სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
სულთან ქუშანაშვილი 1975-2001წწ გარდ. კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბირკიანი, პანკისი, ახმეტა სულთან ქუშანაშვილი 1975-2001წწ გარდ. კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბირკიანი, პანკისი, ახმეტა

1976-2001 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქუშანაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

სულთან ქუშანაშვილი 1975-2001წწ გარდ. კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბირკიანი, პანკისი, ახმეტა

სულთან ქუშანაშვილი თეიმურაზის ძე, დაიბადა 12 თებერვალი 1976 წელი სოფელი ბირკიანი, ახმეტა, პანკისის ხეობა. გარდაიცვალა 2001 წლის 17 ოქტომბერს კოდორის ხეობა, ავიადაბომბვის დროს აფხაზეთში


დაკრძალულია სოფელ ძიბახევში

მარჯვნივ დეიდაშვილი მოვსარ აჭიშვილი რობიზონის ძე 1971-2001წწ გარდ. აფხაზეთი გელაევის დაჯგუფება დაბ. სოფ. ჯოყოლო, პანკისი, ახმეტა

მარცხნივ ბიძაშვილი და კლასელი მექა ქუშანაშვილი 1975-1999წწ გარდაიცვალა ჩეჩნეთის მეორე ომში

დედა ანო ფარეულიძე ახმადის ასული სოფელი ძიბახევი 1942 წელს

ითანამშრომლა ლელა ერემაშვილი გელას ასული 


ჰამზატ (რუსლან) გელაევი 1964-2004წწ იყო ცნობილი საველე მეთაური ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძარობისა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში. ასევე, მან მონაწილეობა მიიღო კოდორის ბრძოლებში 2001 წელს, ქართველების მხარდამხარ. იგი 2004 წლის, 28 თებერვალს, დაღესტანში დაიღუპა.

აფხაზეთის ომში დაღუპული პანკისელი ქისტები

ომარ დუიშვილი სეიდახმედის ძე 1971-2001წწ გარდ. კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. სოფ. დუისი, პანკისი, ახმეტა



 1. ომარ დუიშვილი 1975-2001? წწ დაბადებულია სოფელი დუისი, ახმეტა, პანკისის ხეობა


 2. მოვსარ აჭიშვილი რობიზონის ძე 1971-2001წწ გარდ. აფხაზეთი გელაევის დაჯგუფება დაბ. სოფ. ჯოყოლო, პანკისი, ახმეტა


 3. მურად ქავთარაშვილი ვისერგის ძე 1973-2001წწ გარდ. აგხაზეთი გელაევის დაჯგუფება დაბ. სოფ. დუისი, პანკისი, ახმეტა


 4. სულთან ქუშანაშვილი 1975-2001წწ გარდ. კოდორის ხეობა აფხაზეთი დაბ. სოფ. ბირკიანი, პანკისი, ახმეტა


 5. ომარ გაურგაშვილი 1982-2001წწ გარდ. აფხაზეთი გილაევის დაჯგუფება დაბ. სოფ. დუისი, ახმეტა პანკისის ხეობა

კოდორის კრიზისი — შეტაკება კოდორის ხეობაში, რომელიც დაიწყო 2001 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც აფხაზეთის თვით-გამოცხადებულ რესპუბლიკაში კოდორის ხეობიდან შეიჭრნენ ქართველი და ჩეჩენი მებრძოლები, ჰამზატ გელაევის მეთაურობით. შეტაკებების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. კრიზისი მსოფლიო მედიის ყურადღების მიღმა დარჩა იმ მიზეზით, რომ მსოფლიოს ყურადღება ძირითადად აშშ-ის ავღანეთზე შეტევაზე იყო გადატანილი


გიგლა ოჩიაურის მოგონებები ჰამზათ გელაევზე ინტერვიუ ჩაიწერა ლელა ერემაშვილი გელას ასული.


მე და ჰამზათი ყოველ დილით რომ ვხვდებოდით ერთმანეთს გერმანულად ვესალმებოდით! გუთენ მორგენ ჰამზათ! გუთენ მორგენ გიგლ!. ყოველთვის მე ვასწრებდი - ჰამზათმა მკითხა,რატომ გესნულადო! მე ვუთხარი, შენი ენა მე არ ვიცი,შენ ქართული,რუსულად რომ მივესალმოთ მთელი დღე დათარსული ვიქნებით მეთქი - გაიცინა! მისალმების მერე ვეუბნებოდი: არმია ზა კარპატი ჰამზათ?! არმია ზა კარპატი გიგლ!! ძალიან ღონიერი კაცი იყო მუდამ ტყვიამფქვრევი ეჭირა ხელში,სათამაშოსავით! დანა წვივზე- მუხლის ქვემოთ ჰქონდა მიკრული!.. სულ, შავი გრძელი ხალათი ეცვა! როცა იქ არ იყო,მეომრებს უამრავ რამეს ვუყვებოდი და..ვიცინოდით! მოვიდოდა,ჩამოგვიჯდებოდა აინტერესებდა რა ვთქვი! ომარის შენაერთში ცამეტი ქართულად მოლაპარაკე იყო და მოკლედ ძალიან ძნელად დავშორდით!..,, თუ გადავრჩითო!,, მითხრა ჰაზათმა, მე სამასივეს გადავეხვიე - ვუთხარი,ძმად გეფიცებით მეთქი!,ჩემი სახლი იცით და ,მზად ვარ თუ დაგჭირდებათ ძმობა გაგიწიოთო!, მე წამოვედი! ისინი წავიდნენ- სამშობლო უნდა დაეცვა მათ!! დიდება ყველა გმირს, ვისაც სამშობლოსთვის უძგერს გული!!

             *

ერთ ღამეს მე და რუსლანი(გამზათი) და კიდევ რამოდენიმე ( კოჭლი რამაზანი ცოცხალია ნახევარი ტერფი აქვს მოჭრილი ისიც გვახლდა) ავდექი და თეთრი ცხენი ...მოვიპარე!.. მოვხსენი გზაზე გავლისას -რამზანს ცალკე ვუთხარი რომ: ამხელა კაცია,დაიღალა მეთქი და ამ ცხენზე დაჯდეს ჰამზათი -( საქართველოს ტერიტორიაზე ვიყავით და გამზათს ცხენი ალბათ ვინმე ჩემი ახლობლის ეგონა!.. მე ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: ფიზიკურად ისეთი მაგარი და გამძლე კაცი არასოდეს შემხვედრია როგორც გამზათი!.. უამრავი ( ოღონდ მართლა) უამრავ ადამიანს გამოუცდია თავი ჩემთან!.. ამას ბევრი ჩემი ნაცნობი წაიკითხავს!... გარდა ამისა საოცრად განათლებული,ჭკვიანი კაცი!.. ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს უსამართლოდ!..  ( მე სხვა მხარეს უნდა წავსულიყავი- ასე იყო საჭირო) მთაზე რომ ახვალთ გაანთავისუფლეთ ცხენი და დილამდე თავის პატრონს დაუბრუნდება მეთქი!..  გავიყავით და -რომ მივდივარ ვხედავ შენაერთის შავ სილუეტს - სადაც დავტოვე არ იძვრის ადგილიდან: ვფიქრობ ნეტავ რა ხდება?! რას ელოდებიან? თურმე რამზანამ უთხრა ჰამზათს რომ ცხენი მისი გულისთვის მოვიპარე და ასე და ასეო!... უჰო,სწყენია გამზათს - რამხელა ცოდვა ჩაუდენია გიგლასო! ჩამოსულა მაშინვე ცხენიდან,დასვა მთელი ჯარი და ილოცა!.. რა თქმა უნდა ცხენი იქვე გაანთავისუფლებინა!.. ასეთი მორწმუნე ადამიანი იყო!.. მეორე დღეს შევხვდით ისევ...ვხედავ ჰამზათი ნაწყენია და თავს აქნევს: რა მოხდა მეთქი რამზან- ვკითხე გამყოლს!. ესე იყოო!.. ვიცინი მე..მაპატიე გამზათ მეთქი!.. ძმისთვის სიკეთე მინდოდა თქო! გაეცინა თავი გააქნია! მასთან ერთად ჩემი ძმადნაფიცი იყო ომარი დუიშვილი,სამწუხაროდ პირველივე შეტაკებაში დაიღუპა!.. მე სლეფცოვსკაიაში დავშორდი და... თეთრმა ცხენმა გამახსენა! ისეთი მაგარი სურათები მქონდა მაგრამ ოხერი აპარატი დაგვიგორდა ზურგჩანთასთან ერთად აბდურახმანი გამოედო შემთხვევით ( თარჯიმანი)და აპარატი ზურგჩანთას ჯიბიდან გაძვრა და დაიჭყლიტა ბოლომდე გორვაში - მაინც ჩავყევი მაგრამ ასე!..

                      *

ჰამზათი ნამდვილი ჩეჩენი კაცი იყო: უღალატო,ვაჟკაცი და მამულზე უზომოდ შეყვარებული! ვინ იცის ახლა როგორ რცხვენია მის დიდ სულს კადიროვსაც რომ ჩეჩენს ეძახიან!.. ყველაზე უფრო ლტოლვილებზე წუხდა: ( მართლა აფხაზეთის დაბრუნება კი არ უნდოდა შევარდნაძეს ჰამზათის მოკვლა უნდოდა! იმიტომ გაიტყუეს აფხაზეთისკენ! მაგრამ ლაჩარი აფხაზები ყველა საგუშაგოდან გაიქცნენ!.. 11 მეომარი დაიღუპა გამზათისა!როცა დავშორდით  უკვე- ჩეჩნეთში შესულები,გამზათმა ჩანაწერი გააკეთა ( ვიდეო მიმართვა11 მეომრის ოჯახებზე,გაჭირვებულ ლტოლვილებზე- ვისთვის რა დახმარება უნდა გადაეცათ! ყველაზე უფრო მაშინ იგრძნობოდა გამზათის  გამომშვიდობება, თავისი ერის სიყვარული!.. მაშინ რომ ..სულ ეეერთი პროცენტი დახმარება მოეცა დასავლეთს (1) რუსეთი ჩეჩნეთშივე ჩასამარდებოდა!..

                  *

ერთ კუთხეში ( არ მინდა დავასახელო ,ვისაც ეხება გაიგებენ!..) ცხენებს გვპარავდნენ, ქურდები შემოგვეჩვივნენ და რამოდენიმე ცხენი მოგვპარეს! არადა კლდე ღრეში თუ ცხენი არ გყავს ტვირთი: შეიარაღება,ჯარის საკვები, ათასი რამ რითი უნდა გადაზიდო? ვუთხარი ჰამზათს ღამე მე ვიყარაულებ მეთქი ცხენებს! ...დაღამდა,ვხედავ ჰამზათიც წამოსვლას აპირობს და კიდევ მხოლოდ ერთი თანაშემწე გინდა დაცვა უწოდე ინგუში ბიჭი იყო, არ მინდა გვარი ვთქვა არაფერი გაუფუჭდეს ვინ იცის სად არის, იმედია მხნედ არი!)  შენი დახმარება არ მინდა მარტო ვეყოფი მეთქი! არ დამთანხმდა მაინტერესებსო ვინ არიანო! უკვე ბნელოდა როცა ადგილი დავიკავეთ! ღამის ხედვის ხელსაწყო მოვმართეთ - ცხენები ხრამის პირას დგანან - ცხენებს ვუყურებ ისინი დაინახავენ ქურდს პირველი - თავებს საითაც მიაბრუნებენ იმ მხარეს უნდა ეძებო დაუპატიჟებელი სტუმარი! მართლაც...მოდის ვიღაც პატარა უკან პატარა თეთრი ძაღლი მოსდევს!.. მოდის მეთქი გამზათ ქურდი! ვუჩურჩულე და ღამის ხედვის მივეცი: საითაც ცხენები იხედებიან იქით გაიხედე მეთქი!იარაღი გადმოვატრიალე..გამზათმა ღონივრად ერთი ხელით ჩემი იარაღი დაიჭირა,მეორით ბინოკლით უყურებს...მოულოდნელად ხმამაღლა დაიძახა: Иди суда о!.. ატყდა ხრამში ლოდების გრიალი,ლაწლუწი! მე ხომ ვერ ვხედავ რა ხდება? ჩამოვარდა სიწყნარე,ჰამზათმა ხელი გაუშვა ჩემ იარაღს! რატომ დააფრთხე მეთქი ქურდი? ვკითხე. -შეშინებული ხრამში გადახტაო მითხრა შეწუხდა -შეიძლება მოკვდაო!.. როგორ დავეხმაროთო? მაგისი დედაც ვუთხარი, მე ტყვიით უნდა მომეკლა შენ ხრამში გადააგდე მეთქი ვიცინი! დავბრუნდით ჯართან, მთელი ღამე არ ეძინა დარწმუნებული ვარ! ძილში მაღვიძებს- ჩუმად მეუბნება მუსლიმი და ჰასანი წაიყვანეო და ნახეთო,ცხენის გულისთვის კაცს ვერ მოვკლავთო! ხრამში ძლივს ჩავედით დღე და ღამე საოცარია ის ქურდი როგორ გადარჩა! ჰამზათმა ძლივს დაგვიჯერა რომ ხრამში არავინ ეგდო! ასეთი კაცი იყო! ,,ცხენის გულისთვის კაცს ვერ მოვკლავთო,! მასწავლა!

 *

ჰამზათმა ჩეჩენი ერი შემაყვარა! , (მოგეხსენებათ ბიძაჩვენი მოქანდაკე გოგი ოჩიაური ჯოხარ დუდაევის მეგობარი იყო,ზვიადთან ხშირად ჩადიოდა და ის ჯოხარით იყო აღტაცებული,ოღონდ ჯოხარზე ელაპარაკა,ჯოხარის სიკვდილი ისე ეწყინა,თითქოს ძმა- შინში მოჰკვდომოდეს გოგის!) ჰამზათს ძალიან დიდი ადამიანური რესურსი ჰქონდა! მე მწერალი კაცი ვარ და, ადამიანის გაგება ორ ,ძალდაუტანებლად ნათქვამ წინადადებაში შემიძლია! ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, სულ მოწყენილი იყო! არც საკვები,არც ლოგინი,ტყე ღრე,ავდარი დარი!თითო ოროლობით შეგროვებული იარაღი!.. ეხლა რომ უკრაინას ეხმარება მსოფლიო, მაშინ ჩეჩნეთი სრულიად მიტოვებული იყო .


გიგლა ოჩიაური დაბადებულია 25 მაისი 1957 წელს ბარისახო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.08.2022
ბოლო რედაქტირება 30.08.2022
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 14.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0