პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.
მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, დაიბადა 1887 წლის 1 ოქტომბერს მღვდლის ოჯახში. მისი წინაპრები სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურნი იყვნენ. ოჯახი განათლებული და ინტელექტუალური იყო. ბიძა - ვასილ პეტრიაშვილი - ცნობილი ბუნებისმეტყველი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი. რომან პეტრიაშვილი 1895-1908 წლებში სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1909-1910 წლებში სამხედრო სამსახურშია. 1910 წელს ჩაირიცხა ქ. დორპტის უნივერსიტეტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში მუშაობდა ლტოლვილთა კომიტეტის განყოფილებაში.
1921-1924 წლებში - პატიმართა დამხმარე კომიტეტში. 1924-1944 წლებში - კოოპერაციულ განყოფილებაში. 1949 წელს თავი დაანება სამოქალაქო სამსახურს და განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს, რომ სურვილი ჰქონდა ემსახურა საქართველოს ეკლესიაში. იმავე წლის 6 მარტს უწმიდესმა კალისტრატემ აკურთხა დიაკვნად, 13 მარტს - მღვდლად. დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ასევე დაევალა საპატრიარქოს კანცელარიის მდივნის თანაშემწეობა.
1952 წლის 12 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში. 1954 წლის 17 მაისს სიონის ეკლესიიდან გადაყვანილ იქნა კუკიის წმიდა ნინოს ეკლესიაში. 1955-1959 წლებში იყო თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1960 წლიდან 1967 წლამდე იყო თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის დეკანოზი. 1962 წელს მოსკოვში ახლდა უწმიდესსა და უნეტარეს ეფრემ II-ს, დააჯილდოვეს მიტრით. 1965 წ. აკურთხეს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1967 წლის 28 აგვისტოდან 1971 წლამდე განაგებდა ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებს. 1971 წლის 7 ოქტომბერს დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.
1972 წლის 8 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ დავითის (დევდარიანი) მიერ მიენიჭა მიტროპოლიტობა, 1973 წლის 12 ოქტომბერს დაჯილდოვდა მეორე პანაღიით. მიტროპოლიტი რომანოზი იყო ფიცხი ხასიათის კაცი და არც დაპირისპირებებს ერიდებოდა. 1974 წლის 14 იანვარს მან ოფიციალური განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დავით V-ს. მისი აზრით, პატრიარქი არ იცავდა იერარქიულ პატივისცემას მღვდელმთავრების მიმართ. - სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის დროს ზინობის გასახარად შეურაცხყოფა მომაყენეთ, მე მარჯვნივ დავდექი და მიყვირეთ, დაგავიწყდა? მე გაგხადე პატრიარქი. რელიგიის რწმუნებულმა დ. შალუტაშვილმა დამიბარა და მითხრა დაეხმარე მიტროპოლიტ დავითსო. კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ გვერდიდან არ მიშორებდი, დამეხმარეო.
მას მიაჩნდა, რომ მიტროპოლიტი ზინობი ერთი ეკლესიის წინამძღვარია და რატომ უნდა ყოფილიყო ჭყონდიდელი მღვდელმთავრის წინ. "მე ყოველთვის გაძარცვულ, გაპარტახებულ ეპარქიას ვიბარებდი და ვაწესრიგებდი. ქუთაისში ყოფნის დროს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლობა მებრძოდა მღვდლებს ნუ გაამრავლებო, მაგრამ მე მაინც ვიბრძოდი." მიტროპოლიტი რომანოზი ითხოვდა, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის წინამძღოლობიდან, მაგრამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. უფრო მეტიც, 1977 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით V-მ. მიტროპოლიტ რომანოზს მისცა პირველი ადგილი მიტროპოლიტთა შორის.
1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V, მიტროპოლიტმა რომანოზმა, როგორც უხუცესმა (90 წლის) და უპირატესმა მღვდელმთავარმა, მოითხოვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. სინოდის წევრთა უმრავლესობამ მოსაყდრედ აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), რამაც მიტროპოლიტი რომანოზი საბრძოლველად განაწყო. მან 1977 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: "ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა." (9, 126). უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის არჩევის შემდეგ მიტროპოლიტი რომანოზი გავიდა პენსიაზე. გარდაიცვალა 92 წლის ასაკში 1979 წლის მარტს. 25 მარტს განსვენებულს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მისივე გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი რომანოზი დაიკრძალა სიონის საპატრიარქო ტაძრის გალავანში.
სახელი პეტრე ძველთაგანვე ცნობილია ქართულში. სახელი ნასესხებია ბერძნულიდან, იგივეა, რაც „კლდე”, „ლოდი”.
ქართულ ისტორიულ საბუთებში, მეთერთმეტე- მეჩვიდმეტე საუკუნეებში, პეტრიაშვილები ჩანან შემდეგ სოფლებში: კლდისწყაროში, ხაშურის რაიონის სოფლებში ალისა და წაღვლის საგამგებლოში; ბიძინა პეტრიაშვილი მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში, მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს. იქვე მოიხსენიებიან გიორგი, თამაზა, ქიტია პეტრიაშვილები. „საუფლისწულოს კლდისწყაროში ცხოვრობს მოყალნე კაცი თევდორე პეტრიაშვილი, ჰყავს ძმები: პაპუნა, იმედა, ბერუკა და მათი ნაშენი ხუთი ვაჟი.” (მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგი).
პეტრიაშვილები მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან სოფლებში: სკრა, ციხედიდი;
„პეტრე პეტრიაშვილი არის მოურავი, ერეკლე მეფემ, მას უბოძა ჭალაანში დასახლებული და ალავერდის წმიდა გიორგისთვის შეწირული ათი კომლი კაცის მოურავობა” (1699 წელი).
პეტრიაშვილთა საგვარეულო, როგორც მებატონე-მემამულეებისა შეტანილი გვაქვს წიგნში „ქართული გვარ-სახელები”. დადგენილია, რომ პეტრიაშვილი არის ბარათაშვილ-ორბელიანებიდან ნაწარმოებ საგვარეულოდან გიორგიშვილი (გვარი გიორგიშვილი აწარმოა რამდენიმე თავადურმა გვარმაც).
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, აზნაურიშვილ-პეტრიაშვილთა საგვარეულოს 176-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 4 039 პეტრიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 176, ადიგენში – 183, რუსთავში – 173. არიან სხვაგანაც.
მიტროპოლიტი რომანოზი, ერისკაცობაში -- რომან გრიგოლის ძე პეტრიაშვილი, 1887 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დეკანოზ გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილისა და ეკატერინე პეტრეს ასული სუხიტაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იგი რიგით მეცხრე შვილი იყო. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას ზეიმობს. ამავე დღეს იხსენიება ღირსი მამა რომანოზ ტკბილად მგალობელი, ამიტომ დეკანოზმა გრიგოლმა ახლადშეძენილ ვაჟს მისი სახელი დაარქვა. მიტროპოლიტი რომანოზი თავის მოგონებებში წერდა: „მამაჩემის მამა ყოფილა მღვდელი მოსე პეტრიაშვილი და, საერთოდ, ჩვენი გვარი 200 წლის განმავლობაში მღვდლის ჩამომავლობისა იყო“. მღვდელი მოსე პეტრეს ძე პეტრიაშვილი 1798 წელს დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, კატეხიზმო, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ქვეშის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარ, მღვდელ პეტრე სიხარულიძესთან ისწავლა. აქვე მსახურობდა წიგნის მკითხველად XI ს-ის 20-იანი წლების დასაწყისიდან. 1831 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა იონამ (ვასილევსკი) მოსე დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 19 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და წალასყურის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. მამა მოსეს დამსახურებითა და მეცადინეობით შეკეთდა და განახლდა წალასყურის დაზიანებული ეკლესია. ასევე, მისი დახმარებით შეკეთდა კუმისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარიც. 1846 წლის დასაწყისში საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) იგი თბილისის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად დაადგინა და ამავე წლის 20 ნოემბერს საგვერდულით დააჯილდოვა. მას ჰყავდა მეუღლე -–- თინათინ გიორგის ასული (დაბ. 1810წ.) და შვილები: მღვდელი საბა (1830წ.), დეკანოზი გრიგოლი (1840წ.) და პროფესორი ვასილი (1843წ.).
მღვდელი საბა მოსეს ძე პეტრიაშვილი 1830 წელს დაიბადა. სასულიერო განათლება მამისგან მიიღო. 1847 წელს წალასყურის წმ. დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. მიტროპოლიტი რომანოზი იხსენებდა: „პაპა მოსე იყო მღვდლად ქ. თბილისის ახლო სოფლებში: კოდა, წალასყური და კუმისი. უცხოვრია სოფელ წალასყურში, სადაც ჰქონია სახლი და ბაღი, მხოლოდ მისდევდა მესაქონლეობას და ჰყავდა საკმარისად ხარ-კამეჩი, ძროხა და ცხვარი. პაპა ადრე დაქვრივებულა და ამიტომ უთხოვია ეგზარქოს ევსევისთვის, ჩემი პირველი შვილი საბა მღვდლად მიკურთხე და ჩემთან გაამწესეო... ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დააკმაყოფილა მისი თხოვნა, საბა მღვდლად აკურთხა და მამასთან გაუმწესებია“. ეს მოხდა დაახლოებით XIX ს-ის 60-იანი წლების დასაწყისში. 1884 წელს მღვდელი საბა კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 189! წლის მარტში სკუფიით დაჯილდოვდა. გარდაიცვალა 1893 წლის 20 სექტემბერს.
დეკანოზი გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი 1838 წელს დაიბადა. 1855-1861 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1861 წელს ეგზარქოსმა ევსევმა (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. მასვე დაევალა ტაძართან არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში საღვთო სჯულის სწავლება. 1867, 1876 და 1882 წლებში ნაყოფიერი სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1868 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1875 წელს თბილისის წმინდა გიორგის კარის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1876 წელს სკუფია უბოძეს. 1877 წელს სიონის საკათედრო ტაძარში რიგით მღვდელმსახურად განამწესეს და თბილისის ეპარქიალური სანთლის ქარხნის წევრად აირჩიეს. 1878 წლის 13 მარტს რუსეთთურქეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ სამახსოვრო ჯვარი უბოძა. 1880
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.18
წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. ამავე წელს სიონის საკათედრო ტაძრის კანდელაკად დაინიშნა. მამა გრიგოლი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრიც იყო. ერთი პერიოდი თბილისის ოლქის მთავარხუცესის თანამდებობაც ეჭირა. 1884 წლის 15 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1888 წლის 6 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1889 წლის ივნისში დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1893 წლის 6 მაისს წმინდა ანას III, ხოლო 1896 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა. დეკანოზი გრიგოლი 1896 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა. გაზეთი „ივერია“ თავის ფურცლებზე წერდა: „კვირას, 17 ნოემბერს, დილის 7 საათზედ, დიდი ავადმყოფობის შემდეგ ტფილისში გარდაიცვალა დეკანოზი გრიგოლ მოსეს ძე პეტრიაშვილი. განსვენებული დეკანოზი ძლიერ უყვარდა თავის სამწყსოს და ცნობილი
იყო, როგორც მშვიდი, წყნარი, გულკეთილი და ძლიერ პატიოსანი კაცი. საკვირველის სიმშვიდით ითმენდა თურმე განსვენებული მძიმე ავადმყოფობას. მთელი მისი სამწყსო და ნაცნობი მეტად შეაწუხა ამ სიკვდილმა. დეკანოზი პეტრიაშვილი იყო ძმა ოდესის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორის პეტრიაშვილისა. განსვენებულმა სწავლა დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარიაში. მღვდლად ეკურთხა 1861 წელს. მას შემდეგ არაერთხელ დასაჩუქრებულა მხნე და ერთგულ სამსახურისათვის, როგორც საქართველოს ეგზარქოსისა, ისე თვით უწმიდესი სინოდის მიერ. დეკანოზობა მიიღო 1889 წელს. განსვენებულს მრავალი სხვადასხვა თანამდებობა ებარა და ყოველივე გულმოდგინეთ და სამართლიანად შეუსრულებია. განსვენებულს დღეს დაკრძალავენ პეტრე-პჯელეს ეკლესიაში“.
20 ნოემბერს, დეკანოზ გრიგოლის გასვენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში მწირველი ბრძანდებოდა საქართველოს ეგზარქოსი ვლადიმერი (ბოგოიავლენსკი), დიდძალ სამლვდელოებასთან ერთად. წირვის დასრულების შემდეგ შესრულდა წესის აგება, რომლის დასასრულს ვრცელი სიტყვა წარმოთქვა არქიმანდრიტმა ლეონიდემ (ოქროპირიძე, შემდგომში -– კათოლიკოს-პატრიარქი). გთავაზობთ ნაწყვეტს ამ ქადაგებიდან: „მშვიდობით, სამუდამოდ მშვიდობით, ძვირფასო, კეთილო, ტკბილო, დარბაისელო მამაო და ძმაო გრიგოლ! დადუმდა ამიერიდან შენი მოალერსე და ტკბილად მანუგეშებელი მოძღვრული ენა, დაუძლურდა სამუდამოდ მსხვერპლის შემწირველი მარჯვენა შენი, მოესპო სიცოცხლე შენს გულს. ბრწყინვალე, დიდი და გმირობით სახელგანთქმული გვარეულობისა, არც სამსახური გჭერია ფართო და მაღალხარისხოვანი, არც აღჭურვილი ყოფილხარ უმაღლესი სწავლა-მეცნიერებით. მაშ, რით აიხსნება, რომ ამ შენ ცხედარს გარს მოხვევიან და მწარედ გლოვობენ ბრწყინვალე გვართა წარმომადგენელნი, სწავლულნი და ნიჭიერებით წარჩინებულნი? რა არის მიზეზი, რომ თავადსაც და გლეხსაც, მოხელესა და უბრალო მოქალაქესაც, ერთგვარად ჰსდის ცრემლი შენ კუბოს წინ, ერთგვარად გტირიან და თანაბარი ღრმა მწუხარებით აღვსილან შენ დაკარგვის გამო? სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, სიმშვიდე, სიწმინდე, მლვდლობის ღირსებით და კეთილპატიოსნათ ცხოვრება, აი, ის თვისებანი, რომლებმაც მოგიპოვეს შენ კეთილი სახელი, აი, ის მხარენი შენი მოქმედებისა, რომლებთაც გაგხადეს შენ ყველასთვის ძვირფას და პატივსადებ გვამათ, აი, ის გონებრივი და ზნეობრივი ღირსებანი, რომელთაც დაგიმსახურეს წარჩინებულთა და დაბალთა, სწავლულთა და უმეცართა, შორეულთა და თვისთა შორის წრფელი, მტკიცე და წარუხოცელი სიყვარული. ხოლო შენ რაღა გითხრა და რითი განუგეშო ძვირფასი გვირგვინის დამკარგველო ქვრივო? რომელი რჩევით და დარიგებით დავამშვიდო შენი გაუბედურებული ოჯახი? რითი გავამხნევო შენი პატარა შვილები და რა საშუალებით შეგიმსუბუქო მეტად მწვავი და გულგამტეხი მწუხარება? აფრქვიეთ ცრემლი თქვენი დაობლების გამო, მაგრამ იცოდეთ, რომ არავის უხილავს მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა (ფს. 56, 25) და იცოდეთ, რომ სწორედ ეხლა გმართებთ მიუგდოთ ყური ზეციურ სიყვარულს, რომელიც გაგაგონებთ: მე ვარ, ნუ შეშინდებით (იოან. 6, 20); დღეს ჰკარგავთ ქვეყნიურ პატრონს, მაგრამ სამაგიეროდ დღეიდამ მოიპოებთ მეორე პატრონს, რომელიც არის მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა (ფსალმ. 67, 5). ილოცეთ მუდამ საყვარელი მამისთვის, გიყვარდეთ ღმერთი და იგი გამოგზრდით თქვენ, ამინ!“ მართლაც, საოცარი გმირობისა და ოჯახისადმი თავდადების მაგალითი აჩვენა ახალგაზრდა დაქვრივებულმა ქალმა. ღვთის შემწეობით მან შეძლო და რვავე შვილი (დეკანოზ გრიგოლს სულ 10 შვილი ჰყავდა. აქედან ორი ადრეულ ასაკში აღესრულა -– გ.მ.) ღირსეულად აღზარდა. მისცა მათ შესაბამისი განათლება და სწორ გზაზე დააყენა. მათგან ორი: მიტროპოლიტი რომანოზი და
დეკანოზი გიორგი (1868-1920), ახმეტის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დასაფლავებულია პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღირსეული მღვდელმსახურნი გახდნენ. შემდგომში მიტროპოლიტი რომანოზი იხსენებდა: „დედაჩემი ეკატერინე, დაბ. 1848 წელს, იყო თბილისელ მოქალაქის პეტრე სუხიტაშვილის ქალიშვილი. იგი იყო ღრმად მორწმუნე, დიდი მმარხველი, ბავშვების მოყვარული, მხოლოდ მკაცრი. მე, მაგალითად, არ მაძლევდა ნებას ეზოში მეთამაშა, ბავშვებთან მელაზღანდარა, ყოველთვის ჩამჩიჩინებდა, ცუდი სიტყვები შენგან არავინ გაიგოს, ყველას პატივი ეცი, ფული რომ იპოვო, არ მიითვისო, არამედ დაურიგე გლახაკებს ან ეკლესიაში მიიტანე, ისწავლე კარგად, რომ კარგი კაცი გამოხვიდეო“. 1895 წელს პატარა რომანი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში საუკეთესო პედაგოგები მუშაობდნენ, მათ შორის: გიმნაზიის ინსპექტორი, წმ. ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი, ალ. ნათაძე, ივ. რატიშვილი, მღვდელი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში –– კათოლიკოს-პატრიარქი), შიო ჩიტა-
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.19
ძე. მეუფე რომანოზის გადმოცემით, ეს უკანასკნელი ნამდვილი პედაგოგი ყოფილა, ფრიად მცოდნე თავისი საგნისა. ასწავლიდა რუსულ ენას. მის გაკვეთილებზე ისე გადიოდა დრო, რომ არავის არ უნდოდა გაკვეთილის დამთავრება. ზარის რეკვა არ გვსიამოვნებდა, ისეთი გრძნობით ხსნიდა გაკვეთილს. წმ. ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი ხშირად იტყოდა ხოლმე: იყავით ისეთი ჭკვიანი და კარგი მოწაფე, როგორიც არის ჩვენი რომანიო.
სხედან მარცხნიდან: ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სიმონი (ატანოვი), მიტროპოლიტი რომანოზი, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი ხარიტონი (ტუდოვში). ფეხჯე დგას მღვდელ.მონაზონი იოანე (ანანიაშვილი) შემდგომში -- მთავარეპისკოპოსი).
1906 წელს გიმნაზია დაიხურა და რომანმა ამჯერად ვაჟთა I გიმნაზიაში სცადა ჩაბარება, მაგრამ ასაკის გამო აღარ მიიღეს, მაშინ იგი 19 წლისა იყო, ხოლო გიმნაზია 17 წლის შემდეგ აღარ ღებულობდა მოსწავლეებს. 1909 წლის 3 სექტემბრიდან 1910 წლის 20 აგვისტომდე იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამავე წლის სექტემბერში ჩააბარა ქ. დორპატის ინსტიტუტში, ვეტერინალურ ფაკულტეტზე, მაგრამ გაჭირვებისა და ოჯახური პირობების გამო ორ თვეში მიატოვა სწავლა და დაბრუნდა თბილისში. 1911-1914 წლებში უსამსახუროდ იყო და სახლში ამზადებდა მოწაფეებს. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა I| მსოფლიო ომში, რიგით ჯარისკაცად. 1918-1920 წლებში რომანი ლტოლვილთა კომიტეტში რწმუნებულად, ხოლო 1920-1921 წლებში თბილისის სასურსათო განყოფილებაში მუშაობდა. 1921 წელს გასაბჭოების შემდეგ სასურსათო განყოფილება გადაკეთდა კოოპერატივად, სადაც მუშაობდა 1924 წლამდე. 1924-1932 წლებში პატიმართა დამხმარე კომიტეტშია, ხოლო 1932-1936 წლებში ციხის სამართველოში, საწყობების გამგე. შემდგომ წლებში იგი მოსკოვის ტრიკოტაჟის კომბინატში საწყობების მმართველად მუშაობდა, იყო თბილისის სტალინის რაიონის საბინაო სამართველოში, მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და თბილისის აღმასკომის საფინანსო განყოფილების ბუღალტრად. 1919 წლიდან მლვდლად კურთხევამდე რომანი იყო სიონის საპატრიარქო ტაძრისა და ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის სამრევლო საბჭოს წევრი. სასულიერო გზაზე დადგომას იგი ასე იხსენებდა: „კათოლიკოს-პატრიარქმა დამიბარა თავისთან. მე მეგონა, მიბარებდა სიონის საბჭოს კრებაზე, ამიტომ 1949 წლის 3 თებერვალს ვეახელი მის უწმინდესობას. თუმცა მწოლიარე ავადმყოფი იყო, მაინც მიმიღო და მითხრა: მამაშენი რომ გარდაიცვალა 1896 წელს, მე, განსვენებულმა ეგზარქოსმა ვლადიმერმა მიბრძანა, შენ გნიშნავ გარდაცვალებულ ჩემ კანდელაკ-დეკანოზ გრიგოლის პატარა ვაჟის რომანის მზრუნველადო. მე მაშინვე მოვახსენე: მე არაფერი ვიცი.უწმიდესმა ბრძანა ამაზე: შენ რა გეცოდინება, როცა მე შენთვის სრულებით არაფერი არ გამიკეთებია და ეხლა იმიტომ დაგიბარე. მე 83 წლისა ვარ, საცაა წავალ საიქიოს, ეს დიდი ცოდვა მადევს და მინდა გამოვასწორო. მინდა შენი კურთხევა მღვდლად და დანიშვნა სიონში, შენი მამის ალაგას, კანდელაკადო. მერე დაუ- ძახა თავის მდივან პროტოპრესვიტერ მიხეილ მახათაძეს და აგრეთვე შემთხვევით კანცელარიაში მოსულ დეკანოზ ანდრია ტყემალაძეს (ეს ორივენი იყვნენ ჩემი სიძეები) და უთხრა მათ: მე რომანი მინდა ვაკურთხო მღვდლად და დავნიშნო სიონში, მისი მამის ალაგას, კანდელაკად“. რომანის მოძღვარი ცნობილი დეკანოზი და მქადაგებელი, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის დეკანოზი დავით გარსიაშვილი გახლდათ, რომელთანაც მომავალი მღვდელმთავარი სასულიერო საგნებში ემზადებოდა. 1949 წლის 1 1 თებერვალს სამღვდელო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ -- პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე, დეკანოზი დავით გარსიაშვილი და დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია, გამოსცადეს რომან პეტრიაშვილი, რომელმაც ჩინებულად ჩააბარა გამოცდა. უწმინდესის კურთხევით, 1949 წლის 1 მარტს იგი საერო სამსახურიდან გათავისუფლდა და კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ ამავე წლის 6 მარტს დიაკვნად აკურთხა, ხოლო 13 მარტს მღვდლად დაასხა ხელი და სიონის საპატრიარქო ტაძრის კანდელაკად, აგრეთვე საპატრიარქო კანცელარიის მდივნის თანაშემწედ დანიშნა. 1952 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ (ფხალაძე) დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1954 წლის 17 მაისს კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1955 წლის 1 აპრილიდან 1959 წლის 1 სექტემბრამდე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1959 წლის სექტემბრიდან უწმინდესმა მელქისედეკმა მამა რომანოზი გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და, საერთოდ, სამსახურიდან. ერთი წელი იგი უსამსახუროდ იყო. 1960 წლის აგვისტოში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა (სიდამონიძე) თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მლვდელმსახურად განამწესა. 1962 წელს იგი უწმინდეს ეფრემ II-ს ახლდა მოსკოვში, სადაც მიტრის ტარებით დაჯილდოვდა. 1965 წლის 17 თებერვალს ბერად აღიკვეცა, ხოლო მეორე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 21 თებერვალს კი, სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ, წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით, ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად დანიშნა. 1967 წლის 28 აგვისტოს ალავერდისა და
4-3 საპატრიარქოს უწყებანი N4 30იანვარი-5თებერვალი 2014წ გვ.20
ბოდბის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1971 წლის 7 ოქტომბრიდან ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსია. 1972 წლის 12 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა დავითმა (დევდარიანი) მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1973 წლის 12 ოქტომბერს მეორე პანალიის ტარების უფლება მიიღო. 1974 წლის 30 სექტემბერს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განამწესეს. მიტროპოლიტი რომანოზი გახლდათ დაუდეგარი და მებრძოლი პიროვნება. არ ერიდებოდა დაპირისპირებას როგორც საერო, ისე სასულიერო პირებთან. ამის შედეგი გახლდათ ის, რომ 1977 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, უწმინდესმა დავითმა (დევდარიანი) მას მიტროპოლიტთა შორის პირველი ადგილი მისცა. სწორედ ამას მოჰყვა ის დაპირისპირება, რომელიც 1977 წლის 9 ნოემბერს უწმინდესი დავითის გარდაცვალებას მოჰყვა. მან, როგორც უხუცესმა და უპირატესმა მლვდელმთავარმა, მოითხოვა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა. 1977 წლის 23 დეკემბერს მოსკოვში საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივნი ლ. ბრეჟნევის სახელზე მან ასეთი შინაარსის დეპეშა გაგზავნა: „ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან
ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა“. მისი ეს დაპირისპირება მარცხით დასრულდა. 1978 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მეუფე რომანოზი პენსიაზე გავიდა. 1979 წლის 20 მარტს უწმინდესი და უნეტარესი ილია II ჭყონდიდელსა და აგარაკ-წალკელ მთავარეპისკოპოს იოანეს (ანანიაშვილი) წერდა: „დღეს ღვთივ განისვენა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა რომანოზმა. წესის აგება შესრულდება კვირას, 25 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში. დაკრძალვა მოხდება სიონის ტაძრის ეზოში, კვირას“. უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვაკურთხევით, მიტროპოლიტი რომანოზი სიონის ტაძრის გალავანში, სამხრეთ კედელთან დაიკრძალა.