სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი  1918-2001წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

1918-2001 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ციციშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

386       ბეჭდვა

ირაკლი ნიკოლოზის ძე ციციშვილი 1918-2001წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) თბილისი, ქართლი.

ირაკლი ციციშვილი დაიბადა 1918 წლის 17 დეკემბერს თბილისში.


1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მდინარე დნეპრის გადალახვისათვის, აგრეთვე ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის (მოწინააღმდეგის განუწყვეტელი საავიაციო და საარტილერიო თავდასხმის პირობებში მისი ხელმძღვანელობით 4 დღე-ღამეში 360 მეტრიანი სიგრძის ხიდი აიგო), მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (1943).[4]

1945 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურულ კათედრაზე; 1956 წლიდან კათედრის გამგე. მუშაობდა საქართველოს მეცნიერების აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიის და არქეოლოგიის ინსტიტუტში; 1970–1978 წლებში იყო საქართველოს სახმშენის თავმჯდომარე;[5] 1978-1990 წლებში საქართველოს კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის და გამოყენების მთავარი სამეცნიერო საწარმოო სამმართველოს უფროსი.



ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ შორის უჯარმის კომპლექსი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის 25 მონოგრაფია — „ქართული არქიტექტურის ისტორია“ (1955), ქართული არქიტექტურის საწყისები“ (1955, რუსულ ენაზე), „საქართველოს არქიტექტურა“ (1976), „უჯარმა“ (1982), „თბილისი — არქიტექტურული ძეგლები“ (გერმანულფრანგულინგლისურრუსულ ენებზე1985), „საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვა“ (1986), „ქართული ხელოვნების ისტორია“ (1985), „ქართული არქიტექტურის ძეგლები“ (ინგლისურ, რუსულ ენებზე, 1986) და სხვა.[6]

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს VIII, IX და XI მოწვევების დეპუტატი. მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. მათ შორის ღირსების ორდენი (1994).

გარდაიცვალა 2001 წლის 4 მაისს, თბილისში, 82 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[7] 2016 წლის დეკემბერში, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩის N5-ში დაიდგა ირაკლი ციციშვილის ბიუსტი, რომლის ავტორია არქიტექტორი გურამ ნიკოლაძე.[8]




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 17.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0