იური გოლოშვილი (გოლიშვილი?) 1955-80წწ გარდ. ავღანეთი დაბ. გორი
იური გოლოშვილი (გოლიშვილი?) დავითის-ძე
პრაპორშჩიკი, რადიოელეტრონული მოწყობილობის ჯგუფის მექანიკოსი. (09.12.1955-25.08.1980)
დაიბადა ქ.გორში. ეროვნებით ოსია.
მუშაობდა მეარმატურეთ ქ.დივნოგოესკში (რუსეთი).
1974 წლის 9 ნოემბერს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში კრასნოიარსკის მხარის კანის სამხედრო კომისარიატის მიერ. დაამთავრა კანის პრაპორშჩიკთა სკოლა. ავღანეთში მსახურობდა 1980 წლის ივლისიდან.
«1980 წლის 25 აგვისტოს, ქ. ჯალალაბადის სამხრეთ-აღმოსავლეთით 38კმ. შვეულმფრენთა რგოლი ახორციელებდა დაბომბვას მოწინააღმდეგის პოზიციებზე. შვეულმფრენი, რომლის ეკიპაჟის წევრიც ის იყო, ჩამოაგდეს. ეკიპაჟმა ყველა ღონე იხმარა,რომ ცეცხლმოკიდებული მანქანა დაესვა, მაგრამ ის მთას შეეჯახა და აფეთქდა. გოლოშვილი დაიღუპა.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.

წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)