სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
მღვდელ მონაზონი მირიან (დავით) ბექაური მოკლეს 1869-1919წწ  სოფ. ძეგვი მცხეთა მღვდელ მონაზონი მირიან (დავით) ბექაური მოკლეს 1869-1919წწ  სოფ. ძეგვი მცხეთა მღვდელ მონაზონი მირიან (დავით) ბექაური მოკლეს 1869-1919წწ  სოფ. ძეგვი მცხეთა
ბმულის კოპირება



გვარი ბექაური სია

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

589       ბეჭდვა

მღვდელ მონაზონი მირიან (დავით) ბექაური მოკლეს 1869-1919წწ სოფ. ძეგვი მცხეთა

არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919
არქიმანდრიტი მირიანი, ერისკაცობაში -- დავით ბექაური, დუშეთის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პატარა დავითმა წერა-კითხვა და პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. იგი სიყრმიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრების ფერხულში. არ აცდენდა წირვა-ლოცვებს, ეხმარებოდა ტაძრის მნათეს ეკლესიის დალაგება-დასუფთავებაში და სხვა თანატოლებისგან გამოირჩეოდა ღვთისმსახურებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. მას დიდი სურვილი ჰქონდა მონასტერში წასულიყო და ძველი მამების მსგავსად ასკეტური ცხოვრებით ეცხოვრა. როგორც კი სრულწლოვანი შეიქნა, მშობლებისაგან ლოცვაკურთხევა აიღო და 1888 წლის 14 იანვარს გორის მაზრაში, ქვათახევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც დიდი სიხარულით მიიღო მაშინდელმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (სიმონიშვილი). იმ პერიოდში მამა ნიკოლოზს მონასტერთან ახალი გახსნილი ჰქონდა მედავითნეობის შემსწავლელი სკოლა, რაც მედავითნეობის შესწავლის მსურველი ახალგაზრდისათვის დიდად გასახარი ამბავი იყო. მორჩილი დავითიც ამ სკოლის ერთ-ერთი პირველი მოწაფე გახდა. მან მონასტერში მოღვაწე ძველი და გამოცდილი მამების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. იქვე გაიარა სამწლიანი საბერო მორჩილებაც. 1890 წლის 15 მაისს, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელმა მორჩილმა ურთულესი მისია იტვირთა. იგი მცხეთის მახლობლად, ყველასგან მიტოვებულ და გავერანებულ არმაზის მონასტერში დასახლდა და რამდენიმე წლის დაუღალავი მუშაობის შედეგად აღადგინა და გაამშვენა იქაურობა. ამ საქმეში მას დიდი სულიერი თანადგომა აღმოუჩინა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი), რომელმაც მარტომყოფ მამა მირიანს დახმარების ხელი გაუწოდა, ხოლო მატერიალური და ფინანსური თანადგომა ვაჭარმა ჩხარტიშვილმა გაიღო. აღდგენილი სავანე შუამთის მონასტერს მიაწერეს, რადგან სინოდალურმა კანტორამ არ ინება მისი ცალკე შტატის მონასტრად დამტკიცება. 1900 წლის 5 ივ-
საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.18
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919(გაგრძელება)
ლისს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში მორჩილი დავითი ბერად აღიკვეცა და სახელად მირიანი ეწოდა. 1901 წლის 12 ივნისს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე წლის 28 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი.
მღვდელი ვასილ კარბელაშვილი არმაზის მონასტერში სტუმრობის დროს, შუაში ბერი მირიან ბექაური;

1909 წლის 16 ივლისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. აი, რას წერდა ვაჭარ ჩხარტიშვილის შესახებ 1901 წელს გაზეთი „ივერია“ თავის ფურცლებზე: „ივერიის“ მკითხველს უკვე მოეხსენებათ, რომ ამ ორი-სამი წლის წინად მცხეთის სადგურის მახლობლად, სულ 250 საჟენის სიშორეზედ, რკინისგზის ლიანდაგის პირას ბატონმა ესტატე ჩხარტიშვილმა გააშენა საზაფხულო სასეირნო ბაღი „არმაზი“. ამ ადგილას ეხლა ბატონმა ჩხარტიშვილმა საზაფხულო სააგარაკოდ მიწები დაჰყო ნაჭერ-ნაჭერად და ჰყიდის... არმაზში, სადაც ძველისძველი ნანგრევი ეკლესიაა, გარდაწყვეტილია სასულიერო მთავრობისაგან პირველ მაისს კურთხევა ხსენებულის ეკლესიისა მონასტრად, წმ. თამარის სახელზედ, რომლის დღეობაც პირველ მაისშივე არსდება“, არმაზის მონასტერში მამა მირიანის მოღვაწეობაზე მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის წმინდა ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი), რომელიც 1910 წელს მოწაფეებით მცხეთის სიწმინდეების მოსალოცად გაემართა. მაშინ იგი ჯერ კიდევ მღვდელი და ერთ-ერთი სასწავლებლის პედაგოგი გახლდათ. აი, რას წერდა იგი: „პარასკევს, 22 ოქტომბერს, 12-13 მოსწავლით მცხეთის მიდამოების დასათვალიერებლად წავედით. პირველად არმაზისკენ ავიღეთ გეზი. ვნახეთ არმაზის ეკლესია, სადაც მირიან ბერი დაგვიხვდა. ამ ბერის დანახვამ სწორედ „ღალატის“ ლეგენდარული საბა ბერი მოგვაგონა. აუჩქარებლად, სადა ქართულით მოგვესალმა მირიანი, თავის პატარა საყდარში შეგვიწვია და იქ უბრალოდ და მარტივად გვითხრა ის, რაც აქამდის თუმცა ბევრჯერ გვსმენია, ასე გულწრფელად კი – არასდროს. გვითხრა, რომ ჩვენი, ისედაც პატარა ქვეყანა უპირობამ დააქუცმაცა, მამა-პაპის აღმა ხნული ჩვენ, შვილიშვილთა, დაღმა ვფარცხეთ; ეხლანდელი გამოზრდილები ახალს არ აშენებენ და ძველ ნაშთთაც არ უფრთხილდებიან. თქვენ, ახალგაზრდებს, გმართებთ ამაზე დაფიქრებაო, – ეს გვითხრა მირიან ბერმა და სწორედ ჩაგვაფიქრა. რაღაც რელიგიურ ექსტაზზე მოგვიყვანა მართალმა სიტყვამ, გულში მიძინებულმა რწმენამ გაიღვიძა. რამდენი სულიერი ძალა ვნახეთ ამ გამხმარ კაცში, რა სიტყვის ძალა ჰქონდა უსწავლელს, მაგრამ მამულისა და სარწმუნოების მოყვარე ბერსა!.. ამ მოკლე მოგზაურობამ დაგვარწმუნა, რომ რაც ამ ერთს დღესა ვნახეთ და გავიგონეთ, შეიძლება თბილისში ათ დღესაც ვერ გაგვეგონა. მირიან ბერის სიტყვები, საგულისხმო და გულწრფელი, არ დაგვავიწყდება“. 1913 წლის 7 იანვარს არმაზი შუამთას ჩამოაცილეს და შიომღვიმის მონასტერს მიაწერეს, რასაც მირიან ბერის უკმაყოფილება მოჰყვა. ამის გამო, მას ორი თვით შეუჩერეს მლვდელმოქმედება. თუმცა ამავე წლის 27 თებერვალს კვლავ აღუდგინეს. 1916 წლის 6 მაისს მან სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1917 წლის 17 სექტემბერს, პირველ საეკლესიო კრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კირიონ III-ის (საძაგლიშვილი) არჩევის შემდეგ, მამა მირიანი მის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა. 1917 წლის 25 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა დედაეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის მამა მირიანს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. იგი აპირებდა მისი მცხეთის წმინდა ჯვრის სახელობის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნას. სწორედ ამის გამო მოუვიდათ საკათალიკოსო საბჭოში კამათი უწმინდეს კირიონსა და თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე). იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული თბილისისა და მცხეთის ეპარქიის საზღვრები. მცხეთის წმინდა ჯვრის მონასტერს მეუფე ლეონიდე კათოლიკოს-პატრიარქ კირიონს ედავებოდა (როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, XIX საუკუნის 80-იან წლებში ლეონიდეს ბიძამ, წმინდა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აღადგინა შიომღვიმის, ზედაზნისა და მცხეთის ჯვრის მონასტრები, რის გამოც იქიდან მოყოლებული ძირითადად ოქროპირიძეები, ან მათ მიერ დანიშნული მოძღვრები წინამძღვრობდნენ და განაგებდნენ ამ მონასტრებს -– გ. მ.). 1918 წლის 10 თებერვალს საკათალიკოსო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მისი უწმინდესობა კირიონი თავმჯდომარეობდა, კათოლიკოსმა ოფიციალურად წამოაყენა წინადადება არქიმანდრიტ მირიანის მცხეთის წმინდა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნასა და დიაკონ ტიმოთე ბაკურაძის მღვდლის ხარისხში აყვანის შესახებ, რაზეც თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ განაცხადა: „მცხეთის ჯვარი თბილისის ეპარქიაში შედის, ხოლო მირიანის წინამძღვრობა და ტიმოთეს მღვდლობა ნაადრევიაო“. ატყდა კამათი. განრისხებულმა კათოლიკოსმა დადგენილებას მაინც მოაწერა ხელი. 23 თებერვალს უწმინდესი კირიონი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო საკათალიკოსო საბჭოს სხდომას. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობა მიტროპოლიტ ლეონიდეს უნდა გაეწია, რომელმაც საბჭოს 8 წევრის მხარდაჭერით გააუქმა უწმინდესი კირიონის გადაწყვეტილება, უფრო მეტიც, მან მამა მირიანს მღვდელმსახურება აუკრძალა, რასაც საფუძვლად დაედო 1918 წლის 9 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძრის მნათის, ივანე გიორგის ძე რატიშვილის საჩივარი, თითქოს 1918 წლის 4 მარტს, ყველიერის კვირიაკეს, სიონის ტაძარში თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) აღვლენილი წირვისას მირიან ბერმა შეურაცხყოფა მიაყენა მღვდელმთავარს, უწოდა მის ქადაგებას ტუტუნი, დაარღვია წესრიგი და გამუდმებით ელაპარაკებოდა ტაძარში
საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.19
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919(გაგრძელება)
მყოფ მღვდელ ტიმოთე ბაკურაძეს. ამგვარად ხელს უშლიდა იქ შეკრებილ მლოცველებს; ასევე იგი ადრეც იყო შემჩნეული უწესრიგობასა და დაუმორჩილებლობაში როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალთა მიმართ, ამიტომ საეპარქიო სასამართლომ განაჩინა: „1)ბერმონაზონ მირიანს თანამდებობიდან ჩამოქვეითებით აღეკრძალოს მღვდელმოქმედება და იგი გადაყვანილ იქნას სხვა ეპარქიის შორეულ მონასტერში დაბალ სამონასტრო სამუშაოსათვის 3 წლის ვადით; 2) ვინაიდგან სხვა ეპარქიაში გადაყვანის უფლება აღემატება სასამართლოს კომპეტენციას, აღიძრას ამის შესახებ სათანადო შუამავლობა საკათალიკოზო სასამართლოს წინაშე; 3) რადგან ბერმონაზონ მირიანს, როგორც უსწავლელს და უმეცარს, ხოლო ხასიათითაც, როგორც მთის შვილს, უკმეხს, არ მოეთხოვება ყველა ის, რაც მოეთხოვება სწავლით აღჭურვილს და კულტურულად აღზრდილს პიროვნებას, აღიძრას საკათალიკოზო სასამართლოს წინაშე ჯეროვანი შუამდგომლობა, რათა ბერმონაზონ მირიანს ზემო ხსენებული ვადა სასჯელისა შეუმოკლდეს და განესაზღვროს ერთის წლის ვადით“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივანე რატიშვილი ამ ამბიდან ცოტა ხნით ადრე, 1917 წლის 3 დეკემბერს ანჩისხატის ტაძარში, როდესაც უწმინდესი კირიონი მწირველი იყო, წირვისას შევარდა ტაძარში, მივარდა მნათე ხუცაიძეს, აუტეხა შფოთი და ბევრ უმსგავსოებასთან ერთად იმაზეც მრისხანებდა: რა საჭირო იყო კირიონის აქ მოპატიჟება, კარგი რამეცა გყავთ კათალიკოსადო! მნათე ხუცაიძემ სტაცა ხელი მკლავში და ტაძრიდან გარეთ გამოაგდო. ეს ყოველივე ერთმა მოძღვარმა მეუფე ლეონიდეს თავმჯდომარეობის დროს საკათალიკოზო საბჭოს მოახსენა და სთხოვა, ასეთის საქციელისთვის ივანე რატიშვილი ჩამოეშორებინათ საეკლესიო საქმეებისაგან, მაგრამ ლეონიდემ ეს არ ინება, რადგან რატიშვილი მისი აგენტი იყო. როდესაც კათოლიკოსი კირიონი გამოჯანმრთელდა, მან მამა მირიანს აღუდგინა მღვდელმსახურების უფლება, თუმცა რატომღაც შემდგომში იგი მღვდელმონაზვნის ხარისხში მოიხსენიება. · სამწუხა- _ როა, რომ მამა მირიანი ნებით თუ უნებლიეთ ჩართული აღმოჩნდა ასეთ ამბებში. მიუხედავად ამისა, მას შემდგომშიკ არ მიუტოვებია უწმინდესი კირიონი და სიკვდილის ბოლომდე გვერდით ედგა მას. უწმინდესი კირიონის მკვლელობის შემდეგ კი ჩამოშორდა აქტიურ საეკლესიო ცხოვრებას. იგი ძირითადად თავისსავე ალდგენილ არმაზის მონასტერში ცხოვრობდა და იშვიათად გამოდიოდა მონასტრიდან. გამუდმებით ლოცულობდა და უფალს სამშობლოსა და ეკლესიის ერთობას ავედრებდა. თუმცა, ბოროტმა აქაც არ დაასვენა ყველასგან შევიწროებული მოძღვარი. 1919 წლის 6 ივნისს გაურკვეველმა პირებმა არმაზის მონასტერი დაარბიეს და გაძარცვეს, ხოლო იქ მყოფი მამა მირიანი უკვალოდ გაქრა. 1919 წლის ივნისის დასაწყისში გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა: „როგორც გადმოგვცემენ, მცხეთის მახლობლად, არმაზის მონასტრის მიდამოში მოუკლავთ ამ მონასტრის მწყემსი, ცნობილი ბერმონაზონი მირიანი“. რამდენიმე ნომრის შემდეგ იმავე გაზეთში ვკითხულობთ ახალ ცნობას: „ამას წინად ჩვენს გაზეთში მოთავსებული იყო ცნობა არმაზის მონასტრის ბერმონაზონ მირიანის მკვლელობის შესახებ. როგორც გამოირკვა, ავაზაკებს მოუკლავთ არა მირიანი, არამედ მისი მორჩილი გაგა და მონასტერი გაუძარცვავთ, ხოლო ბერმონაზონი მირიანი უკვალოდ დაიკარგა, ფიქრობენ, რომ მკვლელებს მირიანი ტყვედ წაუყვანიათ“. 1919 წელს გაზეთი „საქართველო“ თავის ფურცლებზე იმავე შინაარსის სტატიას ბეჭდავს: „თბილისის ფერისცვალების მონასტრის ბერი გობრონი (წკრიალაშვილი, შემდგომში წილკნელი ეპისკოპოსი, გ. მ.) გვთხოვს გამოვაცხადოთ: გავრცელებული ხმა, ვითომც ამას წინეთ არმაზის მონასტერში მოეკლათ ცნობილი ბერი მირიანი, სიმართლეს
საპატრიარქოს უწყებანი N25 27ივნისი-3ივლისი 2013წ გვ.20
არქიმანდრიტი მირიანი (ბექაური) 1869-1919(დასასრული)
დასაწყისი იხ: საპატრიარქოს უწყებანი N26 4-10ივლისი გვ.17
მოკლებულია. თიბათვეს მე თვითონ დავბეჭდე მონასტრის კარები და კომისრის განკარგულებით მილიციონერიც ჩავაყენე. მამა მირიანი უგზო-უკვალოდ არის დაკარგული, მოკლულია მხოლოდ მისი მორჩილი „გაგა“ და მონასტერიც გაძარცვულია. უმორჩილესად გთხოვთ, ყოველნაირი ცნობები მირიანის შესახებ გვაცნობოთ ამ მისამართით: თბილისის ფერისცვალების მონასტერი, მამა გობრონს“. ცნობილი საეკლესიო მოღვაწე და ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე თავის მოგონებებში მამა მირიანის მკვლელობაზე წერდა: „წინეთ, 1919 წელს მოჰკლეს მცხეთაში არმაზის ბერი მირიანი, მოწინააღმდეგე ლეონიდისა და კირიონის ერთგული... ეს მკვლელობაც ჩაფუჩეჩდა...“ ასე ტრაგიკულად დასრულდა კიდევ ერთი სასულიერო პირის ცხოვრება. მამა მირიანის სახით ქართულმა ეკლესიამ, განსაკუთრებით კი ბერმონაზვნობამ, დაკარგა სამონასტრო ცხოვრებაში გამობრძმედილი, დაუზარელი და პატიოსანი მოღვაწე, რომელსაც ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეეძლო.

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა, საქმე
57648; საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე 807; 134; ჟურნალი „საქართველოს
საეგზარქოსოს უწყებანი“ 1910-1917წწ.; ჟურნალი
„თეატრი და ცხოვრება“ 1917წ. 45, გვ. 13; გაზეთი
“ 1910წ. 141, გვ. 3; გაზეთი სა122, გვ. 2; გაზეთი „სახალხო
„სახალხო გაზეთი
ქართველო 1919წ.
საქმე“ 1919წ.
ლიტ: დეკანოზი ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე
„მოქალაქე-მღვდლის დღიურიდან“, თბილისი 2013წ.
გვ. 57-58, გვ. 84; სერგო ვარდოსანიძე „XX საუკუნის
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები“,
თბილისი 2011წ. გვ. 14-15. 


1919 წლის 6 ივნისს არმაზის მონასტერში მოკლეს ბერ-მონაზონი მირიანი (ბექაური). იმავე წლის 23 ივნისს მცხეთის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დააკავა სოფელ ძეგვის მცხოვრებნი: ბაგდასარ აღაჯანოვი, ნიკო თუმანოვი, მიშა კვახაძე, გიორგი ლეკიშვილი...სამწუხაროდ შემდეგ არსად ჩანს როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი,რა მოტივი ამოძრავებდათ მკვლელებს, ვისი დაკვეთა იყო კათალიკოზ კირიონის ერთგული ბერის ლიკვიდაცია.






წყარო სერგო ვარდოსანიძე დაბ. 1955წ. სოფ. ზოვრეთი ზესტაფონი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2021
ბოლო რედაქტირება 18.11.2025
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0