დავით გიორგის ძე გობეჯიშვილი დაიბადა სოხუმში, 24 ივლისი, 1974 წელს, მონაწილობდა აფხაზეთის 1992-93წწ და სამაჩბლოს 2008 წლის საბრძოლო ოპერაციებში, მოხალისედ ჩავიდა უკრაინაში, ჩასვლიდან 4 დღეში ქალაქ ირპენის დაცვისას მოჰყვა საარტილერიო ცეცხლის ქვეშ და გარდაიცვალა 26 მარტი 2022 წელს. 23-ე ბრიგადის 1-ლი ბატალიონის მებრძოლი.
აფხაზეთის ომში ზედა რიგში მარჯვნიდან მეორე, 1993 წლის ფოტო
მეუღლესთან და შვილთან გიორგისთან ერთად, ფოტო გადაღებულია 2003 წელს.
"მეუბნებოდა, მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო?" - რას ჰყვება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის მეუღლე?
უკრაინაში, ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის დავით გობეჯიშვილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე 5 დღის წინ ჩავიდა ქალაქ ირპენში, თუმცა ოჯახს უმალავდა და ამბობდა, რომ კიევში იყო.
დავით გობეჯიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის აგვისტოს ომშიც იბრძოდა.
"პოლონეთში წავიდა სამუშაოდ, მაგრამ იქ ჩასული ვერ გაჩერდა და უკრაინაში გადავიდა. მეუბნებოდა: მაინცდამაინც ჩემს შვილებამდე უნდა მოვიდნენ, საფრთხე რომ ვიგრძნოთო? ის სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ვერ გაჩერდებოდა.
5 დღის ჩასული იყო ირპენში, მიმალავდა, მეუბნებოდა კიევში ვარ და მშვიდი ვითარებააო. რა მოხდა, როგორ დაიღუპა, არ ვიცით. აგვისტოს ომში იბრძოდა, სადაც ოთხი თითი დაკარგა. ჩვენთვის ის ნამდვილად გმირია", -აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე მარიკა კუბლაშვილი.
მეუღლე მარიკა კუბლაშვილი დაბ. 1979 წელს
მეუღლესთან ერთად.
დარჩა ორი შვილი, ქალ ვაჟი
ითანამშრომლა ზაალ ლატარიამ დაბ. 1975 წელი