სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
მამუკა დავითის ძე ოჩიაური დ. 1977წ. პოეტი წარმ. არხოტი ხევსურეთი მამუკა დავითის ძე ოჩიაური დ. 1977წ. პოეტი წარმ. არხოტი ხევსურეთი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი ოჩიაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

460       ბეჭდვა

მამუკა დავითის ძე ოჩიაური დ. 1977წ. პოეტი წარმ. არხოტი ხევსურეთი

მამუკა ოჩიაური დაიბადა ხევსურეთი, არხოტი ახიელი 28 სექტემბერი 1977 წელი, გაიზარდა დუშეთის რაიონი სოფელი მლაშე, ამჟამად ცხოვრობს ვაზიანში


ავტობიოგრაფია:

დავიბადე პირიქითა ხევსურეთში არხოტის თემში სოფელ ახიელში

შემდეგ ჩემი ოჯახი გადმოსახლდა ბარში. ვსწავლობდი სოფლის სკოლაში, შემდეგ ქ. დუშეთის მეორე საშუალო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე.

ვსწავლობდი სახელმწიფო უნივერსიტეტში.

18 წელია ვარ ძალოვან სტრუქტურაში. ვარ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე - ომის ვეტერანი. 

თავდაცვის სამინისტრომ დამაჯილდოვა მესამე ხარისხის ორდენით - საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის. ამჟამად ვარ მესაზღვრე და ვიცავ ქვეყნის ჩრდილოეთ კარიბჭეს.

2019 წელს გამოვეცი ჩემი ლექსების პირველი კრებული, რომლის საქველმოქმედო პრეზენტაციაც გავმართე დუშეთის კულტურის სასახლეში.

გაყიდული წიგნებიდან და დამსწრე საზოგადოებიდან   ნებაყოფლობით შემოწირული  თანხა სრულად გადავრიცხე "დიმიტრი ცინცაძის  " სახელობის ფონდში, რომელიც ლეიკემიითა და სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება ფინანსურად მკურნალობაში.

ვარ ერთი საკუთარი კრებულის ავტორი და ოცზე მეტი საერთო კრებულის თანაავტორი ჩემი ლექსები სისტემატიურად იბეჭდება საქართველოში გამოცემულ თითქმის ყველა ჟურნალ - გაზეთში.


ტარიელ ხარხელაური  ერთად 

ვარ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

მიღებული მაქვს მწერალთა კავშირის ორი პრემია ( ბ. ხარაიშვილის და ტერენტი გრანელის სახელობის პრემიები)

ამ წელს მივიღე ილია ჭავჭავაძის ივერიის პრემია პატრიოტული პოეზიის ნომინაციაში. 

ვარ ჯ. ლეჟავას სახელობის საერთაშორისო მრავალპროფილიანი აკადემიის წევრი და საქართველოს მწერალთა მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია  " ქალდეა - საქართველო" - ს წევრი.

ასევე ვმუშაობ საბავშვო პოეზიაში ჩემი საბავშვო ლექსები ოთხჯერ დაიბეჭდა ჟურნალ "დილა" - ში.

მყავს მეუღლე და ოთხი შვილი

დედა და მამა

დედა 

დედა

დედა - ანიკო შეთეკაური - ოჩიაური დაბ. 1947 პირიქითა ხევსურეთი. მიღმახევი (მუცოს) თემი.

მამასთან ერთად 

მამა

მამა

მამა - დავით გაბრიელის ძე ოჩიაური 1942 - 2011წწ

ბებია - ნინო წიკლაური - ოჩიაური,არხოტიდან სოფელი ამღა 


პაპა - გაბრიელ ოჩიაური 

მეუღლე მზია ( ნინელი) დაიაური - ოჩიაური 1980 პირიქითა ხევსურეთი. მიღმახევი (მუცოს) თემი.

შვილები

ოჩიაური დავითი

2001. 25 აგვისტო


ოჩიაური თეონა

2002 1 ნოემბერი


ოჩიაური ავთანდილი

2005  5 ივნისი


ოჩიაური ლიზი

2016 21 ივლისი


შვილი ოჩიაური თეონა 2002 1 ნოემბერი

შვილი ოჩიაური ლიზი 2016 21 ივლისი

დედა და და


და ნინო ოჩიაური დაბადებულია 10 აპრილი 1985წელს




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.01.2022
ბოლო რედაქტირება 22.04.2022
სულ რედაქტირებულია 10

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 06.03.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0