იმედა ჯემალის ძე ჩუბინიძემ დაბ. 1974 წელს სოფელ ბრლიში, პირადი ხარჯებით და ინიციატივით ჩაატარა, სოფელ ალის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდლებია, რომლის სამრევლოშიც შედიოდა ასევე , სოფლები ბრილი, ცედანი, წაბლოვანა, უწლევი. ღვთიმსახურების კვლევები საარქივო მასალებზე დაყრდნობით.
კავკასიძე ნიკოლოზი 1818-19წწ მღვდელი სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
მაჭარაშვილი სპირიდონ სვიმონის ძე 1819-56წწ მღვდელი სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
პაპუაშვილი იოსებ მღვდელი 1824-28წწ სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
ალიბეგაშვილი ანტონ 1856-59წწ მღვდელი . სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
მაჭარაშვილი დომენტი სპირიდონის ძე 1859-89წწ მღვდელი . სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
მაჭარაშვილი ისიდორე დომენტი ძე 1889-1920 მღვდელი . სოფ. ალი (ხაშური) წმიდა თომა მოციქულის ტაძარი
გელაშვილი სერგი 1920-24წწ მღვდელი . დახვრიტა და ამის დახვრეტის სრული ისტორიაც მაქვს 1916 წელს დაბადებული მიტუშა ქართველიშვილის ნაამბობი რომელიც ბავშვი იყო და უშუალოდ დაესწრო მღვდლის დაპატიმრებას.
მამა სერგი გელაშვილი ალის თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდელი 1920 -24 . 1924 წელს ხაშურის რაიონის სოფელ ბრილის ღვთაების სახელობის ეკლესიას ( ეს ის სოფელია სადაც ნაპოვნია დავით კურაპალატის ლაშქრის საწინამძღრო ჯვარი, რომელიც ეროვნულ მუზეუმში ბრილის ჯვრითაა ცნობილი და რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სხვა საგანძურთან ერთად დაუბრუნა საქართველოს) დილით წირვის დროს ოთხი ცხენოსანი ჩეკისტი მიადგა , პირველი რაც გააკეთეს კიბე მოითხოვეს ეკლესიის სახურავზე ავიდნენ ჯვარი მოტეხეს და ძირს გადმოაგდეს. მღვდელს მოსთხოვეს გარეთ გამოსულიყო, მრევლის წინ მამა სერგი გელაშვილს წვერი გაეპარსა , ანაფორა გაეხადა, უფალი დაეგმო. როდესაც მღვდლისგან უარი მიიღეს მას დაუწყეს თოკით გაკოჭვა, მამა სერგის მრევლი მიეხმარა , მღდელმა ხალხი დააწყნარა ტაძარში შევიდა ცოტა ხანი ილოცა გამოვიდა და ჩეკისტებს მორჩილად გაჰყვა . მამა სერგი გელაშვილი ამ ამბიდან სამ დღეში , სოფელ გომში სოციალ ფედერალისტის სტატუსით დახვრიტეს, მიზეზად ქაქუცა ჩოლოყაშვილის და შეფიცულთა ლოცვებში მოხსენიება წაუყენეს.
ბრილის საწინამძღვრო ჯვარი — (X ს.), ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში, ნაპოვნია 1898 წ. სოფ. ბრილში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), საიდანაც თავდაპირველად საქართველოს საეკლესიო მუზეუმში მოხვდა, შემდეგ სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად საფრანგეთში აღმოჩნდა, საბოლოოდ კი პარიზიდან ისევ თბილისს დაუბრუნდა (1945) და ხელოვნების მუზეუმში დაიდო ბინა.
ჯვარი (36.5 X 16 სმ) ვერცხლის ერთი მთლიანი მასიური ფირფიტისაგან არის გამოჭედილი, ორივე მხრიდან ერთიანად მოოქრული. წინა პირი ქანდაკოვანი ფიგურებითაა დატვირთული. მკაფიოდ გამოყოფილი ჯვარცმული ქრისტეს გარშემო ბევრად უფრო მომცრო ზომის გამოსახულებებია, ჯვრის მკლავებზე კი – ღვთისმშობელი (მარცხნივ) და წმ. იოანე მახარებელი (მარჯვნივ); ქრისტეს აქეთ-იქით ჩამატებულია ორივე ავაზაკი. ზედა მკლავზე გამოსახულია მამაღმერთი და ორი ანგელოზი, ქვემოთ – ღვთისმშობელი ყრმით და სამი ნახევარფიგურით, შუაში მაკურთხებელი წმინდანი და ორი ანგელოზია. სახელურის ბურთები (12 მოციქული) და ჯვრის ზურგის მთელი ზედაპირი გრავირებით შესრულებული ორნამენტითაა მოფენილი. ქვედა მკლავის ბოლოზე, ფოთლის მონახაზში ჩართულია ოქრომჭედელი ოსტატის მოკრძალებული მინაწერი: „ასათ მოქმედი“. ჯვრის დამათარიღებელი წარწერა წინა პირზეა ამოკვეთილი, ქვემოთ, ღვთისმშობლის ორივე მხარეს: „ქრისტე, ადიდე დღეგრძელებით დავით კურაპალატი, ამინ“. ეს არის დავით III ტაო-კლარჯეთის მფლობელი, X ს. II ნახევრის ცნობილი პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა გაერთიანებისათვის ბრძოლის გზაზე და განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ტაო-კლარჯეთის კულტცხოვრების აღორძინებას. იგი გარდაიცვალა 1001 წ., ხოლო ბრილის ჯვრის წარწერის მიხედვით, დავითი ცოცხალია („...ადიდე დღეგრძელებით“).
სოფელ ბრილში, სადაც აღმოჩენილია ჯვარი, დგას სამი ტაძარი – წმ. ნინოს ეკლესია, რომელიც აგებულია მეფე ერეკლე I-ის მეფობაში (1688-1703); მის მახლობლად, სოფლის სასაფლაოზე დგას XI ს. ღვთაების ეკლესია, რომელშიც შემორჩენილია ბარელიეფის ფრაგმენტი, მაღალი ხელოვნებით შესრულებული რამდენიმეფიგურიანი კომპოზიციით. ღვთაების ტაძრის ეზოში მოწყობილია სამალავი, რომელიც 100 კაცზე მეტს იტევდა და გვირაბით უკავშირდებოდა წმ. ნინოს ეკლესიას. მესამე ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული და მდებარეობს ღვთაების ეკლესიიდან ჩრდილოეთით მაღალ ბორცვზე. ტაძართან აღმოჩნდა ქვაზე ნაკვეთი წარწერის ფრაგმენტები, რომლებიც პალეოგრაფიულად IX-X სს.-ით თარიღდება.
თ. საყვარელიძე
ლიტერატურა
ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство, Тб., 1959,
его же, Золотых дел мастера Асата работа для Таосского владетеля, царя царей Давида Куропалата, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1948, ტ. 15 B.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
არქივი ფონდი 1448
1788 ჩხეიძეების ნასყიდობის სიგელში მოხსენიებულია მღვდელი ელიოზ მათიაშვილი სოფელ ბეკამში.
1735 წელს ისევ ჩხეიძეების ნასყიდობის სიგელში მოხსენიებულია მღვდელი გიორგი ნათიშვილი სოფელ ტყვიავში.
1752 წელს სოფ. ქვიშხეთში მღვდელი იოანე გიგიტაშვილი მოხსენიებულია ჩხეიძეთაგან მარგველაშვილ ხოლიაზე მიყიდულ ვენახის ნასყიდობის სიგელში.
1757 წელს ქართლ-კახეთის დედოფალ ანახანუმის წყალობის მიწის ჩუქებაზე მღვდელ იოანე ბაქრაძეზე.
1752 წლის მიწის ნასყიდობის სიგელში მოხენიებულნი არიან მღვდლები: დეკანოზი ანდრია დიდებულიძე და მღვდელი გიორგი დიდებულიძე.
1753 წლის ჩხეიძეთა ნასყიდობის სიგელში ნახსენებია სოფელ ტეზრის მღვდელი იოსებ ნარუტაშვული.
1779 წელს აზნაურ მურვანიშვილების ნასყიდობის სიგელში ნახსენებია მღვდელი იოანე ნათისშვილი.
1756 წელს ნასყიდობის სიგელი მაღრაძესა და ნოდარაშვილს შორის სადაც ნახსენებია დეკანოზი სვიმონ ალექსიძე.
1886წ. კამერალური აღწერა .
მღვდელი დომენტი სპირიდონის ძე მაჭარაშვილი. სოფელი ალი.
დიაკვანი ალექსი გიორგის ძე გელაშვილი. სოფელი ალი.
დიაკვანი იოსებ გრიგოლის ძე პაპუაშვილი. სოფელი ალი.
მღვდელი ნიკოლოზ სპირიდონის ძე პაპუაშვილი. სოფელი ალი.
მღვდელი ალექსანდრე პეტრეს ძე გოგიჩაშვილი , სოფელი იტრია.
მღვდელი იოსებ ევსტათის ძე ნებიერაძე, დაბა სურამი.
მღვდელი იოანე იოსების ძე ბებიაშვილი. დაბა სურამი.
დიაკვანი სოკრატ ანდრიას ძე სულიაშვილი. სურამი.
დიაკვანი თედო ვარლამის ძე მშველიძე, სურამი.
დიაკვანი ნიკოლოზ ვარლამის ძე მშველიძე. სურამი.
მღვდელი თევდორე მათეს ძე ბერიძე . სურამი.
მედავითნე იაკობ სვიმონის ძე ნებიერიძე.
მღვდელი დიმიტრი იოსების ძე ბებიაშვილი.
მღვდელი იოსებ გრიგოლის ძე ხუციშვილი, ხაშურის რაიონი სოფელი წვიმოეთი.
დიაკვანი დავით ზაქარიას ძე სუხიაშვილი , ხაშური სოფ წვიმოეთი.
დიაკვანი ალექსი ზაზას ძე ზაზიკაშვილი. ხაშური სოფელი წვიმოეთი.
მღვდელი ნიკოლოზ გრიგოლის ძე ხუციშვილი , ხაშური სოფელი წვიმოეთი.
მღვდელი ნიკოლოზ მარკოზის ძე სარალიძე , ხაშური სოფელი წაღვლი . ცხოვრობს გორის რაიონ სოფ საკორითლოში.
მღვდელი ნიკოლოზ ედიშერის ძე დავითაშვილი , ხაშური სოფელი წრომი.
დიაკვანი ანტონ გიორგის ძე სარაული , ხაშური სოფელი წრომი.
მღვდელი ზაქარია იოსების ძე კიკნაძე , სოფელი ქვიშხეთი.
დიაკვანი გაბრიელ მოსეს ძე ბერუაშვილი , ხაშური სოფელი ქვიშხეთი.
მღვდელი შიო ათანასეს ძე ლომიძე, ხაშური სოფ. ზემო ჭალა.
მღვდელი ნესტორ სიმონის ძე მაჭარაშვილი. ხაშური სოფ ზემო ჭალა.