სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11198

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
1.2  იაკობი — დაახ. IV ს-ის 60-70-იანი მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსები
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

1.2 იაკობი — დაახ. IV ს-ის 60-70-იანი მცხეთის (ქართლის) მთავარეპისკოპოსები

იაკობ მთავარეპისკოპოსი — ქართლის ეკლესიის მეორე მამამთავარი იოანეს შემდეგ, დაახ. IV ს–ის 40–70-იან (?) წლებში. ქართლში მოვიდა 326 წელს, მღვდლის ხარისხში, იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილ სასულიერო პირთა ჯგუფის წევრად (იოანე ეპისკოპოსთან, კიდევ ერთ მღვდელთან და პროსილა მთავარდიაკონთან ერთად). "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ში იხსენიება ორივე ხარისხით, როგორც "მღდელი" და როგორც – "მთავარებისკოპოსი".

იაკობის ეპისკოპოსად კურთხევა მოხდა წმინდა ნინოს თხოვნით. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს თანახმად, წმ. ნინომ, სიკვდილის წინ, კუხეთის დაბა ბოდში, ეპისკოპოს იოანეს "დაჰვედრა იაკობ მღდელი: რაჲთა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი", ხოლო "მეფეთა ცხოვრების" ცნობით, წმ. ნინომ მეფე მირიანს მიმართა ამ თხოვნით: "შევედრა მეფესა იაკობ მღდელი: რათა შემდგომად იოანესსა იგი იყოს ეპისკოპოს".

"მოქცევაჲ ქართლისაჲ" გვაუწყებს, რომ მირიანის გარდაცვალების შემდეგ "დაჯდა მეფედ ბაკურ, ძე რევისი. და მოკვდა იოანე ეპისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნითვე მოსრული". ეპისკოპოს იაკობის დროს "იწყეს ქართველთა სუეტისა ცხოველისაგან ნაწილის გამოღებად და ქმნად ჯუარად, რამეთუ დიდნი სასწაულნი და კურნებანი იქმნებოდეს, სადაცა იყვის ნაწილი სუეტისა ცხოველისა. და არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა გამოღებად, რამეთუ ეპისკოპოსმანცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერიჩინა და თქუა: "მინიჭებულ არს უფლისაგან და ჯერარს სუეტისა მის ღმრთივ–აღმართებულისა ქმნა სახედ ჯუარისა". და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სუეტისა ცხოველისა". "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით, იაკობი გარდაიცვალა მირდატის მეფობაში: "და მის–ზე მოკუდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხინერსე კათოლიკოსისა დიაკონი".


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0