სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11905

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938წწ წილკნის ეპისკოპოსი დაბ. სოფ მუხაყრუა (სამტრედია) ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938წწ წილკნის ეპისკოპოსი დაბ. სოფ მუხაყრუა (სამტრედია)

1853-1938 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ყუბანეიშვილი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

632       ბეჭდვა

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938წწ წილკნის ეპისკოპოსი დაბ. სოფ მუხაყრუა (სამტრედია)

ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი (დ. 5 სექტემბერი 1853 — გ. 15 ივნისი, 1938) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, მთარგმნელი.


ეპისკოპოსი ნესტორი, ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, დაიბადა 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წელს 10 სექტემბრიდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში -  ასწავლიდა ძველ და ახალ აღთქმას, კატეხიზმოს, საეკლესიო ტიპიკონსა და არითმეტიკას.


1882 წლის 1 სექტემბრიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 წლის 15 ივნისს ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წლის 19 ივნისს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წლის 7 დეკემბერს მან ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1887 წლის 28 სექტემბრიდან ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, ხოლო 23 დეკემბერს გადაყვანილ იქნა ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად. 1888 წლის მარტში იგი წმიდა გიორგის ეკლესიის სამშენებლო კომიტეტის წევრად აირჩიეს. მამა ნესტორმა წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა, სადაც ასწავლიდა საღვთო სჯულს. 1889 წლის 19 ივნისს დაინიშნა ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესედ, 1890 წლის 14 ივნისიდან ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესეა. 1896 წლის 14 აგვისტოს დაინიშნა გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარედ, 1906 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1906-1909 წლებში მსახურობდა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში. 1910 წელს აღიკვეცა ბერად. 1910-1912 წლებში მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარია. 1912-1915 წლებში მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში. 1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია. 1918-1923 წლებში არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის წინამძღვარია. 1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. ეპისკოპოსი ნესტორი მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წლის 24 მარტს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლის 19 ნოემბრიდან წილკნელია.


1930 წლის 29 ივლისს ითხოვა პენსიაზე გასვლა, თხოვნა დააკმაყოფილა უწმიდესმა და უნეტარესმა ქრისტეფორე III-მ. მეუფე ნესტორი გარდაიცვალა 1938 წლის 15 ივნისს. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. ეპისკოპოს ნესტორს გამოქვეყნებული აქვს შემდეგი წიგნები: "სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად," "შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია", "ახსნითი ლოცვანი", "ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა", "საიდუმლოების ახსნა", "ქრისტეს სწავლის გავრცელება", "ღირსი მამა დავით გარეჯელი", "ცოლქმრობა", "გზა ცხოვრებისა."

სერგო ვარდოსანიძე 

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=337&fbclid=IwAR0Ft9sx8NJ_lqCQxNHIrO_Dp_DqjF3h2UWCSAdeIbA2KmE_sEjTeeUVUh0


ნესტორი - ერისკაცობაში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, (5.IX.1853, ქუთაისის გუბერნია, ს. მუხაყრუა - 15.VI.1938, ქუთაისი) - ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1871 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, 1877 წელს თბილისის სასულიერო სემინარია. 1877 წლდან მუშაობდა მასწავლებლად სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში. 1882 წლიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგია. 1883 ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. იმავე წელს აკურთხეს მღვდლად და კეთილმოწესედ, 1884 წელს ბარსაჯავახოს ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1887 წლიდან ჯერ ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურია, შემდეგ ქუთაისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი. 1888 წელს წმიდა გიორგის ეკლესიასთან დააფუძნა საეკლესიო სამრევლო სკოლა. 1889 წლის შემდეგ პერიოდში სხვადასხვა დროს იყო: ჩუნეშის ოლქის კეთილმოწესე; ქუთაისის ეკლესიების კეთილმოწესე; გოჭოურის სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავმჯდომარე; აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში; აღიკვეცა ბერად; მოწამეთას ეკლესიის წინამძღვარი; მსახურობდა შუამთის, ალავერდის და თეთრი გიორგის ეკლესიებში.


1917 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1915-1917 წლებში კვლავ მოწამეთას მონასტერშია, 1918-1923 წლებში გელათის მონასტრის წინამძღვარი.


1924 წლის 18 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველის, ეპისკოპოს ქრისტეფორეს, მიერ ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად. 1926 წელს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდელად. მონაწილეობდა 1926 წლის დეკემბერში ქუთაისის საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელიც მიმართული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის წინააღმდეგ. 1928 წელს გადაყვანილ იქნა ცაგერელ ეპისკოპოსად, 1929 წლიდან წილკნელია. 1930 ითხოვა პენსიაზე გასვლა. დაკრძალულია საფიჩხიის (ქუთაისი) სამების ეკლესიის გალავანში. გამოქვეყნებული აქვს წიგნები.


მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

ნ. სონღულაშვილი, ეპისკოპოს ნესტორის (ყუბანეიშვილი) ცხოვრება და მოღვაწეობა, ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. XI. თბ., 2009;

ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი


საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.17

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938


ეპისკოპოსი ნესტორი, ერისკაცობაში - ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, 1853 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ მუხაყრუაში, მლვდლის ოჯახში დაიბადა. 1867-1871 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1871-1877 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა. 1877 წლის 10 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიწვია მასწავლებლად, სადაც მას ყველა კლასებში არითმეტიკისა და საღვთო სჯულის სწავლება დაევალა. 1878 წლის 18 აგვისტოდან ძველი და ახალ აღთქმის, კატეხიზმოსა და საეკლესიო ტიპიკონის მასწავლებლად დაინიშნა. 1880 წლის 15 სექტემბრიდან შეთავსებით ასწავლის მართლწერასაც. 1880 წლის 5 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე დროებით ასრულებდა აღნიშნული სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწის მოვალეობას. 1882 წლის 1 ივნისს, რუსეთის სენატის გადაწყვეტილებით, ერთგული სამსახური-

11-1  საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.18

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938 (გაგრძელება)

სათვის „კოლეჟსკი სეკრეტარის“, ხოლო 1883 წლის 9 იანვარს „ტიტულარნი სოვეტნიკის“ წოდება მიენიჭა. 1882 წლის 1 სექტემბერს ნესტორი·ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს და უმაღლეს კლასებში საღვთო სჯულის სწავლება დააკისრეს. ამავე პერიოდში წ იგი დაქორწინდა თეკლა ოტიას ასულ გრიგოლაშვილზე, რომელთანაც ერთი ასული –- ოლღა შეეძინა. ოლღა გათხოვილი გახლდათ ცნობილ საზოგადო მოღვაწეზე, ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის პირველ დირექტორზე, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძეზე. 1883 წლის 5 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ნესტორი დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 9 ივნისს მღვდლად დაასხა ხელი და ბარ-საჯავახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა. 1884 წლის 7 დეკემბერს, მამა ნესტორის ინიციატივით, ბარ-საჯავახოს ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც, 1886 წლის ჩათვლით, საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა. 1884 წლის 14 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად. 1885 წლის 27 მაისს, მამა ნესტორის მეცადინეობით, ბარ-საჯავახოს ეკლესიაში დაიგო ქვის იატაკი, მანვე პირადი ხარჯებით შეიძინა და ტაძარს შესწირა ახალი ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი. 1886 წლის 17 ივნისს მეუფე გაბრიელმა საგვერდულით დააჯილდოვა. 1887 წლის 24 თებერვალს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ხელმძღვანელობამ მამა ნესტორი სამრევლო-საეკლესიო სკოლების საგამოცდო კომისიის წევრად აირჩია. 1887 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეოთხე მღვდლის ადგილზე დაინიშნა. 1887 წლის 20 დეკემბერს ხელმეორედ აირჩიეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად. 1887 წლის 23 დეკემბერს, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მამა ნესტორი გათავისუფლდა გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესის თანამდებობიდან და ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1888 წლის 26 იანვარს ქუთაისის ეკლესიების სასულიერო გამომძიებლად დაადგინეს. 1888 წლის 25 მარტს მამა ნესტორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1888 წლის 19 სექტემბერს სანიმუშო საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წლის 8 აგვისტოდან ქუთაისის სანთლის ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 1889 წლის 19 ივნისს ჩუნეშის ოლქის, ხოლო 1890 წლის 4 ივლისს -– ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა. 1889 წლის 28 ივნისს სოფელ ახალბედისეულის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის განახლებისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1890 წლის 1 აპრილს სკუფია უბოძეს. 1891 წლის 12 აპრილს სანთლის ქარხანაში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ქების სიგელი მიიღო. 1892 წლის 11 დეკემბერს სამი წლის ვადით აირჩიეს იმერეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად. 1893 წლის 21 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1894 წლის 20 სექტემბერს მამა ნესტორი ახლად გახსნილი ქუთაისის სასულიერო სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანეს. 1895 წლის 7 ივლისს სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ დროებით დააკისრა მდივნის მოსიხთოზი, შესრულება. 1896 წლის 24 მარტს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. ამავე წლის 14 აგვისტოს ქუთაისის გოჭოურას სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. 1899 წლის მარტს მამა ნესტორი ხელმეორედ აირჩიეს ქუთაისის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოში და იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) წლების განმავლობაში პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის სასწავლებლის სახელით მადლობა გამოუცხადა 1900 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1903 წლის 3 თებერვალს წმინდა სინოდმა მთავარხუცესად თორმეტწლიანი დამსახურებული და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1905 წლის 7 აპრილს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1906 წლის 9 თებერვლიდან 11 სექტემბრამდე დროებით ასრულებდა იმერეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოვალეობას. 1906 წლის 8 მარტს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. 1906 წლის 6 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეოთ' მღვდლის ადგილზე დაადგინა. 1907 წლის 15 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. ამავე წლის 31 ოქტომბერს წითელი ჯვრის საზოგადოების მედლით დააჯილდოვეს. 1908 წლის 11 აპრილს მამა ნესტორს უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა მეუღლე, თეკლა გრიგოლაშვილი. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მოძღვარს მიაღებინა გადაწყვეტილება, მონასტერში გაეგრძელებინა საეკლესიო მოღვაწეობა. 1909 წლის 11 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა ნესტორი იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინა. 1909 წლის 13 ნოემბერს რუსეთის წმინდა სინოდმა დეკანოზი ნესტორი მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩია. 1910 წლის 5 იანვარს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა ნესტორი ბერად აღკვეცა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა. 1910 წლის 5 თებერვალს იმერეთის ეპარქიის სამღვდელო კადრების მოსამზადებელი კომისიის · თავჯდომარედ დანიშნა. მამა ნესტორის წინამძღვრო-


11-2  საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.19

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938 (გაგრძელება)

ბის დროს მოწამეთას მონასტერში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. გარემონტდა ტაძრის შიდა სივრცე, სამრეკლო, განახლდა კანკელი და მოოქროვდა ხატები, შეკეთდა წყალსადენი, მონასტრის ეზოში გაკეთდა რკინის ახალი მოაჯირი, აშენდა ქვის კიბე და ახალი ხიდი. 1912 წლის 16 ნოემბრიდან არქიმანდრიტი ნესტორი კახეთში გადაიყვანეს და შუამთის, ალავერდისა და თეთრი გიორგის მამათა მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წლის 4 ივლისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდსაზოგადოებამ მამა ნესტორი გაწეული ღვაწლისათვის წმინდა ნინოს ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვა. 1913 წლის 28 თებერვალს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ჯვარი და მედალი მიიღო. 1914 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. 1915-1918 წლებში ისევ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარია. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) სვეტიცხოვლის საპატრიარქი ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. ამავე წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის დროებითმა აღმასრულებელმა

კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი). ეპარქიის მართვა დაევალა საქართველოს საკათოლიკოსო ეკლესიის მმართველობის იმერეთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარედ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნესტორი დაინიშნა. იგი ამ თანამდებობაზე 1917 წლის 8-17 სექტემბრამდე, პირველ საეკლესიო კრებამდე იმყოფებოდა. ამ კრებაზე შეიქმნა ქუთაისის ეპარქია, რომლის მმართველად ყოფილი გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) აირჩიეს. 1917 წლის 2 ოქტომბერს მეუფე ანტონი ქუთაისში ჩამოვიდა და მამა ნესტორმა მას გადააბარა ეპარქიის საქმეები. ამის შემდეგ იგი კვლავ მოწამეთას მონასტერს დაუბრუნდა. 1919 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი ნესტორი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. როდესაც · იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა, მონასტრის ეკონომიური მდგომარეობა ძლიერ სავალალო იყო. ხელისუფლებამ მას კუთვნილი მამულები, ტყე, საყანე ადგილები და წისქვილი ჩამოართვა. მონასტრის შემოსავალი ძალზე მცირე იყო და ბერები ნივთიერ გაჭირვებას განიცდიდნენ. აი, რას წერდა 1919 წელს არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის გაჭირვების შესახებ გაჯეთ ჩვენი ქვეყანის ფურცლები გელათის მონასტერი საქართველოს დიდებაა. ქართველისათვის გელათი არის სარწმუნოებრივი სიწმინდე და ეროვნული საუნჯე. გელათი არის ნაშთი მსოფლიო სასახელო ხელოვნებისაც და ქართული ხუროთმოძღვრებისაც, რვაასი წელიწადი ეს ისტორიული ძეგლი მჭევრმეტყველად ღაღადებს საქართველოს ერის ღირსებას და დიდებას. თუ ქართველი ერი ეცდება, ეს ძეგლი სამუდამოდ იქნება და მომავალ საუკუნეთა მიმდინარეობა მას ვერ შეარყევს. ქართ-ველი ერის მოვალეობაა, ეს დიდებული ისტორიული განძი დაიცვას, შეინახოს და მომავალ თაობას უვნებლად გადასცეს. თუ ქართველი ერი ისევ ქართველია, გელათი ვერც გარეშე მტერმა უნდა წაიღოს და ვერც სტიქიონმა დაანგრიოს. თუ ქართველი ისევ ქართველია, გელათს ჭირისუფალი არ უნდა მოაკლდეს. საქართველოს მთავრობაც და ყოველი მოქალაქეც მოვალეა ისტორიის და ერის წინაშე გელათს მოუაროს და ისე მოაწყოს, რომ იქ მისვლა და ყველაფერის დათვალიერება გაადვილდეს, რომ ამით სულიერი საზრდო მიიღოს და უზენაესი სიამოვნებაც განიცადოს მლოცველმაც და სიძველეთა მნახველ-მკვლევარმაც. ამჟამად განზრახულია გელათის მონასტერს და რკინიგზის სადგურს შორის შუა ავტომობილით მიმოსვლა გამართონ, მონასტერში ელექტრონით განათება მოაწყონ და სხვადასხვა ტექნიკური გაუმჯობესობა მოახდინონ, ამისთვის გელათის მონასტრის ძმობა, წინამძღვრის მეთაურობით და სასულიერო მთავრობის სათანადო ნებართვით, საქართველოში შეწირულობას აგროვებს და იმედი უნდა ვი


11-3  საპატრიარქოს უწყებანი N11 17-23 მარტი 2011წ გვ.20

ეპისკოპოსი ნესტორი (ყუბანეიშვილი) 1853-1938 (დასასრული)


ქონიოთ, რომ ყოველი ქართველი, შეძლებისდაგვარად, წვლილს გამოიღებს და ძმათა კეთილი განზრახვა მალე განხორციელდება. ყველამ უნდა ეცადოს, რომ გელათის გაუმჯობესებაში მასაც წილი ედვას. გელათისათვის შეწირულების გაღება ქველმოქმედებაც არის და სამშობლოს სამსახურიც. ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს და კეთილ ეყოს ყოველ შემომწირველს“. 1923 წლის 5 ივნისს მთავრობის განკარგულებით დაიკეტა გელათის მონასტერი და იქ მოღვაწე ბერებს გამოუცხადეს, ერთ კვირის განმავლობაში დაეტოვებინათ მონასტერი. ამავე წლის 21-25 აგვისტოს მოხდა გელათის მონასტრის ქონების დეტალური აღწერა. შემდგომში ეს ნივთები ქუთაისის საისტორიოეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს, რომლის დირექტორიც მამა ნესტორის სიძე, ტრიფონ ჯაფარიძე გახლდათ. არქიმანდრიტი ნესტორი იძულებული გახდა, საძმოსთან ერთად, მონასტრიდან წასულიყო. იგი ქუთაისში, საკუთარ სახლში დაბინავდა. 1924 წლის 18 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში  კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) არქიმანდრიტ ნესტორს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ბათუმშემოქმედის ეპარქია ჩააბარეს. 1926 წლიდან მეუფე ნესტორი ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1928 წლის 24 მარტს იგი ცაგერის ეპარქიაში დაინიშნა. 1929 წლის 19 ნოემბრიდან წილკნელი მღვდელმთავარია. 1930 წლის 29 ივლისიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა და ქუთაისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. 1935 წლის 10 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე შეხვდა და ესაუბრა პენსიაზე მყოფ ეპისკოპოს ნესტორს. მამა ვასილმა მას გადასცა უწმიდესი კალისტრატეს დანაბარები, რომ იგი სათავეში ჩასდგომოდა დაქვრივებულ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, მაგრამ მეუფე ნესტორმა, სიბერისა და უძლურების გამო, უარი განაცხადა. ეპისკოპოსი ნესტორი 1938 წლის 29 ივლისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია ქუთაისში, საფიჩხიის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის გალავანში, საკურთხევლის აღმოსავლეთით. მეუფე ნესტორი ავტორია რამდენიმე სასულიერო შინაარსის წიგნებისა. მათ შორის: „სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად“, „შემოკლებული ძველი და ახალი აღქთმის ისტორია“, „ახსნითი ლოცვები“, „ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა“, „საიდუმლოების ახსნა“, „ქრისტეს ეკლესია და პირველი ქრისტიანების ცხოვრება“, „ქრისტეს სწავლის გავრცელება“ თბილისი 1885 წელი; „ღირსი მამა დავით გარესჯელი“ ქუთაისი 1893 წელი; „ცოლ-ქმრობა“ -- თბილისი 1899 წელი; „გზა ცხოვრებისა“ – ქუთაისი 1901 წელი და სხვა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.09.2022
ბოლო რედაქტირება 03.11.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0