სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
ბესიკ ჩუბინიძე დ. 1975წ. ჟურნალისტი, ვეტერანი დაბ. ხაშური ქართლი ბესიკ ჩუბინიძე დ. 1975წ. ჟურნალისტი, ვეტერანი დაბ. ხაშური ქართლი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ჩუბინიძე სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

3       ბეჭდვა

ბესიკ ჩუბინიძე დ. 1975წ. ჟურნალისტი, ვეტერანი დაბ. ხაშური ქართლი

ბესიკ ლერის ძე ჩუბინიძე დაიბადა 1975 წლის 15 აპრილს. 


1975 წელს დაიბადა ქ.ხაშურში, 1982 წლიდან ცხოვრობდა ქ.რუსთავში XX მიკრო რაიონში, სადაც ახლა მისი მშობლები ცხოვრობენ, სწავლობდა რუსთავის 22-ე და 25-ე საშუალო სკოლაში, 2001 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს თბილისში

1991 წელს დაამთავრა რუსთავის გიმნაზია, ფიზიკა-მათემატიკის ჯგუფი

1991-1993 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუნდამენტალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სითბური ფიზიკის სპეციალისტი

1993 წელს 17 წლისა მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ, რუსეთ-საქართველოს ომში, სოხუმის ფრონტზე, მოხალისის სტატუსით, არის აფხაზეთის ომის ვეტერანი

1995-1999 წლებში სწავლობდა და დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ჟურნალისტიკის ინსტიტუტი, ჟურნალისტის პროფესიით

1988 წელს ქ.რუსთავში დაარსა მოსწავლე-ახალგაზრდობის არაფორმალური ორგანიზაცია „არიში“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაშ



1988 წელს დაარსა და უშვებდა დისიდენტურ, ხელნაწერ ჟურნალ „გულნადებს“, რომელიც ეროვნული მოძრაობის პერიოდში მრავლდებოდა „ქსეროქსით“ და ისე ვრცელდებოდა, 1991 წლის ბოლომდე ყოველთვიურად, სხვადასხვა სახელებით ქმნიდა ხელნაწერ ჟურნალებს და ავრცელებდა ეროვნული მოძრაობის ლიდერების მერაბ კოსტავას (გარდაცვალებამდე) და ზვიად გამსახურდიას თანადგომით, აქტიურად ასახავდა რუსთავში მიმდინარე ყველა მოვლენას, სრულად აქვს აღრიცხული ეროვნული მოძრაობის ყველა დღე და ღონისძიება რუსთავის მასშტაბით.

1989 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა საქალაქო გაზეთ „რუსთავში“, სადაც ხშირად უბეჭდავდნენ პუბლიცისტურ წერილებს, გაზეთის მაშინდელმა რედკოლეგიამ პირველი საჯარო დარტყმა რუსთავის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წინააღმდეგ, ზუსტად 15 წლის ბესიკ ჩუბინიძის მიერ დაბეჭდილი წერილით - „მიტინგი“, მიიტანა, გადაუხადა რა ავტორს 3 მანეთი და 90 კაპიკი აღნიშნული წერილისთვის

1989 წლის მაისის თვიდან ჩამოაყალიბა 9 აპრილს დაღუპული გმირის, თამარ ჭოველიძის სახელობის ახალგაზრდული მოძრაობა

1989 წელს გახდა აკაკი ბაქრაძის მიერ დაარსებული „რუსთაველის საზოგადოების“ ოფიციალური, ყველაზე ახალგაზრდა წევრი, რუსთავში, მაშინდელ კ/თ „ოქტომბერში“ გამართულ სახალხო ყრილობაზე ის, თავად აკაკი ბაქრაძემ დააჯილდოვა ამ მანდატით

1990 წელს სათავეში ჩაუდგა რუსთავის მწვანეთა ახალგაზრდულ მოძრაობას, აქტიურ საჯარო გამოსვლებს ახორციელებდა ქარხნების მხრიდან, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

1992 წელს, რუსთავში დააფუძნა დამოუკიდებელი საქართველოს, პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთი „კოქტეილი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.

1993 წელს საზოგადოებას შესთავაზა იდეა და 1994 წლიდან დაარსა საქართველოში სიყვარულის დღე - 15 აპრილი, რომელიც ამ პერიოდიდან, უკვე 26 წელია ქართული რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სახალხო დღესასწაულია

1996 წელს დაარსა, პირველი ახალგაზრდული გამოცემა, ქართული ხელოვნების და კულტურის მხარდასაჭერად - ჟურნალი „ვარსკვლავები“

1997 წელს გამოსცა პირველი წიგნი „საქართველოს თანამედროვე ახალგაზრდობა“ სადაც დეტალურად ჩამოაყალიბა და გაწერა იმდროინდელი და მომავალი თაობის ახალგაზრდობის ყველა პრობლემა, წიგნმა მაშინე დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან მისი შინაარსი მაშინვე წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, მითუმეტეს 2020 წლის გადმოსახედიდან.




1999 წელს დააფუძნა საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი „მეგა“, რომელიც დღემდე ერთადერთი სახელოვნებო რესპუბლიკური ღონისძიებაა და 21 წლის მანძილზე, წლის ჩაუგდებლად ავლენს და აჯილდოებს ქართული ხელოვნების და კულტურის ღირსეულ და ღვაწლმოსილ მოღვაწეებს, ავლენს ახალგაზრდა და პერსპექტიულ ხელოვანებს და გზას უხსნის მათ,

2001 წლიდან (დღემდე აგრძელებს) აქტიური კამპანია წამოიწყო შიდსის, ნარკოტიკების და გარყვნილი ცხოვრების წინააღმდეგ, საკუთარ ჟურნალებშივე ჩამოაყალიბა პირველი დამოუკიდებელი რუბრიკები „სიყვარული და სექსი“ „ნარკოტიკები და მომავალი“, სადაც აქტიურად ლობირებდა ღირებულებების პროპაგანდას, უკვე იმ დროში დააფიქსირა თუ რა საფრთხე შეექმნებოდა საქართველო მომავალში - ჰომოსექსუალიზმის და ნარკოტიკების, იმ პერიოდისთვის ფარული პროპაგანდით.

2002 წლიდან არის თამბაქოს საწინააღმდეგო დამოუკიდებელი კამპანიის დამაარსებელი და დღემდე მისი თავმჯდომარე.

2003 წელს მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის 8 თვიანი შუალედის არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლის გაყალბებასაც მოჰყვა ზუსტად ე.წ. „ვარდების რევოლუცია“

2003 წელს, მისი რეჟიოსრობით შეიქმნა ერთადერთი დოკუმენტური ფილმი რომელიც სრულად ასახავდა „ვარდების რევოლუციის“ დროს მიმდინარე მოვლენებს - მხოლოდ კულისებიდან, დოკუმენტური ფილმი „ვარდების რევოლუცია - უშტატივოდ“ დღემდე ერთადერთი არადაგეგმილი დოკუმენტური ფილმია.

2005 წელს შექმნა პირველი დამოუკიდებელი ინტერნეტ-ტელევიზია, ტელეკომპანია „ვარსკვლავები“, რომელიც youtube არხის ფორმატში დღემდე აგრძელებს წარმატებულ მოღვაწეობას

2007 წელს 22 თებერვალს, ჟენევის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე „ახალგაზრდული იდეები და წარმატებები“ მინიჭებული აქვს ნომინაცია „ახალგაზრდული სწრაფვა ახალი ნოვაციისკენ“

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო აქტიურ ჟურნალისტურ მოქმედებაში, 7 აგვისტოდან ყოველდღიურ რეჟიმში 14 დღის მანძილზე ჩართული იყო ქვეყნისთვის სასიცოცხლო და სტრატეგიული მასალების მოპოვებაში, არის დოკუმენტური ფილმის „აგვისტო, 2008“ ავტორი (ამ მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წელს გამოსცა წიგნი, სრულყოფილი რომანი „უკან მომავალში - 90-ანების საქართველო“ რომელიც სრულად ასახავს ცხინვალის კონფლიქტის დეტალებს)

2014 წელს ორგანიზაცია „საერთაშორისო დიპლომატიისგან“ ჯილდოვდება ნომინაციაში „სახალხო სიყვარულისთვის“

2015 წელს პირველმა არსებული რეალობის ფარგლებში, საკუთარ თავზე აიღო რუსული ოკუპაციის პირველი ოფიციალური ნიშანის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი პირველი მწვანე ბანერის საჯარო დემონტაჟი, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიცსის მიდამოებში.

2016 წელს დამოუკლიდებელი კანდიდატის ფორმატში, მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, ისანი-სამგორის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად

2016 წელს, სექტემბერში საქართველოს წარმატებულ მამაკაცთა დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა „წლის პერსონა 2016“ ტიტულის მფლობელი

2017 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის მიერ მიენიჭა „საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის“ წოდება

2017 წლიდან აქტიურად ჩაერთო ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ორი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად, ყოველ ახალ წელს ხვდებოდა საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოკუპანტების პირისპირ

2019 წელს, საქართველოს კულტურის და ხელოვნების კავშირის მიერ მინიჭებული აქვს „ხელოვნების ალამდარის“ უმაღლესი წოდება

2020 წლის გაზაფხულზე, პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის დროს, ჩამოაყალიბა მოხალისეთა ჯგუფი და აქტიურად, ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებოდა მოხუცებს, ახალგაზრდებს და მრავალშვილიან ოჯახებს სურსათით, პანდემიის დროს საჭირო აქესესუარებით და კოვიდ-ინფექციის საპრევენციო საშუალებებით


2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობის „ქართული ფესვების“ წარდგენით, არის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

არის ასობით საზოგადოებრივი და საჯარო ღონისძიების ორგანიზატორი (განსაკუთრებით ხელოვნების და კულტურის კუთხით), ორგანიზატორი და სახალხო აქტივისტი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ყველა ღია თუ ფარული მოძრაობის წინააღმდეგ, არის ოთხი წიგნის ავტორი

1997 წელი - „საქართველოს თანამედროვე ახალგაზრდობა“ (90-ანი წლების ახალგაზრდობის პრობლემები და ხედვა მომავლისკენ)

2018 წელი - „გზაჯვარედინი - მამის ლოცვა“ (რომანი ქართველი მამა-შვილის ურთიერთობაზე, ღირებულებებზე და ადამიანთა შორის ნამდვილ ურთიერთობებზე)

2019 წელი - „უკან მომავალში - 90-ანების საქართველო“ (სამაჩაბლოს ომის დაწყების და განვითარების დოკუმენტური ისტორია, მხატვრულად გადაწყვეტილ რომანში)

2020 წელი - „ღიმილის ბიჭები“ (აფხაზეთის ომის ნამდვილი ისტორია და 17 წლის რუსთაველი ბიჭის ამბავი სოხუმში)

ბესიკ ჩუბინიძეს 1994 წლიდან ჰყავს მეუღლე - მაია ჩუბინიძე (პროფესიით ჟურნალისტი, მენეჯერი) და ერთი შვილი - ბაჩო ჩუბინიძე, 25 წლის, საერთაშორისო დონის ახალგაზრდა დიპლომატი, ვარშავის დიპლომატიური აკადემიის - ევროპის კოლეჯის მაგისტრი, ათობით საერთაშორისო პროექტის მონაწილე, გამარჯვებული და ავტორი (ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ემიგრაციაში, პოლონეთში)



მშობლები - ლერი და მაყვალა ჩუბინიძეები, 1981 წლიდან ცხოვრობენ რუსთავში, წლების მანძილზე, მეტალურგიული ქარხნის მუშა-მოსამსახურეები.

ადრეულ წლებში რუსთავის პიონერთა სასახლის აქტიური წევრი, სამხატვრო და საჭადრაკო პრიზების და დიპლომების მრავალგზის მფლობელი, აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის მიერ ორგანიზებული რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული რუსთავიდან.

საქართველოში 1988 წლიდან გამოცემული ყველა (!) გაზეთის, იქნებოდა ეს ოფიციალური თუ არალეგალური, დისიდენტური გამოცემები, არქივის მფლობელი, არის ნუმიზმანტი და ფილატელისტი. ასევე ე.წ. „ოქროს წიგნის“ მფლობელი, რომელიც 1993 წელს რუსთავში შექმნა და რომელშიც ქართველებთან ერთად, მსოფლიოს მაღალი რანგის და დონის, სხვადასხვა პროფესიების, ცნობილ და პოპულარულ ადამიანთა პირად ხელნაწერებს ინახავს, რასაც ათეული წლების განმავლობაში თავს უყრიდა თეთრი ფურცლებით სავსე ცარიელ წიგნში.

დღემდე არის ღონისძიებათა, ასობით საქველმოქმედო კონცერტის და ფესტივალის ორგანიზატორი როგორც რუსთავში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლეგენდარული ანსამბლ „ივერიის“ სოლისტის თეიმურაზ წიკლაურის სოლო-კონცერტების მენეჯერი და რეჟისორი, უდიდესი პოლიფონიური არქივის მფლობელი.


არის სპორტული ცხოვრების მიმდევარი (გოლფის ტურნირის გამარჯვებული, ჟურნალისტთა შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს მედლის პრიზიორი გუნდის კაპიტანი და სხვა მრავალი)

დღემდე მის მიერ ორგანიზებული ყველა ღონისძიება, ყველა სატელევიზიო გამოსვლა, გადაცემები თუ დებატები პატრიოტიზმით და ქართული ღირებულებების წინ დაყენების მიზნითაა გაჟღენთილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0