03.02.1932, თბილისი - 14.11.1996, იქვე. 1956 მელბურნი, ავსტრალია - ბრინჯაო
წყალბურთი. თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-51, 56-61), მოსკოვის "დინამოსა" (1951-56) და სსრკ ნაკრებში (1951-60). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-67),
სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-64). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 57), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 60) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 59), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 62, 63) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 66). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
წყალბურთელი
კარიერა:
1948-51 - თბილისის დინამო
1951-56 - მოსკოვის დინამო
1956-61 - თბილისის დინამო
1951-60 - სსრკ ნაკრები
ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1956 (მელბურნი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1956
სსრკ ჩემპიონი: 1955
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1952, 1953, 1954, 1960 (მოთამაშე-მწვრთნელი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958, 1959
ახალგაზრდობის მსოფლიო მეგობრული თამაშების ჩემპიონი: 1953 (ბუქარესტი)
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1960
სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი
*-1957 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იტალიის თასი მოიგო.
*-1960-67 წლებში იყო თბილისის დინამოს მოთამაშე-მწვრთნელი. 1960, 1962 და 1963 წლებში დინამო მისი ხელმძღვანელობით სსრკ ვიცე-ჩემპიონი, ხოლო 1964 და 1966 წლებში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
*-1962-64 წლებში სსრკ ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
*-2011 წლიდან საქართველოს საწყლოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო ტურნირი ნოდარ გვახარიას თასზე.
მესამე ადგილი()
საწყლოსნო სახეობები - ევროპის ჩემპიონატი 1958, ბუდაპეშტი, უნგრეთი
მესამე ადგილი()
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია