სოფიო ღლონტი ბორისის ასული დაიბადა 04 თებერვალი 1983 წელს ოზურგეთის რ-ნი სოფ.ნატანებში.
დედა თამარ ნოეს ასული ბარბაქაძე
დედა თამარი ბარბაქაძე , პროფესიით ეკონომისტი. სასაქონლო ექსპერტი, მოგვიანებით ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი, ასისტენტ პროფესორი.
მამა ბორის ღლონტი უშანგის ძე
მამა ბორის ღლონტი, პროფესიით ეკონომისტი. და ლატავრა ღლონტი, მოცეკვავე, მენეჯერ -პროდიუსერი. ამჟამად ზრდის 3 ვაჟკაცს. სოფიომ დაწყებითი სკოლის განათლება მიიღო სოფ.ნატანების მეორე სკოლაში. ოჯახური პირობების გამო, ოჯახი დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და დებმა თბილისში გააგრძელეს სწავლა...
სოფიომ დაამთავრა კოლეჯი "საერო"უცხო ენის სპეციალობით.შემდეგ ჩააბარა თბილისის შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში, (პანტომიმის სპეციალობით.) პარალელურად დაამთავრა ი.ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნწობის ფაკულტეტი (მომღერალი ლოტბარის სპეციალობით).
სოფიოს ბაბუა, დედის მხრიდან გახლდათ ლოტბარი ნოე ბარბაქაძე. იგი მღეროდა მამია ხატელიშვილის გუნდში.სანდრო კავსაძესთან და ა.შ. სოფიო ბაბუის დაბ.დღეზე 4 თებერვალს დაიბადა და ის ამას საკრალურად აღიქვამს.მისი პირველი კრებული ბაბუის ხსოვნას მიუძღვნა. სოფიო მუშაობდა სხვადასხვა დროს , სხვადასხვა ჟანრის თეატრში.პანტომიმა, საბავშვო თეატრები, დრამის...
ორიდ სიტყვა ნოე ბარბაქაძე 1924 წლის 4 თებერვალი, ჭიათურა-1996 წლის 10 აპრილი. ფოლკროლის ცენტრმა გამოსცა ენციკლოპედია, ქართველ ლოტბარებზე, სადაც შეიყვანა ეთერ თათარაიძემ. ფოტო ვერ მოვიძეთ
2012 წლიდან, დედის დაჟინებული თხოვნით მიიტანა თავისი ლექსები ჟურნალში "ცისკარი" , რედაქტორ ბაღათერ არაბულთან საცდელად.
ბაღათერ არაბული, სოფიო ღლონტი
ბაღათერ არაბული დაბ. 1950 წ. სოფელი ბარისახო
ბაღათერმა მისი ლექსები როგორც "დებიუტი" დაბეჭდა ამავე ჟურნალში და აქედან იწყება მისი მოღვაწეობა ამ სფეროში.არის ავტორი 2 პოეტური კრებულისა "ზამთარგამოვლილი ბაღი" ბაღათერ არაბულის რედაქტორობით და "გოლგოთის ღამე" გიზო თავაძის რედაქტორობით. გზაშია მისი მესამე კრებული . არის მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, აკადემია "გულანის" წევრი და საზოგადოება "სამება" წევრი.3 წელია ცხოვრობს ბათუმში,ფიზიკოსების ოჯახში. თუმცა ცალკე, მეუღლე ზურა კალანდარიშვილთან და ნანატრ ქალიშვილ ნინოსთან ერთად.
სოფიოს აქვს საკუთარი გამომცემლობა "ოდა" , სადაც იბეჭდება წიგნები და პარალელურად სარეკლამო კომპანია.
სოფიო ღლონტი, პანტონიმის თეატრში
წლების განმავლობაში იგი ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას
იყო ორგანიზატორი საქველმოქმედო საღამოების.ასევე მუშაობად პრესაში და აქვს გამოცდილება ტელევიზიაში მუშაობის
სამი წელია მოღვაწეობს ბათუმში.