დაიბადა 15.04.1945, ქუთაისი.
ფეხბურთი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის "იმერეთში" (1962), თბილისის "დინამოში" (1963, 1968-76), ქუთაისის "ტორპედოში" (1964, 1966-67), სოხუმის "დინამოში" (1964-65). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი. ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970). სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 301 მატჩი (5 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1969, 71, 72, 76 გაზაფხული). თბილისის ასკ-ის (1976), სამტრედიის "ლოკომოტივის" (1977), ქუთაისის "ტორპედოს" (1978, 1988-89, 2001-02), ფოთის "კოლხეთის" (1979), თბილისის "დინამოს" (1991-93), რუსთავის "მეტალურგის" (1993-95), შეპეტოვკის "ტემპის" (უკრაინა, 1995), ლატვიის ნაკრების (1998-99), თბილისის "ლოკომოტივის" (1999-2000), საქართველოს ნაკრების (1999-2001 - დავით ყიფიანთან ერთად), ელისტის "ურალანის" (რუსეთი, 2002), ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიის" (რუსეთი, 2003) მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" (1991, 92) და ქუთაისის "ტორპედო" (2001, 02) საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თბილისის "დინამომ" (1992), თბილისის "ლოკომოტივმა" (2000) და ქუთაისის "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის საუკეთესო მარჯვენა მცველად
მცველი
1965 - სოხუმის „დინამო“
1966-1967 - ქუთაისის „ტორპედო“
1968-1976 - თბილისის „დინამო“
ტიტულები:
ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1972
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1972 (მიუნხენი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული)
სამწვრთნელო ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი: 1992, 2002, 2007
საქართველოს თასი: 1992, 2000, 2001 (დავით ყიფიანთან ერთად)
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი: 1972
სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 7-ჯერ მოხვდა: #1 - 1969, 1971, 1972, 1973; #2 - 1968, 1970; #3 - 1974
სსრკ ნაკრებში: 49 მატჩი (1969-1974)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 4 მატჩი (1972)
სხვა ჯილდოები:
სპორტის რაინდი - 2015
*-სხვადასხვა დროს წვრთნიდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, რუსთავის „მეტალურგს“, რიგის „სკონტოს“ (ლატვია), ვლადიკავკაზის „სპარტაკ-ალანიას“ (რუსეთი), ყარაგანდის „შახტიორს“ (ყაზახეთი), „თურანს“ (აზერბაიჯანი) და კიდევ არაერთ კლუბს
*-1997-1999 წლებში ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო
*-2000-2001 წლებში დავით ყიფიანთან ერთად წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მათი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩიდან 4 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 6 კი წააგო. ბურთების შეფარდება: 14:16
*-მისი ვაჟი მიხეილი ფიფა-ს აგენტია
მეორე ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1972, ბელგია
მესამე ადგილი()
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ