ბესიკ ქუთათელაძე (დ. 1 ივლისი, 1958 — გ. 27 ივნისი, 1992[1]) — ქართველი პოლიტიკოსი,სამხედრო მოღვაწე.
დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1979-1980 წლებში იყო საჩხერის სპორტული სკოლის მწვრთნელი, 1982-1984 წლებში იყო საჩხერის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის ფიზიკური აღზრდის ხელმძღვანელი, 1984 წლიდან საჩხერის სპორტული კომპლექსის დირექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
ბესიკ ქუთათელაძემ 1991 წელს ჩამოაყალიბა საჩხერეში ერთ-ერთი პირველი საჯარისო შენაერთი, რომელსაც ეწოდა „იმერეთის სადროშო“, იყო ამ შენაერთის მეთაური. შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1991-1992 წწ., სამაჩაბლო). 1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს ბესიკ ქუთათელაძე მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით. ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას.
ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. პოლკოვნიკი ბესიკ თენგიზის ძე ქუთათელაძე.
ბესიკი დაიბადა 1958 წელს საჩხერის რაიონში. 1973 წელს დაამთავრა საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის II საშუალო სკოლის 8 კლასი სწავლა გააგრძელა ქ. თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში საავიაციო ფაკულტეტზე. 1977-79 წლებში ნსახურობდა რუსის ჯარში. მისი ცხოვრების დიდი ნაწილი სპორტს ეკუთვნოდა. იგი იყო საქართველოს სამბისტთა ნაკრები გუნდის წევრი, იყო სპორტის ოსტატი ორ სახეობაში.
1979 წელს მუშაობა დაიწყო საჩხერის ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სკოლის მწვრთნელად ჭიდაობა ძიუდოში. 1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1982 წლიდან მუშაობდა საჩხერის # 153-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში ფიზიკური აღზრდის ხელმძღვანელაღ, ხოლო 1984 წლიდან საჩხერის სპორტული კომპლექსის დირექტორად. პარალელურად მოღვაწეობდა როგორც მწვრთნელი და მამულს ბევრი სახელოვანი ჩემპიონი აღუზარდა, ბესიკი არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუ-ტატად, იყო საჩხერის რაიონის პირველი პრეფექტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. ბესიკ ქუთათელაძე ეროვნულ საქმეს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა. ღიდია მისი წვლილი საქართველოში პირველი ეროვნული გვარდიის ფორმირების შექმნაში. იგი იყო ამ ფორმირების ერთ-ერთი პირველი მეთაური და ამ საქმეს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა.
ბესიკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები იმ კაცური ღირსების ანარეკლს წარმოადგენდნენ, რომლებიც ჩვენს სახელოვან წინაპრებს ახასიათებდათ და ჩვენს დროში დავიწყებას მიეცა. მას უდიღესი დამსახურება მიუძღვის უძველესი მხედრული ტრადიციების აღორძინებაში. ამ ტრადიციების ერთგული ახასიათებდა სიმამაცე, პირდაპირობა, შეუპოვრობა. ყოველივე ამ თვისებებთან ერთად, იგი იყო საოცრად მიმტევებელი და მზრუნველი პიროვნება უებრო ვაჟკაცის სულის ძახილმა მისი ფიქრები საქართველოს მხედრული ძლიერების აღდგენის საქმეს შეალია და ამ საქმეს შეეწირა კიდეც. მისი სიცოცხლი ბოლო წლები სამშობლოს სამსხვერპლოზე სვლის გზა იყო, ამ გზას ის სავსებით. ცნობიერად, შეწირული სიმტკიცით მიუყვებოდა და როგორც მოწამეს, არი ერთი წუთით არ უფიქრია თავისი ბედი როგორმე შეემსუბუქებინა, ეყო ძალა და უნარი ვისიმე ლიქნის ან ლანძღვის სიტყვით პრინციპები არ შეეცვალა და გზიდან არ გადაეხვია
– მამაცი მხედრები ღალატით კვდებიან, – ასეთია ომის ღმერთის განგება...
გორში, რუსი ოფიცრების მუხანათურად ნასროლმა ტყვიებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე მას და მის თანამებრძოლებს...
ბესიკი ორივე ხელისუფლების დროს გვარდიის მეთაური იყო. მის ირგვლივ ბევრი ბრალი და სიბინძურე დუღდა, მაგრამ მას მწიკვლი არ მოსცხებია, რადგან ერთი საზომით ზომავდა – მოუხდებოდა თუ არა ეს ნაბიჯი საქართველოს. ეს იყო და ეს. ალბათ, ამან ატარა იგი ამ ცოდვით სავსე: წუთისოფელში ასე ნათელ კაცად და ამანვე აქცია ყოველი ქართველის საყვარელ აადამიანად.
მამა-პაპათა გზას ნაადრევად გაუდგა სამშობლოს სიყვარულში დაფერფლილი ვაჟკაცი, ჩვენ კი დაგვიტოვა უღიდღესი ტკივილი, რომელიც უსასრულო გვათქმევინებს: „ღმერთო, რა დიდი ბრალია სიკვდილი კაი ყმისაო!“ იგი მთელ საქართველოს მოუკვდა, უფრო სწორად, ზეცაში წავიდა მამულისათვის თავდადებულ დიდ მხედრებთან. მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართველ მხედართა ვაჟკაცობისა და სულგრძელობის ასტორიაში.
და მაინც, სიცოცხლეს აგრძელებს მასი ორი ბოკვერი, რომლებიც მამის დაწყებულ საქმეს ვაჟკაცურად გააგრძელებენ.
ბესიკ ქუთათელაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენით.
ბესიკ ქუთათელაძე
1958 - 1992
ბესიკ ქუთათელაძე დაიბადა 1958 წლის 01 ივლისს ქ. საჩხერეში. 1973 წელს დაამთაერა საჩხერის ილია ჭაეჭავაძის სახელობის #2 საშუალო სკოლის 8 კლასი
და სწავლა განაგრძო ქ. თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკურ სასწავლებელში საავიაციო ფაკულ-ტეტზე. 1977-79 წლებში
მსახურობდა საბჭოთა არმიაში, იყო საქართველოს ნაკრების წევრი ჭიდაობა - სამბოში, აგრეთეე, სპორტის ოსტატი. 1980 წელს ჩაირიცსა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1984 წლიდან მუშაობდა საჩხერის სპორტული კომპლექსის დირექტორად, პარალელურად ასრულებდა მწვრთნელის მოვალეობას და მამულს არაერთი სახელოვანი სპორტსმენი აღუზარდა.
ბესიკ ქუთათელაძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ეროვნული გვარდიის საჩხერის ბატალიონის ჩამოყალიბებაში. იყო მისი მეთაური.
ბესიკ ქუთათელაძე არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად; იყო: საჩხერის რაიონის პირველი პრეფექტი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გეარდიის სარდლის მოადგილე.
1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს იგი მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ქალაქ საჩხერეში, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის ეზოში. დარჩა მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის ბესიკ ქუთათელაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I სარისსის ორდენით. მისი სახელი მიენიჭა საჩხერის ეროვნელი გვარდიის ბატალიონს და ერთ-ერთ ქუჩას.
ამ შეტაკებაში გარდაიცვალა გელა თამაზის ძე ოჩიაური 1971-92წწ. გარდ. გორი წარმ. ხევსურეთი არხოტი