სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მეუფე ტრიფონ (თურქესტანიშვილი) 1861-1934წწ გარდ. 73 წლის. მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი დაბ. მოსკოვი. მეუფე ტრიფონ (თურქესტანიშვილი) 1861-1934წწ გარდ. 73 წლის. მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი დაბ. მოსკოვი.

1861-1934 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

353       ბეჭდვა

მეუფე ტრიფონ (თურქესტანიშვილი) 1861-1934წწ გარდ. 73 წლის. მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი დაბ. მოსკოვი.

თურქესტანაშვილების სამოსახლო ადგილებია კახეთი დედოფლისწყარო, თელავი, კისისხევი, წინანდალი, შეიძლება ეს შტო ოყოს ქართლიდან

ტრიფონ თურქესტანოვი (მიტროპოლიტი ტრიფონი)

ტრიფონ თურქესტანოვი

ოფიციალური სახელი: ბორის თურქესტანოვი

დაბადების თარიღი: 29 ნოემბერი, 1861

გარდაცვ. თარიღი: 14 ივნისი, 1934  (72 წლის ასაკში)

დაკრძალვის ადგილი: მოსკოვი, რუსეთი

კატეგორია: სასულიერო პირი

მიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის თურქესტანოვი) დაიბადა მოსკოვში 1861 წლის 29 ნოემბერს. მამამისი, პეტრე თურქესტანოვი (1830-1891 წწ.), ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. მისი წინაპარი, ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი, რუსეთში პეტრე I–ის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა – ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა თავადის ქალი იყო. ყმაწვილობაში ბორისი მძიმედ დაავადდა. ექიმები გამოჯანმრთელების იმედს არ იძლეოდნენ. სასოწარკვეთილი დედა წმ. მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა და შვილის განკურნებას ევედრებოდა. მან წმ. ტრიფონს აღუთქვა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვაჟიშვილს მას მიუძღვნიდა და თუ ბერობის ღირსი გახდებოდა, სახელად ტრიფონი ეწოდებოდა. და აი, როგორც კი ყრმა გამოჯანმრთელდა, დედამ ოპტინის უდაბნოში წაიყვანა, შესაგეგებლად გამოსულმა ბერმა მოულოდნელად იქვე მდგომ ხალხს მიმართა: "გზა მიეცით, მღვდელმთავარი მოდის".


1887 წელს მიიღო რა ბორისმა მშობლებისგან დალოცვა, ოპტინის უდაბნოში ბერ ამბროსისთან მორჩილად დადგა, მანვე აკურთხა მონაზვნობაზე. 1891 წელს ბორისი ბერად აღიკვეცა ტრიფონის სახელით – აღსრულდა დედისეული აღთქმა. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ–დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ–მონაზვნად იქნა ხელდასმული. ბერი ამბროსის კურთხევით ტრიფონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში იგი პატიმართა გადასაგზავნ ციხეში მსახურობდა. 1891 წელს მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე "ძველქრისტიანი და ოპიტნელი ბერები". მან ხუთი უცხო ენა იცოდა: ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური. 1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წ. 18 ივლისს იგი დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად იკურთხა და ამ თანამდებობაზე 15 წელიწადი მსახურობდა. მქადაგებლობის განსაცვიფრებელი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას "მოსკოვის ოქროპირი" უწოდა.


I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კონტუზია მიიღო და იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო. 1916 წლიდან აღარ არის რა მოქმედი ეპისკოპოსი, ნოვო–იერუსალიმის აღდგომის მონასტერში მოღვაწეობს. 1917 წ. ფრონტიდან კვლავ ამ მონასტერში დაბრუნდა.


1918 წლიდან მეუფე ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და აღარ მონაწილეობდა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში. მასთან განუწყვეტლივ მოედინებოდა მნახველთა უწყვეტი ნაკადი სულიერ თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევის მისაღებად. მორწმუნე მრევლი მას პატივს სცემდა, როგორც დიდებულ მღვდელმთავარს, ჩინებულ მქადაგებელსა და მადლმოსილ მოღვაწე ბერს, მისი რჩევები, შეხედულებები არცთუ იშვიათად გადამწყვეტი იყო არათუ მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილებისათვის, არამედ რევოლუციის შემდგომი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც.


პატრიარქი ტიხონი მისდამი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული, მასთან ერთად ხშირად მსახურობდა და 1923 წ. მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. რუსეთის ეკლესია ამ ორ საეკლესიო მოღვაწეს ორ "დიდ სვეტად" მიიჩნევს, რომლებიც მძიმე დროებაში განამტკიცებდნენ რუსეთის წმინდა ეკლესიას.


1825 წ. პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, მთვარაეპისკოპოს ტრიფონის მოღვაწეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად ითვლებოდა რა პენსიონერად, ის ჭეშმარიტად რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ–ერთი უმთავრესი სულიერი წინამძღოლი იყო. 1931 წ. მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.


მეუფე ტრიფონის სიტყვა მათთვის, ვინც რუსეთის ცხოვრების 20-30–იანი წლების საშინელებების დროს შეინარჩუნა ჭეშმარიტი რწმენა, კანონი იყო. ხალხს სწამდა, რომ მისი ბაგეებით თვით უფალი ღაღადებდა. მხატვარი პავლე კორინი, რომელმაც ნატურიდან შექმნა მიტროპოლიტ ტრიფონის პორტრეტი იგონებდა, რომ მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი სწორედ მეუფე ტრიფონის დამსახურებით შემორჩა ისტორიას. სასულიერო პირები, რომელთაც მხატვარი სახლში იწვევდა, პორტრეტის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ თანხმდებოდნენ, როცა შეიტყობდნენ, რომ ეს ყველასგან პატივცემული მეუფე ტრიფონის ლოცვა–კურთხევით ხდებოდა.


გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელო აკათისტო (დაუჯდომელი) – "გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისთვის". 


მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წ. 14 ივნისს. დაკრძალულია მოსკოვის ვვედენსკის სასაფლაოზე. მისი სამარე დღემდე წარმოადგენს მილიონობით რუსი მართლმადიდებლის სათაყვანებელ ადგილს.

http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000095/


თურქესტანიშვილი –

თურქისტანიშვილი

ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე თურქისტანიშვილების გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თურქესტან. როგორც ჩანს, ეს სახელი სათავეს იღებს ეთნონიმიდან – თურქესტანი. ისტორიულ წყაროებში თურქესტანიშვილი-თურქისტანიშვილები მოიხსენიებიან: თურქაძე, თურქია, თურქოშვილი. ასევე, ჰქონდათ შტო-გვარები, მაგალითად, პაპოშვილი და თამაზიშვილი.

ისტორიულ წყაროებში მათი გამოჩენა თამარის მეფობის ხანას უკავშირდება. ქვემო ქართლის 1721 წლის აღწერით, თურქესტან თურქესტანიშვილი უკვე ძლიერი და ცნობილი მემამულეა.

მეჩვიდმეტე საუკუნეში თურქესტანიშვილების სახლი რამდენიმე განაყოფი ოჯახისგან შედგება. მათი წარმომადგენლები მეფის სამსახურში არიან, მხარში უდგანან მონარქს საშინაო და საგარეო მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეფეები – გიორგი მეთერთმეტე და ვახტანგ მეექვსე, თურქესტანიშვილებს იყენებენ სამაშხლოსა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დროს. ბაადურ თურქესტანიშვილი მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც ვახტანგ მეექვსესა და პეტრე პირველს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ქართველი მწიგნობარი – ერასტი თურქესტანიშვილი 1724 წელს რუსეთში გაჰყვა ვახტანგ მეექვსეს და მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა „აპოგრთეგმატა“, რომლის ორი ვრცელი და მოკლე რედაქცია არსებობს.

ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს, თურქესტანიშვილთა სახლი დიდ სიძნელეებს განიცდის. ისინი ვალებში ვარდებიან და მამულების გაყიდვა უწევთ.

მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც ქართლში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, თურქესტანიშვილებმა თავიანთი სამამულო მფლობელობის საქმეების მოწესრიგებას მოჰკიდეს ხელი. ისინი მეფის სამსახურში შედიან. მეფე ერეკლე მეორე ნინია თურქესტანიშვილს ყოველწლიურ ჯამაგირს უნიშნავს. ის მეფის სასამართლო საქმეების მონაწილეა და მსაჯულადაც იწოდება.

1783 წელს რუსეთიდან დადებულ გეორგიევსკის ხელშეკრულების სიაში 81 სამეფო აზნაურის გვარია შეტანილი. თურქესტანიშვილები მეორე ადგილზე მოიხსენიებიან.

თურქესტანიშვილები დღეს თურქისტანიშვილები არიან.

თურქისტანიშვილთა შტო-გვარია სეხნიაშვილი.

საქართველოში 28 თურქისტანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, დედოფლისწყაროში – 2, გარდაბანში – 1. არიან სხვაგანაც.


http://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=7395



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.10.2021
ბოლო რედაქტირება 25.01.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.12.2021
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0