სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გელა თამაზის ძე ოჩიაური 1971-13/06/92წწ. გარდ. 20 წლის, გორი წარმ.  ხევსურეთი არხოტი გელა თამაზის ძე ოჩიაური 1971-13/06/92წწ. გარდ. 20 წლის, გორი წარმ.  ხევსურეთი არხოტი გელა თამაზის ძე ოჩიაური 1971-13/06/92წწ. გარდ. 20 წლის, გორი წარმ.  ხევსურეთი არხოტი

1971-1992 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ოჩიაური სია

შატილი (ხევს) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

368       ბეჭდვა

გელა თამაზის ძე ოჩიაური 1971-13/06/92წწ. გარდ. 20 წლის, გორი წარმ. ხევსურეთი არხოტი

გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე

გელა თამაზის ძე ოჩიაური დაიბადა 18 იანვარი 1971 წელი თბილისში, გარდაიცვალა გორში 13 ივნისი 1992 წელი. 


მან ფეხმძიმე მეუღლე დატოვა სახლში და ისე წავიდა ომში. ახალმოყვანილი ჰყავდა ცოლი. მისი დაღუპვის მერე დაიბადა გოგონა  სახელად ლელა და ზუსტად სამი თვის დაიღუპა ისიც. როგორხ ექიმებმა თქვეს ბავშვს რაღაც თანდაყოლილი ჰქონდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ დედამ ფეხმძიმობის პერიოდში ამხელა სტრესი მიიღო. ბავშვის დაღუპვამ სულ გაგვაგიჟა, ამას ვეღარ გაუძლო მამაჩემმა და 1993 წლის 21 სექტემბერს ისიც დაიღუპა ინსულტით.

ცოტა ხანში დედაც ინსულტით გარდაიცვალა


გარდაიცვალნენ ერთად ბესიკ თენგიზის ძე ქუთათელაძე. 1958-92წწ გარდ. გორი დაბ. საჩხერე

 ჩვენი გელა! – რაოდენ ძნელია ჩვენს საყვარელ ძმასა და მეგობარზე წარსულ დროში წერა, გახსენება იმისა, თუ როგორი იყო ურთიერთობაში,მეგობრობასა და სიყვარულში. როგორი იყო და არა როგორი არის. დღესაც არ გვჯერა, რომ ჩვენს გვერდით აღარ არის ფიზიკურად, თორემ ჩვენს გულებში, ჩვენს შორის იგი ყოველთვის იქნება, როგორც ადრე, ჭირშიც და ლხინშიც.

ყოველი ადამიანი თავისებურად განუმეორებელია, მაგრამ გელა. განსაკუთრებით სხვაგვარი იყო. რაღაც უსაზღვროდ კეთილი, გულუხვი, მოყვარული, ერთგული. რამდენის გაკეთება მოასწრო მან ოცი წლის განმავლობაში!


ახლაღა იწყებოდა მისი ცხოვრება, მაგრამ სად ეცალა გელას იმისათვის, რომ ჯერ თავის ცხოვრებაზე. ეფიქრა!

უზომოდ იცოდა ყველაფერი, დაუზოგავად ყველაფერში პირველობა უყვარდა. სხვანაირად არ შეეძლო, „ყოჩი“ და „დელფინა“ – ასე ვეძახდით, ეს.მისი მეტსახელებია. „ყოჩი“, ალბათ, ნაწილობრივ გასაგებია, რატომაც. მეგობრებს წინამძღოლად გვყავდა, ყველაფერს ითავებდა, თავს მოუყრიდა. ყველაზე რთულ საქმეს ვანდობდით. ვიცოდით, რომ არ დაგვაღალატებდა და მშვიდად ვიყავით.

ამ არეულობის დროს სულ იქ იყო, სადაც სამშობლოს უჭირდა, სადაც მისი მეგობრები იბრძოდნენ. ვნერვიულობდით, ვეტყოდით ხოლმე: ნუ წახვალ, ცოტა ხანს მაინც იყავი ჩვენთანო. გაიცინებდა: სულ თქვენთან არა ვარ? იქაც თქვენზე ვფიქრობო. მერე მუშტს მკერდზე დაირტყამდა: აბა, ხელი მომკიდეთ,კაჟივით ვარ, მე რომელი ტყვია მომერევაო. ჩვენც გვჯეროდა, გვჯეროდა და ტყუილს არც ამბობდა. ტყვიამ, ცეცხლმა ხომ მის ნათელს და სუფთა სულს ვერაფერი დააკლო, პირიქით, უფრო აამაღლა და, ალბათ, წამებული წმინდანივით აღუვლინა ზეცას ჩვენი ყოჩი. აქაც იყოჩა, სხვანაირად არ შეეძლო, ეგეთი  თავდაუზოგავი იყო. ახლა, ალბათ, აფხაზეთში იქნებოდა. სახლში. მშვიდად ვერ დაჯდებოდა. უჭირთო, იტყოდა და წამით არ დაფიქრდებოდა, ისე წავიდოდა.

რამდენიც არ უნდა ვწეროთ გელაზე, ჩვენ მაინც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გვექნება, რადგან ვერასოდეს მოვახერხებთ ყველაფრის ჩამოთვლას და გელას ისე დახასიათებას, როგორც მას შეეფერება. ვიცით, რომ მისი კეთილი წმინდა სული მფარველი ანგელოზივით იტრიალებს ყოველი ჩვენთაგანის თავზე.იმედად მისი მომავალი პირმშო გვესახება, რომელიც მალე მოევლინება ქვეყანას და გელასადმი სიყვარულს, უმისობას სწორედ მისი სისხლი და ხორცი აგვინაზღაურებს.

გელა ოჩიაური სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

თანაკლასელები



ითანამშრომლმა ძმამ პაატა ოჩიაურმა დაბადებულია 1975 წელს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.07.2021
ბოლო რედაქტირება 30.12.2022
სულ რედაქტირებულია 7

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0