სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პოლიტიკა
მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი
თემურ სეფიაშვილი (Тамир Сапир) 1947-2014წწ მაქს. 1,4 მილიარდი დაბ. თბილისი თემურ სეფიაშვილი (Тамир Сапир) 1947-2014წწ მაქს. 1,4 მილიარდი დაბ. თბილისი

1947-2014 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

მდიდარი ადამიანები საქართველოდან მილიარდელი +20 მლნ აშშ დოლარი

გვარი სეფიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

თემურ სეფიაშვილი (Тамир Сапир) 1947-2014წწ მაქს. 1,4 მილიარდი დაბ. თბილისი

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია 

150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

http://www.compromat.ru/page_20210.htm

Тамир Сапир, Tamir Sapir


თემურ სეფიაშვილი, იგივე ტამირ საპირი, ერთ დროს საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა და მისი ქონება, 2010 წლის მონაცემებით, 1,4 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როცა თბილისელი სეფიაშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა 937-კაციან რეიტინგში 721-ე ადგილზე აღმოჩნდა, მისი ქონება უკვე 700 მილიონამდე იყო შემცირებული.

მისი კომპანია, ჰოლდინგი შაპირ Oრგანიზატიონ-ი მანჰეტენზე 2,5 მილიონ კვ/მ უძრავ ქონებას ფლობს. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს და რაღაცით ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს წააგავს. ერთხელ რიგითი თბილისელი სტუდენტი ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა და იღბალი პირდაპირ თავში "მოხვდა". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ხუმრობაშიც ხომ არის სიმართლის მარცვალი.


საპირი ფლობს ოთხ ენას, აქვს ჩვიდმეტსართულიანი სახლი მექსიკაში, თვითმფრინავი, რომელიც სირიის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტისგან, ჰაფეზ ასადისგან შეიძინა და იახტა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. სხვათა შორის, მისი სახელი ბევრჯერ იყო გარეული სკანდალში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ამბობენ, რომ საპირი არასდროს მალავს წარსულს და ღიმილით იხსენებს საბჭოთა დროს, იმას, თუ როგორ იშოვა პირველი ფული.

თემურ სეფიაშვილი თბილისში დაიბადა. ოჯახს სამი ოთახი ჰქონდა ხოდაშენის #14-ში. მამამისი საბჭოთა შეიარაღებული ძალების მაიორი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თემურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მეოთხე კურსზე იყო, როცა ოჯახი საქართველოდან გაემგზავრა და სწავლისთვის თავის დანებება მოუხდა. "ჩემი თანაკურსელი იყო სტალინის შვილიშვილი ვასილი, რომელთანაც ვმეგობრობდი. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავპატიჟე ვასილი სახლში და მამას გავაცანი. როცა გაიგო, ვისი შვილიშვილი იყო, მამა მის წინ მუხლებზე დაეცა და ბედნიერებისგან ატირდა", - იხსენებს საპირი.

მამის გარდაცვალების შემდეგ საპირის ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა თემურმა გამოსავალს მიაგნო - მეგობარმა, რომელიც საპასპორტოში მუშაობდა, ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის პასპორტის შევსება ასწავლა და საქმეც გამოუჩნდა. იმ დროს საპასპორტოში ხალხმრავალი რიგები იყო, თემურმა კი წარმატებით აითვისა ეს საქმე და მალე კარგი ანაზღაურებაც მიიღო. 24 წლისამ იქორწინა. სწორედ მაშინ გაემგზავრა წმინდა მიწაზე. 1973 წელი იდგა, ისრაელსა და არაბებს შორის საომარი მოქმედები იყო გაჩაღებული. თემურმა გადაწყვიტა, ისრაელი დაეტოვებინა და ამერიკის პატარა ქალაქ კენტუკიში გაემგზავრა. "თანახმა ვიყავი, ნებისმიერი სამუშაო შემესრულებინა. მოხუცი ქალბატონების მომსახურება მომანდეს. ისინი სახლიდან სპეციალურ ცენტრში მიმყავდა, სადაც სიმღერით, ქსოვითა და სხვა ხელსაქმით იქცევდნენ თავს. სწორედ მათ მასწავლეს ინგლისური. მეზობლად კი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც რამდენიმე მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ხელსაწყოებით ვაჭრობდა და შემომთავაზა, მასთან დამეწყო მუშაობა", - იხსენებს მილიარდერი. მუშაობდა მძღოლად, დამლაგებლად და მტვირთავად. ამავე დროს ეუფლებოდა ინგლისურ ენას და ფულსაც აგროვებდა. ათი თვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და თემურ სეფიაშვილი ტაქსის მძღოლად მოეწყო. "დღე და ღამე ვმუშაობდი, რადგან მიზნად დავისახე, ავტომობილი გამომესყიდა. თვითმფრინავის პირველი რეისის მოლოდინში აეროპორტში მეძინა. ექვს თვეში ტაქსი მართლაც ჩემი გახდა. დღეში 300-400 დოლარს ვშოულობდი და თან დროც მქონდა, ოჯახთან ერთად წავსულიყავი პარკში, კინოში, რესტორანში", - ამბობს საპირი. თითქოს ყველაფერი ჰქონდა მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ ამას არ დასჯერდა. საპირმა იცოდა, რომ ვინც რისკზე არ მიდის, ის ვერაფერს აღწევს. ერთ მშვენიერ დღეს მთელი დანაზოგი და 10-ათასდოლარიანი კრედიტი ჩადო საქმეში ემიგრანტ სემ კისლინთან ერთად და ბროდვეიზე ელექტროსაქონლის მაღაზია გახსნა. "ჩვენს მაღაზიას სტუმრობდნენ ემიგრანტები და სტუმრები საბჭოთა კავშირიდან. რა გაჰქონდა საბჭოთა ხალხს უცხოეთიდან? მაგნიტოფონები და ვიდეომაგნიტოფონები", - იხსენებს საპირი.


მნიშვნელოვანი როლი მის წარმატებაში ედუარდ შევარდნაძემ შეასრულა. "ერთხელ ჩემს მაღაზიას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ესტუმრა. მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი მურად კაზიშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა. იმ დროს არსებობდა ასეთი ორგანიზაცია - ამერიკულ-საბჭოთა სავაჭრო-ეკონომიკური საბჭო, სადაც გაერთიანებული იყო ასამდე მსხვილი ამერიკული კომპანია, მათ შორის "ოქსიდენტალ პეტროლიუმ ჰამერი" და "პეპსი-კოლა", რომლებსაც ბიზნესი საბჭოთა კავშირშიც ჰქონდათ. მურადის დახმარებით მეც ამ საბჭოში გავერთიანდი და ვიცე-პრეზიდენტ ბუშ-უფროსთან ერთად, რომელიც ამ საბჭოს ხელმძღვანელობდა, მოსკოვში გავფრინდი", - იხსენებს ტამირი. როგორც ამბობს, მოსკოვში ყოფნისას ერთ-ერთმა მეგობარმა ამერიკაში კარბამიდის გატანა ურჩია. ეს ნივთიერება აუცილებელია ნავთობის გადამუშავებისთვის და იმ დროს საბჭოთა კავშირში ხუთჯერ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე ამერიკაში. კარბამიდის ექპორტირებით მან პირველი მილიონი იშოვა და როგორც თავად ამბობს, მადაც ამის შემდეგ გაეხსნა.


ამერიკიდან საბჭოთა კავშირში აგზავნიდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ტექნიკას, იქიდან ნავთობი და ქიმიური ნავთობპროდუქტები მიჰქონდა. მოგებას ნიუ-იორკში, უძრავ ქონებაში აბანდებდა. 1995-1996 წლებში ფასები უძრავ ქონებაზე დაბალი იყო და მაგალითად, 1,5 მილიარდ დოლარად შეფასებული ცათამბჯენი, სულ რაღაც 17 მილიონად იყიდებოდა. საპირმაც მიიღო წყალობა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მას ზეცამ არგუნა. 1997 წელს ფასები უძრავ ქონებაზე ამერიკაში ისევ გაიზარდა და ქონება, რომელიც საპირმა მიზერულ ფასად შეიძინა, კოლოსალურ თანხებად იყიდებოდა. ასე იშოვა საპირმა პირველი მილიარდი.


ტამირ საპირის ბიოგრაფიის სრულყოფისთვის საინტერესოა მისი თანაკლასელის, ვინმე სერგო დავლიანიძის მოგონებები. "ჩვენ ვმეგობრობდით და ვჩხუბობდით გასული საუკუნის 60-იან წლებში. ჩემი თანაკლასელი თბილისის #45-ე საჯარო სკოლიდან ჩემსავით კრივის მოყვარული იყო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ის ბიზნესის მარშალი გახდებოდა! ძველ თბილისში, აშკენაზის სინაგოგას მახლობლად, კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა, სადაც მეზობლები საერთო სანიტარიული კვანძით სარგებლობდნენ. ბოლოს თემური 1984 წელს ვნახე, მოსკოვში, როცა ის საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სწავლობდა. მაშინ უკვე ჰქონდა ბიზნესი და შემომთავაზა: თუ უცხოური ტექნიკა გინდა, შემიძლია გაშოვნინოო. თბილისში 2009 წელს, სინაგოგის გახსნაზე ყოფილა ჩამოსული, მაგრამ ვერ შევხვდი" - იხსენებს თემურ სეფიაშვილის თანაკლასელი. საგულისხმოა, რომ საქართველოდან წასული მილიარდერის ოფიციალურ ბიოგრაფიულ ცნობებში, საბჭოთა დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში სწავლების ფაქტები არ ფიგურირებს და არც თავად საპირი იხსენებს ამ დროს მოგონებებში.


ამჟამად ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სახლში, "მეტროპოლიტენ მუზეუმის" გვერდით ცხოვრობს, რომელიც თავის დროზე 40 მილიონ დოლარად შეიძინა. უცნობია, ფლობს თუ არა უძრავ ქონებას საპირი საქართველოში, ან აქვს თუ არა რამე ბიზნესინტერესები, მაგრამ საქველმოქმედო საქმიანობისთვის აქაური ებრაელები ემადლიერებიან. ცნობილია, რომ ის აფინანსებდა თბილისში სინაგოგა "ბეიტ-რახელის" აღდგენით სამუშაოებს. საპირს ორი შვილი ჰყავს - ქალიშვილი ზინა და ვაჟი ალექსი, რომლებიც მისი ბიზნესპარტნიორები არიან.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.12.2021
ბოლო რედაქტირება 06.01.2022
სულ რედაქტირებულია 3





150 ყველაზე მომგებიანი კომპანია 2021 წელი

2 0

მდიდარი ქართველები და საქართველოდან სრული სია

2 0

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (1895-1924) საქართველოს პოლიტიკოსი ქუთაისი იმერეთი

5 0


ერასტი ჯამლურიძე (1875-1962) თუშეთის უკანასკნელი მამასახლისი ხისო, ომალო, თუშეთი. ლევან ჯამლურიძისგან (შვილისშვილი)

3 0


ბორია კახიანი(1947-1982) სვანეთის ამაგდარი მულახი, მესტია, სვანეთი. გაბლიანი და სვანეთი სგან

11 1


ეგნატე გაბლიანი (1881-1937). სვანეთის ამაგდარი ზარდლაში, მესტია, სვანეთი.გაბლიანი და სვანეთი სგან

19 0