და მოთავსებული კიევის პედაგოგიურ მუზეუმში. ვარაუდობდნენ, რომ ნატიევი დაიღუპა ნაღმის აფეთქებისას 1918 წლის საშობაო დღესასწაულების პერიოდში. აფეთქების ორგანიზატორები დარჩნენ უცნობნი.
გენერალი ივანე ივანეს-ძე ნატიევი დაიღუპა 1918 წლის 27 დეკემბერს, გვიან საღამოს, 22 საათზე, აფეთქების დროს, შუშის გუმბათის მძიმე ნაწილების ქვეშ, კიევში, პედაგოგიური მუზეუმის სააქტო დარბაზში, 47 წლის ასაკში.
უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარში ჰქონდა მეტსახელი -,,ხოჭო,, (,,Жук,,)
დაჯილდოებული იყო
«წმ.ანას» IV (,,მამაცობისათვის,,-1906), III (მახვილებით-1905) და II ხარ. (მახვილებით და ბაფთით-1916);
«წმ.სტანისლავის» III (მახვილებით და ბაფთით -1906);
მიღებული ჰქონდა საფრანგეთის ,,საპატიო ლეგიონის,, ორდენი (1918).
ითანამშრომლა მამუკა გოგიტიძე 1963წ აკადემიკოსი
ქართველი გენერლები აჭარიდან ავტორი მამუკა გოგიტიძე სრული სია