სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი  თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა. დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი  თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა. დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი  თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა. დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი  თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა. დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი  თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა.

მაქს.წარმატება 25 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი გობეჯიშვილი სია

ონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

608       ბეჭდვა

დავით გობეჯიშვილი დ.1963წ. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დაბ. სოფ. ხურუთი, ონი, რაჭა.

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
8
2
1

დავით გობეჯიშვილი (დ. 3 იანვარი, 1963, სოფ. ხურუთი, ონის რაიონი)


— ქართველი მოჭიდავე (თავისუფალი სტილი). სეულის 1988 წლის თამაშების ჩემპიონი და ბარსელონის 1992 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს 2-გზის (1985, 1990) და ევროპის ჩემპიონი (1985).

კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1990), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), საბჭოთა კავშირის 3-გზის ჩემპიონი (1985, 1986, 1988), 2-გზის მეორე (1987, 1989) და მესამე პრიზიორი (1990), დსთ-ის ჩემპიონი (1992). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1985, 1990). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

1994–2000 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. 2001—2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008–2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წლის 17 ნოემბერს შეუერთდა იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭიდან (რუსეთი) გადატანის შესახებ. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „დავით გობეჯიშვილი“.გიორგი თოხაძე (დ. 14 თებერვალი, 2001, ოზურგეთი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ,ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2018, 51 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი (2018, სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია).


თავისუფალი ჭიდაობა (+100, 130კგ)

ტიტულები:

ოლიმპიური ჩემპიონი - 1988 (130კგ; სეული)

ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1992 (130კგ; ბარსელონა)

მსოფლიოს ჩემპიონი - 1985 (130კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1990 (130კგ; ტოკიო, იაპონია)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1986 (130კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ევროპის ჩემპიონი - 1985 (130კგ; ლაიპციგი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა)

მსოფლიო თასი - 1988

მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი - 1986

მსოფლიო თასის ბრინჯაოს პრიზიორი - 1990

კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი - 1990 (+100კგ; მოსკოვი)

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი - 1986 (+100კგ; მოსკოვი)

სსრკ ჩემპიონი - 1985 (+100კგ; იაკუტსკი), 1986 (+100კგ; ორჯონიკიძე), 1988 (+100კგ; კრასნოიარსკი)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1987 (+100კგ; ვორონეჟი), 1989* (*ოქროს მედალი არ გაიცა’ +100კგ, ასლან ხადარცევთან ერთად; მახაჩყალა)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1990 (+100კგ; ულან-უდე)

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჩემპიონი - 1992

საქართველოს ჩემპიონი - 1982, 1983, 1984, 1985, 1986

საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1986 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1988 (ვ.ბალავაძის და გ.კარტოზიას თასი, თბილისი), 1988 (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA-ს გრან პრი)

საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1990 (ოლიმპიურ მოჭიდავეთა გრანდ მასტერსი)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1985, 1990

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1985

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსტრო) - 2012


სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018

ღირსების ორდენი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედალი - 1999

*-დავით გობეჯიშვილის შედეგები 1988 წელს, სეულის ოლიმპიადაზე:

B ჯგუფი: დენის ატიეჰი (სირია) - მოგება

B ჯგუფი: ჰიროიუკი ობატა (იაპონია) - მოგება

B ჯგუფი: რალფ ბრემერი (გფრ) - მოგება

B ჯგუფი: ათანას ათანასოვი (ბულგარეთი) - მოგება

B ჯგუფი: ლასლო კლაუზი (უნგრეთი) - მოგება

*-ჯგუფი მოიგო და ოქროს მედლისთვის იჭიდავა

ფინალი: ბრიუს ბაუმგარტნერი (აშშ) - მოგება

*-დავით გობეჯიშვილის შედეგები 1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადაზე:

B ჯგუფი: იურაი შტეხი (ჩეხოსლოვაკია) - მოგება

B ჯგუფი: კირილ ბარბუტოვი (ბულგარეთი) - მოგება

B ჯგუფი: ბრიუს ბაუმგარტნერი (აშშ) - წაგება

B ჯგუფი: ანდრეას შრიოდერი (გფრ) - მოგება

*-ჯგუფში დაიკავა მეორე ადგილი და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა

III ადგილისთვის: მაჰმუტ დემირი (თურქეთი) - მოგება

*-1986 წელს ითამაშა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმში „ჭიდაობას რა უნდა“ - რაჭველი ფალავნის, კალენიკე ლეჩხუმელის როლი შეასრულა. ფილმის ტიტრებში მოხსენიებულია როგორც დავით რაჭველი.

*-1994-2000 წლებში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

*-2001-04 წლებში საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

*-2008-12 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი.

*-2008 წლის 17 ნოემბერს შეუერთდა იმ საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სოჭიდან (რუსეთი) გადატანის შესახებ.

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „დავით გობეჯიშვილი“.

პირველი ადგილი(-130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ტოკიო, იაპონია

პირველი ადგილი(-130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1985, ლაიპციგი, გდრ

მეორე ადგილი(-130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1986, ბუდაპეშტი, უნგრეთი

პირველი ადგილი(-130 კგ)

თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბუდაპეშტი, უნგრეთი

მესამე ადგილი(-130 კგ)

ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი

პირველი ადგილი(-130 კგ)

ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 26.07.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16