სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12234

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი დავითი (გრიგოლ ჭკადუა) 1926-1992წწ წარმ. ზემო ქვალონი ხობი მიტროპოლიტი დავითი (გრიგოლ ჭკადუა) 1926-1992წწ წარმ. ზემო ქვალონი ხობი

1926-1992 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი ჭკადუა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

მიტროპოლიტი დავითი (გრიგოლ ჭკადუა) 1926-1992წწ წარმ. ზემო ქვალონი ხობი

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა; დ. 22 მარტი1926 — გ. 8 ოქტომბერი1992) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტიცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველი.


დაიბადა 1926 წლის 22 მარტს ქალაქ თბილისში, სასულიერო პირის ოჯახში. 1942 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1955 წელს დაამთავრა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956–1978 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს ეკურთხა მღვდლად და დაინიშნა მარტყოფის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.


1978 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ ჭკადუა მცხეთის სამთავროს მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად დავითი, 15 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად.



1980 წლის 14 ოქტომბერს მეუფე დავითი აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. ამ თანამდებობაზე იყო 1984 წლამდე1981წლის 8 სექტემბერს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.


1983 წელს მიტროპოლიტი დავითი კანადაში, ქ. ვანკუვერში VI მსოფლიო საეკლესიო ანსამბლეაზე აირჩიეს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ცენტრალური კომიტეტის და სამედიცინო კომისიის წევრად, ამავე კომიტეტისა და კომისიის წევრად 7 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს 1990 წელს ავსტრალიის ქ. კანბერანში.



1984 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელია. 1983 წლის 26 ივნისიდან მიტროპოლიტია. იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. იგი დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის, რუსეთის საპატრიარქოს ორდენებით.

1991 წლის 29 სექტემბერს კენჭს იყრიდა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დეპუტატად.

1991 წლის დეკემბერში იმყოფებოდა ვატიკანში, სადაც შეხვედრები გამართა რომის პაპთან. 6 დეკემბერს სიტყვით გამოვიდა კათოლიკური ეკლესიის სინოდის სხდომაზე.

მიტროპოლიტი დავითი გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს. დაკრძალულია სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.

მეუფის მამა იოანე

 დეკანოზ ივანე ჭკადუას ბიძა დეიდის მეუღლე და შემდგომში იღუმენი ეპიფანე გაბელაია.ქაშვეთთან დახვრიტეს 1937 წელს


ითანამშროლა მასალა მომაწოდა ივა (იოანე) ჭკადუა (შვილიშვილი მარცხნივ) და დეკანოზი გიორგი რევიშვილი.მამა გიორგის ძმა მიტროპოლიტი დავითის ნაკურთხია.დეკანოზი გიორგი ნაკურთხია მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძის მიერ დეკანოზი აკაკი მელიქიძის მამის



მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი)
| ნაწილი

მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში  გრიგოლ/გივი ჭკადუა 1926 წლის 22 მარტს იოანე თეოდორეს ძე ჭკადუასა (შემდგომში –– დეკანოზი) და ოლია ილარიონის ასულ ჯინჭარაძის ოჯახში დაიბადა. 1942 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1955 წელს დაამთავრა ქ. პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1956-1978 წლებში მუშაობდა სტომატოლოგიური კაბინეტის გამგედ. 1978 წლის 13 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ (შიოლაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი, სახელად გიორგი უწოდა და მარტყოფის „ღვთაების“ სახ. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1978 წლის 20 ოქტომბერს თბილისის საპატრიარქო



17-1 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.22
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)

რეზიდენციაში მოწვეულ იქნა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიაII წარდგინებით წმინდა სინოდის სხდომამ განაჩინა: „მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გიორგი ჭკადუა (შევნიშნავთ, რომ ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“ შეცდომა გაიპარა, არქიმანდრიტის მაგივრად ტექსტში უნდა ყოფილიყო მღვდელი გიორგი, რადგან არქიმანდრიტ სასულიერო პირს ეპისკოპოსად კურთხევის წინ სახელს არ უცვლიან. მომდევნო ნომერში შეცდომა გასწორდა და ტექსტში ვკითხულობთ:
„მარტყოფის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელი გიორგი ჭკადუა“ - გ.მ.) დადგენილ იქნას ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და ეწოდოს მას სახელი დავითი“. იმავე საღამოს, მცხეთის სამთავროს წმ. ნინოს სახ. დედათა მონასტერში მღვდელი გიორგი ბერად
აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მეორე დღეს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1978 წლის 15 დეკემბერს სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სინოდის
მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის კათედრაზე დაადგინა. ეპისკოპოსად სახელდების ლოცვაზე არქიმანდრიტმა დავითმა ქადაგებით მიმართა მის უწმინდესობას და ტაძარში შეკრებილ მრევლს: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო, პატიოსანნო მამანო, ჩემი ერის მორწმუნე შვილებო დღეს წარმოუდგენელი სიხარულის დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ არ შენელებულა ის დიდი
მღელვარება, რომელიც მე განვიცადე ამ რამდენიმე თვის წინათ: მაშინ, მთელი რწმენით, ჩავიცვი ანაფორა. როდესაც მე შეუდექი ამ, მართლაც მძიმე და რთულ სამსახურს, –– თქვენ, თქვენო უწმინდესობავ
და უნეტარესობავ, გ ზა დამილოცეთ. ამ ხნის მანძილზე ხშირადვეკითხებოდი ჩემს თავს: შევძლებ თუ არა, რომ გავამართლო თქვენი იმედები და, კიდევ, შევძლებ თუ არა, არ შევარცხვინო ჩემი წინაპრების მამაჩემის პაპის და მისივე მამის –– პაპაჩემის სახელი, რომელნიც უმწიკვლოდ ემსახურნენ საქართვე- ლოს ეკლესიას;არ შევარცხვინო თვით მამსჩემის სახელი, რომელიც დღესაც მისი მსახურია. ეს კითხვები ყოველთვის მაწუხებდა და მაღელვებდა.
ურთის შეხედვით, მღვდლობა თითქოს სულ არ არის ძნელი. სინამდვილეში მღვდლობა ისეთივე მძიმე სამსახურია,
როგორც ექიმობა. მათ შორის ძალიან ბევრია საერთო. ექიმი ავადმყოფის მკურნალია, უეს ასეა, მაგრამ რაგინდ კარგი მკუურნალიც უნდა იყოს ექიმი, თუ მას არა აქვს უნარი მორალურადაც დაამშვიდოს და განკურნოს ავადმყოფი, ამ შრომას სასურველი შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს და მადლიც მაშინ მობდევს, როცა იგი ავადმყოფის სულს ჩასწვდება.
მღვდლობაც მოძღვარი მორწმუნე ხალხის სულიერი მკჯურნალია. არ ასეა... არის იოლი მისი გზა. მღვდელი მორწმუნისათვის სიწმინდისა და სიკეთის მაგალითია, მისი გ ზის მანათობელი სანთელია. დიახ, სასულიერო პირი თავისი ცხოვრებით, თავისი გრძნობით მორწმუნე ადამიანებს გ ზის მანათობლად უნდა ევლინებოდეს. აი, ასე მესახებოდა მე ის გ ზა, რომელიც ავირჩიე. არ ვიცი, შევძლებ თუ ვერ შევძლებ, მაგრამ ღმერთს მუდამ შევსთხოვდი და შევსთხოვ, მომცეს ძალა და შეწევნა ამ დიდი სამსახურის შესრულებისათვის. მუდამ ამ
ფიქრით ვემსახურები ჩვენს მრავალტანჯულ, მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიას. ამჯერად კი უღელი, რომელიც მხრებზე დამედგა, კიდევ უფრო დამძიმდა. ვდგავარ რა თავდახრილი თქვენს წინაშე უღირსი მონა ღვთისა, ჩემს თავს ვეკითხები: მე რითა ვარ ღირსი ვატარო ეპისკოპოსის სახელი? სახელი, რომელსაც ატარებდა დიდი გაბრიელი, ან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, ან ანტონ ჭყონდიდელი? ვატარო მათსავით ღირსეულად და შეურცხვენელად... დიახაც,
დიდი ტვირთი და დიდი მოვალეობაა ეს. ერთადერთს, ისევ თქვენ მოგმართავთ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ: რადგან ზეგარდამო ღმერთის ნებით მიიღეთ ასეთი დადგინება,
გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და შეევედროთ უფალსა ჩვენსა, რათა მან შემაძლებინოს ეს უმძიმესი სამსახური ჩემი მშობელი ხალხის წინაშე, რათა გავამართლო მე თქვენი ნდობა და იმედები, თუნდაც -– ნაწილობრივ მაინც. მე მხოლოდ და მხოლოდ ის დამრჩენია, რომ მუ-
 


17-2 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.23
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)

დამ მახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები: „კაცად-კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს“ პავლე მოციქული, აგრძელებს რა თავის აზრს, ამბობს: „ჯერ-არს ეპისკოპოსისა, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ-მოყუარე, სწავლულ“ ამ სიტყვების ა ზრი დიდია, დიდია ისევე, როგორც დიდია თვით ღმერთი მაღალი. ასეთი სირთულის წინაშე ვდგავარ და ისევ შევთხოვ უფალს მის მოწყალებას: რადგანაც მე მყო მღვდელმთავრად ბათუმ-შემოქმედის ეპარქიისა, მანვე სახიერმან მომცეს ძალა და გონება, რათა კ)ეთილად აღვასრულო ნება მისი. მისი ბრწყინვალებით იყოს განათლებული ჩემი შავი სამოსი და რთული გ ზა. ამინ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში სამწლიანი მოღვაწეობის შედეგად, მეუფე დავითის ხელმძღვანელობით დაიწყო 1976 წელს დამწვარი ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძრის მშენებლობა (ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაყვანის შემდეგ მისი მშენებლობა დაასრულა და აკურთხა მიტროგ.მ.), გაიხსნა სამი ეკლესია და ჯიხეთის დედათა მონასპოლიტმა შიომ (ავალიშვილი) 1983 წელს ტერში აშენდა ოთხი სახლი მონაზვნების საცხოვრებლად, იკურთხა რამდენიმე სასულიერო პირი. 1980 წლის 1 ოქტომბრიდან 1984 წლის 14 იანვრამდე მეუფე დავითი იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი. 1980 წლის 14 ოქტომბერს მთავარეპისკოპოსის წოდება მიენიჭა.
1981 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანო ჟურნალი „უან უელდ“ წერდა (აღნიშნული წერილი ქართულად თარგმნა დ. ველიაშვილმა): „წვეროხან მართლმადიდებელ პრელარტთა რიგებში 523 წლის ეპისკოპოსი დავით ჭჯადუა ისე გამოიყურება, თითქოს იგი სასულიერო პირად დაიბადა. სინამდვილეში, ეს ტანმორჩილი, მკვრივი აღნაგობის ქართველი ეპისკოპოსი, ორთოდოქსალური ქკლესიის მსახურთა შორის, მეტად უჩვეულო წარმოშობისაა. 30 წელი იგი კბილის ექიმი იყო, შემდეგ კი ბაბუისა და მამის ნაკვალევს გაჰყვა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მართთმადიდებელი ეკლესიის მსახური გახდა . ეპისკოპოსი დიდად განიცდის მსოფლიოს ჩაგრული ხალხის ბედს იგორც იცით, ჩვენმა უევეყანამ სასტიკი ომი გადაიტანა ფაშისტური გერმანიის წიმააღმდეგ საბჭოთა კავშირს მილიონობით ხალხის სიცოცხლედ დაუჯდა გამარჯვება. ამ ომში უსაზღვროდ დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომაც. ამ ფაქლმა ღრმა ნაკვალევი დააჩნია ჩემს მეხსიერებას. ეხლაც, როცა შესხმის, რომ კაცობრიობა კვლავ ომის საშინელებების წინაშე დგას, მწუხარებით ვივსები.
კვლავ ცოცხლდება მეხსიერებაში წარსულის საშინელებანი და ის უა ზრო მსხვერპლი...“ „..მე ღრმად მჯერა, რომ მსოფლიოს ხალხებს შორის უსათუოდ უნდა არსებობდეს თბილი, მეგობრული დამოკიდებულება. ასეთი იყო ჩემი რწმენა და ასეთივე დარჩა მახ შემდეგაც, რაც ჩემი ცხოვრება მაცხოვრის სამსახურს მივიძღვენიო“ თქვა მან. დღეს საქართველოს ეკლესიას სათავეში უდგას მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შისი ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსი დავითი ჭკადუა ემსახურება საეკლესიო ცხოვრებას თავის ეპარქიაში. საქართველოში 75 ეპარქიაა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ეპისკოპოს ვცადუას ეკუთვნის. აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ერთ-ერთი უძველესთაგანი, საქართველოს უკლესია, /( საუკუნეში დააარსა მოციქოლმა ანდრია პირველწოდებულმა. იმ მოციქულთა შორის, ვინც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში, ანდრია გარდა არიან: წმიდა მოციქული სვიმონ კანანელი მათე, ბართლომე და მათი მოწაფეები. წმ. ბართლომემ იქადაგა ქრისტიანობა როგორც საქართველოში, ისე ჩრდილო კავკასიაში. საქართველოში, რომელიც იმ დროს იბერიის სახელწოდებით იყო ცნობილი, ქრისტიანობა საბოლოოდ დამ ჯვიდრდა მოციქულთა სწორის, წმიდა ნი-

17-3 საპატრიარქოს უწყებანი N17 6-20ოქტომბერი 2022წ გვ.24
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (დასასრული)


ნოს დროს, მე-4 საუკუნის დასაწყისში. იმდროიდან ქრისტიანობამ მრავალი ჭირ-ვარამი გადაიტანა. უთვალავი იყო ბოროტი მცდელობა მისი განადგურებისა 1981 წლის 8 სექტემბერს მთავარეპისკოპოსი დავითი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1983 წლის 26 ივნისს მას მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა.

18 საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.21
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი)
 II ნაწილი

1983 წლის 24 ივლისიდან 10 აგვისტომდე კანადაში, ქ. ვანკუვერში მიმდინარე ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს VI გენერალურ ასამბლეაზე მიტროპოლიტი დავითი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ახალი ცენტრალური კომიტეტისა და სამედიცინო კომისიის წევრად აირჩიეს. 1984 წლის 14 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავჯდომარედ დაინიშნა. იგი მონაწილეობდა მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მიერ მოწყობილ ფორუმებში, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი. ჟურნალ „ჯვარი ვაზისას“ არქივში შემორჩენილია ამის დამადასტურებელი მასალაც. 1985 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი რეჟინალდ-ამონუ-ლარსტონი მიტროპოლიტ დავითს სწერდა: „ძვირფასო მიტროპოლიტო დავით! ქრისტიანული სამედიცინო კომისიის წევრებისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ მადლობას გიხდით ჰოლანდიაში, ველდჰოვენში, ქრისტიანული სამედიცინო კომისიის კრებაზე დასწრებისა და თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ, კრებაზე გამოთქმული თქვენი რჩევა სასურველ მიმართულებას მისცემს ქრისტიანული სამედიცინო კომისიის მომავალ მუშაობას. გვინდა ჟურნალ „კონტაქტში“ გამოვაქვეყნოთ ველდჰოვენის კრების შთაბეჭდილებანი. ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში მოგვაწვდით მოკლე მოხსენებას ამ საკითხთან დაკავშირებით. დიდად მადლობელნი დავრჩებით, თუ შეადგენთ პატარა საინფორმაციო ტექსტს, სადაც რეტრსპექტრულად იქნება აღწერილი ერთი კვირის განმავლობაში შეძენილი მნიშვნელოვანი გამოცდილებანი. ამავე დროს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი ორგანიზაციიდან იმ პირების სახელები და მისამართები, რომელთაც სურვილი ექნებათ ჟურნალ „კონტაქტის“ მიღებისა, რათა შევძლოთ მათი სიაში შეტანა. წერილს თანდართული აქვს ველდჰოვენის
კრების მოკლე მოხსენება, მადლობელნი ვიქნებით, თუ შეიტანთ მასში რაიმე დამატებებს ან შესწორებებს“. იმავე წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ქრისტიანული სამედიცინო კომისიის წევრი, ექიმი ერიკ
რ. რემი მიტროპოლიტ დავითს სწერდა: „ამ მოკლე ბარათით გაცნობებთ, თუ რა დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის ველდჰოვენიდან გამოგზავნილი თქვენი წერილები. დიდად მადლიერი ვარ თქვენი ლოცვებისა და იმ მორალური მხარდაჭერისა, რაც თქვენგან მიმიღია. მათი დახმარება დიდად საგრძნობია. გავიგე თქვენი დაძაბული, მაგრამ შედეგიანი
მუშაობის შესახებ. დიდი კმაყოფილებითწ ავიკითხე მოხსენებები. თქვენ შესანიშნავი სამუშაო

18-1  საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.22
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)

ჩაატარეთ. მე მხოლოდ ვწუხვარ, რომ პირადად არ ვიყავი თქვენთან ერთად ჰოლანდიაში. მადლს ვწირავ უფალს; იგი გხელმძღვანელობდათ მუშაობაში. ჩვენ, ქრისტიანული სამედიცინო კომისიის (ქსკ-ს) წევრები, ყველანაირად შევეცდებით ხორცი შევასხათ დასახულ ამოცანებს. განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს დამოკიდებულებას ჩვენდამი, როგორც ადამიანებისადმი და მზადყოფნას, დაგვეხმაროთ და ჩვენთან ერთად იმუშაოთ. უახლოეს თვეებში დაგიკავშირდებით. ჩემი ავადმყოფობის ერთადერთი დადებითი მხარე იყო ის, რომ მთელი ჩემი ოჯახი ქრისტეს
შობას შეხვდა ერთად. მადლობა თქვენ, თქვენი ლოცვებისათვის.
გთხოვთ, არც მომავალში შეწყვიტოთ ლოცვების აღვლენა ჩემთვის და მთელი ქსკ-სათვის. მომწერეთ, როცა გექნებათ დრო. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში საშუალება მექნება ვეწვიო თქვენს ეკლესიას“.
მიტროპოლიტი დავითი არჩეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ექვსი ქალაქის საპატიო მოქალაქედ (1984 წლის 3-22 მაისს იგი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბჭოთა კავშირის რელიგიურ მოღვაწეთა დელეგაციაში). სხვადასხვა წლებში დაჯილდოებული იყო საქართველოს, კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ბულგარეთის საპატრიარქოებისა
და ჩეხოსლოვაკიის, ამერიკისა და სხვა ეკლესიების ორდენებით. 1986 წელი გაერთიანებული ერების ორჰანიზაციამ გამოაცხადა მშვიდობის წლად. იმავე წლის 10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა საბჭოთა კავშირის ქრისტიანულ ეკლესიათა დელეგაცია (ეს გახლდათ მეოთხე ვიზიტი, რომელიც ორი კვირა გაგრძელდა). გაიმართა
უამრავი შეხვედრა. ვიზიტის მთავარი მოტივი გახლდათ „კაცთა შორის სათნოებისა და ქვეყანასა ზედა მშვიდობის“ იდეა. მეუფე დავითმა წაიკითხა თემა „ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი


18-2  საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.23
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (გაგრძელება)

საზოგადოების განვითარების საქმეში. წარსული და მომავალი. რამაც სასურველი რეაქცია გამოიწვია. საქართველოში დაბრუნებულ მიტროპოლიტ დავითს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის  საპატიო სიგელი მშვიდობისთვის მებრძოლი რომლითაც იგი დაჯილდოვდა მშვიდობის დაცვის საქმეში აქტიური მოღვაწეობისათვის. 
1990 წელს მიტროპოლიტი დავითი შედიოდა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის იმ დელეგაციის შემადგენლობაში რომელმაც კონსტანტილოპოლიდან ჩამოიტანა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მტიცებულების სიგელი. 1990 წელს, ავსტრალიაში ქ.კამბერაში იგი 7 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს მსოფლიო საბჭოს ახალი ცენტრალური კომიტეტისა და სამედიცინო კომისიის წევრად. ამავე ასამბლეაზე მეუფე დავითის მცდელობით მიიღეს რეზოლუცია საქართველოს თავისუფლების მხარდასაჭერად. ცხუმ-აფხაზეთის ეპატქიაში მოღვაწეობის პერიოდში მიტროპოლიტ დავითის ხელმძღვანელობით გაიხსნა 6 ახალი ეკლესია 5 ეკლესიაში შესრულდა აღდგენითი სამუშაოები და აშენდა ახალი ტაძარი სოფ.ოხურეიშში მისი თაოსნობით გაფართოვდა სოხუმის საკათედრო ტაძარი. მიტროპოლიტი დავითი დააჯილდოვეს დააჯილდოვეს მეორე პანაღიისადა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. სასულიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად მიტროპოლიტი დავითი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა მისი მოთხრობები ქართული ჟურნალ-გაზეთების გარდა იბეჭდებოდა გერმანიისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1992 წელს გამომცემლობამ კიდევაც დაიზრდებიან გამოსცა მისი მოთხრობების კრებული სახელწოდებით რწმენა. მიტროპოლიტ დავითს რთულ ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა, განსაკუთრებით ეს ეხება მისი ცხოვრების ბოლო წლებს.  1992 წელს მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო კომპლიქტი აფხაზეთში რაც გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული. მალე ეს დაპირისპირება საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. 1992წელს ქ. სოხუმში გამართული ქართველობის მრავალათასიან მიტინგზე მიტროპოლიტი დავითი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. მან აღნიშნა ის რაც აფხაზეთში ხდება, ჩემთვის, არა 


18-3   საპატრიარქოს უწყებანი N18 20ოქტომბერი-2ნოემბერი 2022წ გვ.24
მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა) 1926-1992 (გარდაცვალებიდან 30 წლისთავი) (დასასრული)

მხოლოდ როგორც ეკლესიის მსახურისათვის, არამედ როგორც მოქალაქისათვის, წარმოუდგენელი რამ არის. ბავშობიდანვე ვეზიარე მას,
რომ ქართველები და აფხაზები ნათესავები არიან. ყოველთვის ამას ვქადაგებდი ამბიონიდანაც, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა, დიდი ეჭვი; როგორ შეიძლება ძმა იყოს ის, ვინც მოსაკლავად გაგიმეტებს და ტყვიას გესვრის. მე ღვთისმსახური ვარ და ღვთისავე სახელით კაცს ნებისმიერ შეცდომას მივუტევებ, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც მოინანიებს დანაშაულს და მიტევებას ითხოვს. სამწუხაროდ, აქ ჯერ ვერ ვხედავ ამას. პირიქით, დამნაშავე სხვისთვის სისხლის გადაბრალებას ცდილობს. ეს ორმაგი შეცდომა და მკრეხელობაა. ყველაფრის პატიება არ შეიძლება, ამისათვის შთამომავლობა მოგვთხოვს პასუხს. როდესაც
დამნაშავეზე ვლაპარაკობთ, მთელს ხალხს როდი ვგულისხმობ, ხალხი არ შეიძლება დამნაშავე იყოს. დამნაშავენი პიროვნებები არიან. ვლოცულობ ქართველთათვის და აფხაზთათვისაც, რომლებსაც თავგზას უბნევენ უკეთურები. ყველაფერს ვიღონებ, რათა ორ ხალხს შორის მშვიდობა
აღდგეს. ეს ჩემს მისიად მიმაჩნია“. სამწუხაროდ,
მიუხედავად მიტროპოლიც დავითის დიდი ძალისხმევისა, შერიგება ვერ მოხერხდა. 1992 წლის 7 ოქტომბერს ქ. თბილისში მყოფი
მღვდელმთავარი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით, გაზეთი „მადლი“ მოკლე ნეკროლოგს აქვეყნებს: „სრულიად საქართველოს
საპატრიარქო მწუხარებით იუწყება, რომ ღვთივ განისვენა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა (გივი ჭკადუა). ოთხშაბათს, საღამოს, მისი ცხედარი დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში. ხუთშაბათს, დილის 9 საათზე შესრულდება წირვა, ხოლო 12 საათზე წესის აგება. დასაფლავება ორ საათზე სიონის ტაძრის ეზოში“. განსვენებულს მღვდელმთავარს წესი აუგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის მღვდელმთავართა თანამონაწილებით. მისი ცხედარი სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სამხრეთ გალავანში დაასაფლავეს.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.10.2022
ბოლო რედაქტირება 24.02.2026
სულ რედაქტირებულია 9





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0