ვლადიმერ გაბრიელიანი ლუკას-ძე
უფროსი ლეიტენანტი, მოტომსროლელი ოცეულის მეთაური (13.10.1958-09.05.1983)
დაიბადა ქ.თბილისში. ეროვნებით სომეხია.
საბჭოთა არმიაში მსახურობდა 1976 წლის 5 აგვისტოდან.
დაამთავრა ბაქოს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი. ავღანეთში მსახურობდა 1981 წლის მაისიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. 1983 წლის 9 მაისს საბრძოლო დავალების შესრულებისას, რა დროსაც პატრულირებდა საავტომობილო კოლონების მოძრაობის მარშრუტზე სახიფათო მონაკვეთს, ფარვანის პროვინციაში, ოცეული მისი მეთაურობით შეება მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში, რომლის დროსაც სამეთაურო ჯავშანმანქანა აფეთქდა ჭურვზე. მიუხედავად იმისა რომ მიიღო ჭრილობა, გაბრიელიანი ოსტატურად მეთაურობდა ბრძოლას და აგრძელებდა სროლას. ბრძოლის შემდეგ დაიღუპა.»
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოვდა მედლით «მამაცობისთვის» და «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდილის შემდეგ).
დაკრძალულია თბილისში, დამპალოს სასაფლაოზე.
თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია