ლერმანტი ალთუნიანი 1967-87წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. ოჩხამური ქობულეთი
ლერმანტი ალთუნიანი ლავრენტის-ძე.
უმცროსი სერჟანტი, მოტომსროლელი ქვედანაყოფის მეთაური. (09.09.1967-28.08.1987)
დაიბადა ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში (აჭარის ა/რ).
ეროვნრბით სომეხია. 1985 წლის 31 ოქტომბერს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ავღანეთში მსახურობდა 1986 წლის თებერვლიდან.
«მონაწილეობა აქვს მიღებული 24 საბრძოლო ოპერაციაში. 1987 წლის 28 აგვისტოს, დასახლებულ პუნქტ ტორისოხტას რაიონში, დუშმანთა ცეცხლქვეშ მოჰყვა სადარაჯო საგუშაგო, რომელშიც ის გადიოდა სამსახურს თავის ქვედანაყოფით. ურთულეს მდგომარეობაში მყოფმა ალთუნიანმა შეძლო სწრაფად ორგანიზება გაეკეთა მოწინააღმდეგის შეტევის უკუგდებას. ამ სწრაფმავალ ბრძოლაში იგი სასიკვდილოდ დაიჭრა.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია კრასნოდარის მხარის სტანიცა ოტრადნაიას სასაფლაოზე.
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)