ქუთათელაძე სამსონ თენგიზის ძე (4 მაისი. 1964-2018) ბრიგადის გენერალი (2003). „ვახტანგ გორგასლის“ III ხარისხის ორდენი, საფრანგეთის "საპატიო ლეგიონის“ ორდენი (2008), საქართველოს ეკლესიის წმ. გიორგის ოქროს ირდენი (2010). დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.
დაამთავრა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის ინფრასტრუქტურების საერთაშორისო ინსტიტუტი.
1983–1985წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1985–1989წწ. საჩხერის სპორტული კომპლექსის რადიო კვანძის უფროსი; 1991–1992წწ. საჩხერის ბატალიონის ოცეულის მეთაური; 1992 წელს საჩხერის ბატალიონის დაზვერვის უფროსი; 1992–1995წწ. საჩხერის ბატალიონის მეთაური; 1995–1997წწ. საჩხერის სპეცდანიშნულების სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური; 1997–2001წწ. საჩხერის მე–16 სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური; 2001–2003წწ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსი; 2003–2004წწ. ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე; 2004-2006წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 2006–2007წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.
წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
- საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)