სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
ისრაფილ ჯინჭარაძე 1916-1943წწ  სამამულო ომის გმირი (1941-45) დაბ. სოფელი მახინჯაური, ბათუმი, აჭარა. ისრაფილ ჯინჭარაძე 1916-1943წწ  სამამულო ომის გმირი (1941-45) დაბ. სოფელი მახინჯაური, ბათუმი, აჭარა.

1916-1943 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ჯინჭარაძე სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

362       ბეჭდვა

ისრაფილ ჯინჭარაძე 1916-1943წწ სამამულო ომის გმირი (1941-45) დაბ. სოფელი მახინჯაური, ბათუმი, აჭარა.

ისრაფილ ქემალის ძე ჯინჭარაძე დაიბადა 1916 წლის 13 აპრილს სოფელ მახინჯაურში (ამჟამად - სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიაჭარაში) გლეხის ოჯახში. მიიღო საშუალო განათლება. 1939 წელს ჯინჭარაძე გაწვეულ იქნა წითელ არმიაში. 1941 წელს დაასრულა ბალაშოვსკის სამხედრო საავიაციო სკოლა. 1943 წელიდან - დიდი სამამულო ომის ფრონტზე. მონაწილეობდა კურსკის ბრძოლაში, ასრულებდა რამდენიმე საბრძოლო გაფრენას დღეში.


1943 წლისთვის უმცროსი ლეიტენანტი ისრაფილ ქემალის ძე ჯინჭარაძე მე-5 საჰაერო არმიის 1-ი მოიერიშე ავიაკორპუსის 266-ე ავიადივიზიის 673-ე მოიერიშე ავიაშენაერთის უფროსი მფრინავი იყო. იმ დროისათვის მან შეასრულა 92 საბრძოლო გაფრენა, დიდი რაოდენობით გაანადგურა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და საბრძოლო ტექნიკა.

1943 წლის 15 ოქტომბერს მოწინააღმდეგის პოზიციების მორიგი ბომბარდირებისას ჯინჭარაძე იქნა ჩამოგდებული და დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ პრავობერეჟნოეში ზემოდნეპროპეტროვსკის რაიონში, დნეპროპეტროვსკი მხარე, უკრაინის სსრ ძმათა სასაფლაოზე.

1944 წლის 4 თებერვალს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ბრძანებულებით "საბრძოლო დავალებების სამაგალითო შესრულებისთვის ფრონტზე გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისას და ამ დროს გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისათვის" სიკვდილის შემდეგ მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის მაღალი წოდება, ასევე დაჯილდოებულ იქნა: ლენინის ორდენით, სამამულო ომის 1-ი ხარისხის ორდენით და წითელი ვარსკვლავის ორდენით.

ჯინჭარაძის ბიუსტი დგას მის მშობლიურ სოფელში, მის სახელს ატარებს ამავე სოფლის სკოლა, ქუჩა და მოედანი. ასევე ჯინჭარაძის პატივსაცემად მის სახელს ატარებს ქუჩა ქალაქ ბათუმში.

წყარო-www.wikipedia.ge

მოგონებები http://217.147.235.82/bitstream/1234/314591/1/ArdavickebaGmirebs.pdf

ისრაფილ ჯინჭარაძე (მახინჯაური), მეორე მსოფლიო ომის გმირი.


92 საბრძოლო გაფრენის შედეგად, მწყობრიდან გამოიყვანა მტრის 82 ავტომანქანა, 27 ტანკი, 7 თვითფრინავი (ექვსი აეროდრომზე, ერთიც საჰაერო ბრძოლის დროს), მოსპო 10 საცეცხლე წერტილი, არტილერიის 8 ბატარეა, 900–მდე გერმანელი ჯარისკაცი (მოკლა, დაჭრა ან „გაფანტა“). სსრკ–ს თავდაცვის სახალხო კომისარმა მადლობა გამოუცხადა 4-ჯერ, ფრონტის სარდალმა 2-ჯერ, არმიის სარდალმა 5-ჯერ, კორპუსისა და დივიზიის მეთაურებმა 7-7-ჯერ.


დაიღუპა 1943 წლის 15 ოქტომბერს, მოწინააღმდეგის პოზიციების ბომბარდირებისას.


მისი უახლოესი მეგობრის, ალექსი როგოჟინის მოგონებებიდან:

„1943 წლის 15 ოქტომბერი. პარასკევი. ეს დღე მთელი ომის პერიოდში ჩვენთვის ყველაზე მძიმე, ნაღვლიანი და უბედური იყო. მეხსიერებამ შემოინახა ამ დღის ყველა დეტალი. საბრძოლო განგაში დილის 5 საათზე გამოცხადდა და თვითფრინავები საბრძოლო მოქმედებების ადგილისკენ გაემართნენ. ჰაერში იყო ჩემი და ჟანის (ასე ეძახდნენ ი. ჯინჭარაძეს) ავიაგამანადგურებლებიც. ფრონტის ხაზზე სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული. მე და ისრაფილმა მტრის 4 ტანკი დავიმარტოხელეთ და პიკირებით დავეშვით. ისრაფილმა რეაქტიული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების პირდაპირი მოხვედრით ააფეთქა მტრის ტანკი. მერე კარგად შენიღბული მტრის საარტილერიო დივიზიონი შენიშნა და უმალ მისკენ გააქანა თავისი მფრინავი ტანკი. პირდაპირი მოხვედრით ააფეთქა მტრის საცეცხლე პოზიცია და კვლავ ცაში აიჭრა, რომ იქიდან მიზანში ახალი მსხვერპლი ამოეღო. კვლავ გაავებული იერიში მტრის ტანკზე და კვლავ გამაყრუებელი აფეთქება. ის იყო პიკირებიდან გამოდიოდა რომ პირდაპირი მოხვედრით ისრაფილის თვითმფრინავს ცეცხლი მოედო. ისრაფილმა ალმოდებული თვითმფრინავი იმ საცეცხლე პოზიციებისკენ გააქანა, რომელსაც ჯერ კიედევ შემნიღბავი ტოტები ფარავდა და რომელმაც მუხანათურად იმსხვერპლა ქართველი ჭაბუკის სიცოცხლე. გაისმა გამაყრუებელი აფეთქების ხმა, რომელიც ახლაც ყურებში მიდგას. მტრის საცეცხლე პოზიციაზე დიდ შავ ორმოს დაეღო ხახა. ასე გმირულად დაიღუპა ჩემი საყვარელი მეგობარი, ჩვენი პოლკის შესანიშნავი შევარდენი, ისრაფილ ჯინჭარაძე.


ცოტა მოგვიანებით კატიას დაღუპვის ამბავიც მოვიდა ჩვენამდე. კიეველი გოგონა, რომელიც ისრაფილის გულის მესაიდუმლე იყო, უკრაინაში, მშობლიურ ადგილებთან ახლოს იმსხვერპლა ნაღმის ნამსხვრევმა. კიდევ კარგი, რომ არც ისრაფილმა და არც კატიამ არ იცოდნენ ერთმანეთის დაღუპვის ამბავი. ბერლინში მესიზმრა, ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ისრაფილი შემომცქეროდა და კვლავ ჩვენს საყვარელ“სულიკოს” და“ციცინათელას” მღეროდა. გვერდით მოყვებოდა საქორწილოდ მორთული კატია, რომელსაც თავზე ისრაფილის ხელით დაწნული ყვავილების გვირგვინი ამშვენებდა. ხმამაღლა შევყვირე და ლოგინიდან წამოვვარდი. ვაი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო."


ი. ჯინჭარაძეს დაღუპვამდე მიღებული ჰქონდა წითელი ვარსკლავის (26. V. 1943 წ.)და სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენები (30. VIII. 43 წ.). 1944 წლის 4 თებერვალს, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უმაღლესი ჯილდო, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.


დაკრძალულია სოფელ პრავობერეჟნოეში, ზემოდნეპროპეტროვსკის რაიონში, უკრაინის სსრ–ს ძმათა სასაფლაოზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 06.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0