002 ვაჟა ადუაშვილი 1962-82წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. კარალეთი გორი
ვაჟა ადუაშვილი ვლადიმერის-ძე.
სერჟანტი, მძღოლი. (24.04.1962-21.05.1982)
დაიბადა გორის რაიონის სოფელ კარალეთში. სწავლობთა პროფტექსასწავლებელში.
1980 წლის 10 ოქტომბერს გაწვეულ იქნა ქ.თბილისის ლენინის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ავღანეთში მსახურობდა 1980 წლის დეკემბრიდან.
«1982 წლის 21 მაისს, ქაბულ-გაზნი-ს მარშრუტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კოლონას, რომელსაც ის მიჰყვებოდა, თავს დაესხნენ დუშმანები, რომლებმაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. განადგურდა გამყოლი ჯგუფის 2 ჯავშანტრანსპორტერი. ადუაშვილმა თავისი მანქანით ერთ-ერთი ბრონეტრანსპორტერი უფსკრულში გადააგდო და ამით გაანთავისუფლა გზა, მაგრამ თავადაც სასიკვდილოდ დაიჭრა ავტომატის ჯერით».
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა მედლით «მამაცობისთვის» და «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი