ეპისკოპოსი იეროთეოზი (იეროთე აივაზაშვილი) 1864-1942წწ ნინოწმიდის ეპარქია დაბ. ყვარელი
ეპისკოპოსი იეროთეოზი (ერისკაცობაში — იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი; დ. 6 ნოემბერი, 1864, სოფ. ყვარელი, თელავის მაზრა — გ. 28 ოქტომბერი, 1942, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი.
ეპისკოპოსი იეროთეოზი, ერისკაცობაში იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი, დაიბადა 1862 წლის 6 ნოემბერს თელავის მაზრის სოფელ ყვარელში მედავითნის ოჯახში. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს სემინარიელ იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ სემინარიაში დაიწყო ქართველი სტუდენტებისა და მასწავლებლების სასტიკი დევნა-შევიწროება, მაგრამ იერო¬თე აივაზაშვილმა მოახერხა უხიფათოდ დაესრულებინა სასწავლებელი 1888 წელს. იმავე წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში, 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში.
1889-1890 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1901 წლის 19 მარტიდან გამწესებულ იქნა თბილისის ჯამბაკურ-ორბელიანის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1903 წლის 3 მარტს გადაყვანილ იქნა წმიდა ეკატერინეს ეკლესიაში, 1907 წლის 20 სექტემბერს გადაყვანილ იქნა ხარფუხის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში, 1916 წლის 8 დეკემბრიდან თბილისის სამების ეკლესიის წინამძღვარია. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის 1897 წელს დაჯილდოვდა საგვერდულით, 1902 წელს სკუფიით, 1913 წელს კამილავკით, 1918 წელს ოქროს ჯვრით, 1919 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 1920 წელს ენქერით. 1928 წლის 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს ნინოწმინდელ ეპისკოპოსად. მის ეპისკოპოსად კურთხევას მხარი დაუჭირეს მიტროპოლიტებმა: დავითმა (კაჭახიძე), კალისტრატემ (ცინცაძე), იოანემ (მარღიშვილი), ეპისკოპოსებმა: პავლემ (ჯაფარიძე), სიმეონმა (ჭელიძე), ვარლამმა (მახარაძე). წინააღმდეგი იყო ბოდბელი ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი). 16 დეკემბერს სვეტიცხოველში შესრულდა მისი კურთხევა და იგი დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად, 1929 წლიდან დროებით განაგებდა ბოდბის ეპარქიასაც. ეპისკოპოსი იეროთეოზი იყო მოკრძალებული კაცი, თითქმის შეუმჩნეველი. უმძიმეს ვითარებაში მოუხდა მას მღვდელმთავრობა. ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად სდევნიდა სასულიერო პირებს, უწესებდა აუტანელ გადასახადებს და გადაუხდელობის შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით ხურავდა ეკლესიებს. ასე დაიხურა მრავალი ეკლესია-მონასტერი ნინოწმინდის ეპარქიაშიც. 1941 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა იეროთეოზმა განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს კალისტრატეს სამსახურიდან განთავისუფლების შესხებ. იგი მძიმედ იყო ავად. 1942 წლის 28 ოქტომბერს ეპისკოპოსი იეროთეოზი გარდაიცვალა თბილისში. იგი დაიკრძალა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
ეპისკოპოსი იეროთეოზი (ერისკაცობაში იეროთე მოსეს ძე აივაზაშვილი) დაიბადა 1862 წლის 6 ნოემბერს, თელავის მაზრის სოფელ ყვარელში, მედავითნის ოჯახში. 1888 წლის 13 ივნისს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1888 წლის 14 ნოემბერს ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკონად თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის ეკლესიაში. 1889 წლის 24 აპრილს ხელდასხმულ იქნა მღვდლად თელავის მაზრის სოფელ შილდაში. 1889-1901 წლებში მასწავლებლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში და იყო ყვარლის სამთავარხუცესოს დეპუტატი. 1889-1918 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში და გიმნაზიაში (მაჩაიძისაში) ასწავლიდა საღვთო რჯულსა და ქართულ ენას. 1901 წლის 19 მარტს გადმოყავთ თბილისში და ნიშნავენ თავად ჯამბაკურ-ორბელიანების კარის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმსახურად. 1903 წლის 3 მარტს გადაიყვანეს წმ. ეკატერინეს ეკლესიაში. 1907 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა ხარფუხის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. 1913 წლის 6 მაისს დაჯილდოვდა კამილავკით. 1916 წლის 8 დეკემბრიდან წმ. სამების ეკლესიის მღვდელია (შემდგომში წინამძღვარიც). 1917 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, ხოლო 1919 წელს დეკანოზის წოდებით. 1928 წლის 16 თებერვალს, კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) ლოცვა-კურთხევით, ხელდასხმულ იქნა ნინოწმიდელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1929 წლის 20 ნოემბრიდან დროებით განაგებს ბოდბის ეპარქიასაც. გარდაიცვალა 1942 წლის 28 ოქტომბერს. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის გალავანში, სამხრეთით. აქვე მოგვყავს ეპისკოპოს იერო-თეოსის შვილიშვილის, აბესალომ აივაზაშვილის მოგონება მეუფის ცხოვრების ბოლო პერიოდისა, რა-მაც მისი სიკვდილი გამოიწვია: „კარგად მახსოვს, თუ როგორ სთავაზობდნენ ბაბუას უცნობი პირები სხვადასხვა მაღალ საერო თანამდებობებს, სანაცვლოდ კი მას ღვთისმსახურებისათვის თავის დანებებას სთხოვდნენ. თავიდან ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმას ატარებდა, მაგრამ პაპამ ერთხელ ასე უთხრა: „მირჩევნია ქრისტეს ერთგული დავრჩე, ეს სამოსელი ვატარო და „ბნელეთის მსახური“ მიწოდოთ, ვიდრე თქვენგან მაღალჩინოსნობა მივიღოო“. ამ სიტყვების შემდეგ ზეწოლამ სულ უფრო აშკარა სახე მიიღო. ერთხელაც ქუჩაში შებინდებისას პაპას თავს დაესხნენ და თავის არეში ბლაგვი საგნით მძიმე დარტყმა მიაყენეს, მაგრამ ძლიერი ფიზიკური აღნაგობის გამო, მან სამ-ოთხ წელს კიდევ იცოცხლა. ამ დროის მანძილზე სუკის ჯალათები არ წყვეტდნენ მის შევიწროებას. უწყოდენ რა ჩვენი უსასხრობა, მას ძველ წინადადებასთან ერთად სრულფასოვან მკურნალობას სთავაზობდნენ, მაგრამ მეუფე ტვინში სისხლის ჩაქცევით, ტანჯვა-წამებით ისე აღესრულა, რომ არ უღალატია ქრისტესთვის. ოჯახში ყოველთვის გვწამდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ ამბის ყველასთვის მოყოლის საშუალება მოგვეცემოდა და მეუფე იეროთეოზის პირადი მაგალითი გზას გაუნათებდა მომავალ თაობას“.