სულ ნახვა : 8 384 577
სტატია : 54 608
ფოტო: 78 455

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
ბორის ნიკიტინი 1938-1984დ. ოლიმპიური პრიზიორი ცურვა

1938-1984 წწ. გარდ. 46 წლის

მაქს.წარმატება 18 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ნიკიტინი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

148       ბეჭდვა

ბორის ნიკიტინი 1938-1984დ. ოლიმპიური პრიზიორი ცურვა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
1
1

05.03.1938, თბილისი - 20.10.1984, იქვე. 1956 მელბურნი, ავსტრალია - ბრინჯაო


დაიბადა თბილისში. მოცურავე (თავისუფალი სტილი). მელბურნის ოლიმპიური თამაშების (1956) მესამე პრიზიორი (ესტაფეტა 4X200 მ - III ადგილი; 400 მ - XVI ადგილი), რომის ოლიმპიური თამაშების (1960) მონაწილე (ესტაფეტა 4X200 მ - VIII ადგილი), ევროპის ჩემპიონი (1958 - ესტაფეტა 4X200 მ.) და მეორე პრიზიორი (1958 - 400 მ.), ახალგაზრდობის მეგობრული სპორტული თამაშების ორგზის ჩემპიონი (1957 - 1500 მ, ესტაფეტა 4X200 მ.) და მეორე პრიზიორი (1957 - 400 მ.), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1956-60 - 400 მ; 1957 - 1500 მ) და სამგზის მესამე პრიზიორი (1958 - 1500 მ; 1963 - კომპლექსური 400 მ, კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ევროპის სამგზის რეკორდსმენი: 400 მ - 4.34.6 წთ (1956), 1500 მ - 18.28.2 წთ (1957), 1500 მ - 18.25.2 წთ (1957). საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით 100 მ - 58.0 წმ, 200 მ - 2.07.8 წთ, 400 მ - 4.30.8 წთ, 800 მ - 9.32,8 წთ, 1500 მ - 18.22,4 წთ; კომპლექსური 200 მ - 2.29.4 წთ, 400 მ - 5.03.3 წთ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

 წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. -  216 გვ.

ტიტულები:

ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1956 (მელბურნი; ესტაფეტა 4X200მ)

ევროპის ჩემპიონი: 1958 (ესტაფეტა 4X200მ)

ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1958 (400მ)

სსრკ ჩემპიონი: 1956 (400მ), 1957 (400მ; 1500მ), 1958 (400მ), 1959 (400მ), 1960 (400მ)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958 (1500მ), 1963 (კომპლექსური 400მ; კომბინირებული ესტაფეტა 4X100მ)

ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ჩემპიონი: 1957 (1500მ; ესტაფეტა 4X200მ)

ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი: 1957 (400მ)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

*-საუკეთესო პირადი შედეგები: თავისუფალი სტილით - 100მ - 58.0წმ; 200მ - 2.07,8წთ; 400მ - 4.30,8წთ; 800მ - 9.32,8წთ; 1500მ - 18.22,4წთ; კომპლექსური - 200მ - 2.29,4წთ; 400მ - 5.03,3წთ.

*-1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით 400 მეტრზე ცურვაში XVI ადგილი დაიკავა.

*-1956 წელს, თავისუფალი სტილით 400 მეტრზე ცურვაში ევროპის რეკორდი დაამყარა - 4.34,6წთ.

*-1957 წელს ევროპის ორი რეკორდი დაამყარა: თავისუფალი სტილით 1500 მეტრზე ცურვაში - 18.28,2წთ და 18.25,2წთ.

*-1958 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით 400 მეტრზე ცურვაში საკავშირო რეკორდი დაამყარა - 4.34,6 წუთი.

*-1959 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თავისუფალი სტილით 400 მეტრზე ცურვაში საკავშირო რეკორდი დაამყარა - 4.34,1 წუთი.

*-1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე მონაწილეობდა 4X200 მეტრზე ესტაფეტაში, სადაც ნაკრებმა VIII ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილი()

საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პირველი ადგილი()

საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი

მესამე ადგილი()

ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია




თამაზ ნიკიტინი ედუარდის ძე 1982-2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაკრძ. ოზურგეთი ცხოვ. ქუთაისი

1 0


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 27.01.2022
სულ რედაქტირებულია 1