სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმ. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა IV საუკუნე ხსენება 01(14) ოქტომბერი, მცხეთა წმ. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა IV საუკუნე ხსენება 01(14) ოქტომბერი, მცხეთა
ბმულის კოპირება

წმიდანები

მცხეთა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

430       ბეჭდვა

წმ. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა IV საუკუნე ხსენება 01(14) ოქტომბერი, მცხეთა

მირიან მეფე და ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა.


ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანიც იმ დროისთვის არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა ხოლმე. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად.


ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს.

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ნანა დედოფალი მძიმედ ავად გამხდარა. მისი განკურნება ვერავინ შესძლო, როცა ყველას იმედი გადაეწურა და დედოფალი სიკვდილისთვის იყო განწირული, დახმარებისთვის წმინდა ნინოს მიმართეს. ნინომ ყველასთვის მოულოდნელად დედოფალი სასწაულებრივად განკურნა. მეფე ამ ამბით შეფიქრიანდა, ალბათ პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ რწმენაში და ნინოს ღმერთის ძლიერებაზე ჩაფიქრდა. თუმცა დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფე მირაინს თავის რწმენა დაეტოვებინა. დედოფალი კი განკურნების დღიდან გვერდიდან არ მოშორებია ნინოს. მეფესაც დაუღალავად შეაგონებდა ქრისტიანობა ერწმუნა, თუმცა ამაოდ.

მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ენახა, რომ ერწმუნა. ერთ დღეს 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შეუადღეს მზე დაუბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანი ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს დახმარება შესთხოვა. სინათლე არსაიდან ჩანდა.  სასოწარკვეთილ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. მას გულით შესთხოვა უკუნიდან გამოეხსნა და დაჰპირდა, რომ მის რჯულზე მოექცეოდა, სამუდამოდ თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მირიანმა პირველი ლოცვა, მოხდა სასწაული, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განათდა.


გახარებული მეფე უკან დაბრუნდა, ნანა დედოფალს მიეგება და 50 მხლებელთან ერთად ნინოსკენ გასწია. წმინდა ნინომ სიხარულით მიიღო მეფე, მოისმინა მისი მონათხრობი და უფლის თაყვანისცემა ასწავლა.

ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირაინმა სწორედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში ქრისტიანი მღვდელთმსახურები გამოეგზავნა რათა მის სამშობლოშიც მონათლულიყო ხალხი.

უამრავი ადამიანი მოგროვდა ქრისტეს რჯულზე მოსანათლად. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მირიანმა მაყვლოვანში, ნინოს საცხოვრებელ ადგილას ეკლესია ააშენა, იმ ადგილას, კი სადაც ახლა მცხეთის ჯვარი დგას, ხის ჯვარი აღმართა. ჯვარი დადგა თხოთის მთაზეც, იქ, სადაც სასწაული გადახდა თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის პირველი ეკლესიის მშენებლობაც და ლეგენდაც სასწაულმოქმედი სვეტის შესახებ.

მეფე მირიანი მისი ანდერძის შესაბამისად, სამთავროს ეზოში დაკრძალეს.

საქართველოს ეკლესიამ მირიანი და ნანა წმინდანად შერაცხა, როგორც პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი, რომელთა გადაწყვეტილებამაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის მომავალი.

საქართველო ოფიციალურად გაქრისტიანდა 323 წელს.

წმიდა ქართლის დედოფალი ნანა

ნახატი, გურამ მღებრიშვილი დ. 1949 წ. მხატვარი დაბ. სოფ. უდე, ადიგენი. მოღვ. რუსთავი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.10.2022
ბოლო რედაქტირება 06.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0