.აბუთიძე გურამ გიორგის-ძე.

რიგითი, მძღოლი (20.04.1962-14.04.1982)
დაიბადა საჩხერეს რაიონის სოფელ გორისაში. მუშაობდა კოლმეურნეობაში.
1981 წლის 2 აპრილს გაწვეულ იქნა საჩხერეს რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ავღანეთში მსახურობდა 1981 წლის ივნისიდან.
არაერთხელ ღებულობდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში.
1982 წლის 14 აპრილს იმყოფებოდა რა საავტომობილო კოლონის ტექნიკური ჯგუფის ჩამკეტ შემადგენლობაში, აბუქსირებდა დაზიანებულ ავტომანქანას. სალანგის უღელტეხილის რაიონში, როცა მოსახვევიდან უეცრად გამოვარდა ავღანელთა ავომანქანა ხალხით, თავისი მანქანით გადაიჩეხა უფსკრულში. დაიღუპა ავღანელთა სიცოცხლის გადასარჩენად.»
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო მედლით «მამაცობისათვის» და «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდილის შემდეგ). დაკრძალულია სოფელ გორისაში.




თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)