სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
კვირიკე III 1010/1014-1037წწ. კახეთ-ჰერეთის მეფე,  სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა თელავი, ააშენა ალავერდი კვირიკე III 1010/1014-1037წწ. კახეთ-ჰერეთის მეფე,  სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა თელავი, ააშენა ალავერდი
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

462       ბეჭდვა

კვირიკე III 1010/1014-1037წწ. კახეთ-ჰერეთის მეფე,  სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა თელავი, ააშენა ალავერდი

კვირიკე III სამეფო დედაქალაქათ გამოაცხადა თელავი, ააშენა ალავერდი


კვირიკე III-ს მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ.


კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი).


2017 წლის 23 აგვისტოს კალაურის ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში აღმოაჩინეს „რანთა და კახთა მეფის“ საფლავი, როგორც სპეცილისტები ვარაუდობენ ეს საფლავი ეკუთვნის კახეთის მეფე კვირიკე III-ს[1].

ინფორმაცია საფლავის აღმოჩენის შესახებ საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრმა ზვიად სეხნიაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, აღმოაჩინეს XI საუკუნის საფლავი, სადაც წარწერის მიხედვით განისვენებს "რანთა და კახთა მეფე..."[2].

თუმცა როგორც კულტურის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სოფელ კალაურის ტაძარში ნაპოვნი სამარხი კვირიკე III-ის არ აღმოჩნდა


ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.

ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.


https://naec.ge/uploads/images/doc/SXVA/12-naec%20journal%2012%20%20.pdf

1021 წელს შირმნის ბრძოლაში აფხაზთა და ქართველთა მეფის გიორგი I-ის მხედრობა ბიზანტიის იმპერატორის ბასილი II ბულგართმმუსვრელის ლაშქარს შეებრძოლა. სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველთა მარცხით დასრულდა. გორგი მეფემ უკან დაიხია. სწორედ ამ მძიმე წუთებში მას დამხმარე ჯარი მოუვიდა. ეს იყო კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის მიერ გამოგზავნილი სპა.

ქართველი მემატიანე წერს: „განძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა“. ახალი დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ მეფე გიორგიმ ომის გაგრძელება მოისურვა, თუმცა თანამებრძოლებმა დაუშალეს და მეფეც მათ რჩევას დაჰყვა.

საქართველოს მეფისათვის კახეთ-ჰერეთიდან დამხმარე ძალის მოსვლაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მომენტი – კახეთ-ჰერეთი ცალკე არსებული, დამოუკიდებელი სამეფო იყო. მის მმართველს არც ბიზანტიასთან ჰქონდა რამე სამტრო და წესით არც აფხაზთა და ქართველთა მეფის გაძლიერება უნდა ნდომოდა.

1010 წელს ბაგრატ III-მ კახეთსა და ჰერეთში ილაშქრა, ადგილობრივი მმართველები დაამარცხა, დაატყვევა და ეს მხარეები ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შეიყვანა. დატყვევებულთა შორის იყო კახეთის მთავარი, ბაგრატ მეფის მიერ დამარცხებული კახეთის ქორეპისკოპოს დავითის ძე კვირიკე III. გავიდა ოთხი წელი. ბაგრატ მეფე გარდაიცვალა. ტახტზე მისი ძე, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი გიორგი ავიდა. ამით ისარგებლეს კახმა და ჰერმა დიდებულებმა და აჯანყდნენ. აფხაზთა და ქართველთა მეფის ერისთავები შეიპყრეს და კახეთ-ჰერეთის მმართველად კვირიკე III დასვეს. მან მეფის ტიტული მიიღო და „რანთა და კახთა მეფედ“ იწოდა. გიორგი მეფეს ალბათ ექნებოდა სურვილი მამისეული სამფლობელოები კვლავ დაებრუნებინა. თავის მხრივ, კვირიკესაც ექნებოდა გარკვეული შიში, რომ გაძლიერებული გიორგი I შეეცდებოდა კახეთ-ჰერეთის დაბრუნებას.

ყოველვე ამას გიორგისა და კვირიკეს შორის კარგი ურთიერთობები უნდა გამოერიცხა, მაგრამ კვირიკე სხვანაირად ფიქრობდა. როდესაც საერთო ქართული საქმის ბედი წყდებოდა და ბიზანტიასთან ომი სწორედ ასეთი იყო, კახეთ-ჰერეთის მეფე გიორგი მეფის გვერდით დადგა.

კვირიკე დიდი, ის სწორედ ამ სახელით შევიდა ისტორიაში, კარგი მეფე იყო. მან გააძლიერა კახეთჰერეთის სამეფო. გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა. სამეფო დაყო შვიდ საერისთავოდ. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „შემდგომად ბაგრატ მეფის სიკუდილისა ამან კვირიკემ დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა. გარნა თუ ისხდნენ ერისთავნი ჰერეთს. არამედ ამან ზედაზენი, კანკელის ბარელიეფის ფრაგმენტი (მარცხნიდან მეორე სავარაუდოდ კვირკე დიდია)


კვირიკე მეფემან უფროს განამტკიცნა და დასხნა სამი კახეთს და ოთხი ჰერეთს. და კახეთსა ერთი რუსთავს და მისცა სრულიად კუხეთი, რომელ არს ნაგები, ყარაია, ჩადივარ, სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი, ხერკი და თიანეთი, არაგვის კერძო ჟინვანამდე. მეორე დასუა კუეტერისა და მისცა უჯარმას ზემოთ ორთა მთათა შორის, რომელ არიან კახეთისა და კუხეთისა, ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღვი. მესამე პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღვრის ზეით კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ. ხოლო ჰერეთს დასუა პირველი ხორნაბუჯს ანუ ხორანთას და მისცა ქისიყი და გარეთ-კახეთი კუხეთის საზღვრამდე, ალაზანსა და მტკუარს შიგნით და ჰერეთის მთისა. მეორე ვეჯინს და მისცა ქისიყის საზღვარს ზეით თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნით, რომელ არს აწ შიგნითკახეთი. მესამე მაჭისა და მისცა მაჭის წყლის ქუეით და ალაზნის აღმოსავლეთი შაკიხითურთ და ხუნზახითურთ. მეოთხე დასუა შტორისა და მისცა შტორის ხევიდამ მაჭის წყლამდე ალაზნის აღმოსავლეთი დიდოეთითურთ, რომელ არს აწ გაღმამხარი“. კვირიკეს, რომელიც საკუთარი გავლენისა და სამეფოს ტერიტორიის გაზრდას ცდილობდა, არა ერთხელ მოუწია ბრძოლა მეზობელი სამეფოებისა თუ სამთავროების მმართველებთან. სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო XI საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. ფადლონის სამფლობელო უშუალოდ ესაზღვრებოდა კახეთ-ჰერეთი სამეფოს და კვირიკესათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო გაძლიერებული მეზობლისა და მეტოქის დამარცხება. განძის ამირას წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღეს: თბილისის ამირა ჯაფარმა, ტაშირ-ძორაკეტის ქართული

წყაროს მიხედვით სომხეთის) მეფე დავითმა და საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ქვეშევრდომებმა (თავად ბაგრატი ამ დროს არასრულწლოვანი იყო) კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ. ბრძოლა ფადლონის მარცხით დასრულდა. კახეთ-ჰერეთის მეფემ თავის მეორე მოწინააღმდეგეს, ოსთა მეფესაც სძლია. XI საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებში ოსთა მეფე ურდურემ კავკასიონი გადმოლახა და თიანეთში შემოიჭრა, კახეთის აოხრება დაიწყო. კვირიკემ ლაშქარი შეკრიბა და სასტიკად დაამარცხა ოსთა ჯარი. ბრძოლისას დაიღუპა თავად ურდურეც. კვირიკეს დროს სამეფოს დედაქალაქი თელავი გახდა. მეფე ყურადღებას არც თიანეთს აკლებდა, რომელიც მანამდე კახეთის საქორეპისკოპოსოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავდა: „ჰყო სასახლე თიანეთისა ხელოვანი, ამანვე ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა. განმდიდრდა კვირიკე და მოირჭმა ყოვლითურთ“. სწორედ კვირიკეს მმართველობისას აიგო ალავერდის საკათედრო ტაძარი, ერთერთი უდიდესი ქართული არქიტექტურული ძეგლი, ნაცვლად იმავე ადგილას არსებული წმიდა გიორგის ძველი და პატარა ეკლესიისა. 1037 წელს საქართველს მეფემ ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივით ალყა შემოარტყა თბილისს. მალე მასთან გამოცხადდა კვირიკე დიდი თავისი მხედრობით და დახმარება შესთავაზა. 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2021
ბოლო რედაქტირება 13.08.2023
სულ რედაქტირებულია 7





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0