003 თამაზ ავეტიკოვი 1961-85წწ გარდ. ავღანეთი დაბ. თბილისი
თამაზ ავეტიკოვი გეურქის-ძე.
უფროსი ლეიტენანტი, ნაღმსატყორცნი ბატარეის მეთაური. (11.06.1961-08.08.1985)
დაიბადა ქ. თბილისში. ეროვნებით სომეხია.
საბჭოთა არმიაში მსახურობდა 1978 წლის 5 აგვისტოდან. დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი. ავღანეთში მსახურობდა 1983 წლის ოქტომბრიდან.
«ღებულობდა მონაწილეობას 32 საბრძოლო ოპერაციაში და საავტომობილო კოლონების გაყოლაში. 1985 წლის 8 აგვისტოს, ნაღმსატყორცნმა ბატარეამ, რომელსაც ის მეთაურობდა, მიიღო დავალება გადაეკეტა გადამკვეთი ცეცხლით მოწინააღმდეგის ხეობიდან გასვლის სავარაუდო გზები ბაგლანის პროვინციაში. ბატარეა დროულად დაიძრა მიმართულ პოზიციებზე და შეასრულა დასმული ამოცანები. ამ ბრძოლაში ავეტიკოვი იქნა სასიკვდილოთ დაჭრილი.»
მამაცობისათვისა და თავდადებისათვის დაჯილდოებული იყო «წითელი ვარსკვლავის» ორდენით და «ლენინის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი