იობ მთავარეპისკოპოსი — ქართლის ეკლესიის მესამე მამამთავარი დაახ. IV საუკუნის 70–90-იან წლებში. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"–ს მიხედვით, "იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი" "ნერსეს სომეხთა კათალიკოზისა მთავარდიაკონი), ეპისკოპოსად დაჯდა თრდატის, ბაკურის ძმის მეფობაში, "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით – მირდატ ბაქარის ძის. "მოქცევაჲ ქართლისაჲ" მოგვითხრობს, რომ ამ იობის დროს "მეფემან რუჲსთვისა რუჲ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზევე ნეკრესს კახეთისასა ეკლესიაჲ აღიშენა განსრულებით". იობი მთავარეპისკოპოსად ჩანს ვარაზ-ბაკურის ("მეფეთა ცხოვრებით" – ვარაზ–ბაქარი. შეცდომით იქ მას იობის ნაცვლად იაკობი ეწოდება