ნურამზო გუსეინოვი ორუჯ ოგლი
უმცროსი სერჟანტი, მოტომსროლელი დანაყოფის მეთაური.
(11.10.1968-07.02.1988).
დაიბადა გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში. ეროვნებით აზერბაიჯანელია.
1986 წლის 21 ოქტომბერს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გარდაბნის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1987 წლის აპრილიდან.
«1988 წლის 7 თებერვალს მოტომსროლელი დანაყოფებით ,,მწვანე ზონაში,, იქნა ალყა შემორტყმული მტრის ჯგუფი, რომელიც შეეცადა გაერღვია ალყა. სასტიკი ბრძოლის დროს, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა მეტყვიამფრქვევე, გუსეინოვმა დაიკავა მისი ადგილი და გახსნა ცეცხლი. მტრის მცდელობა, გაერღვია ალყა - ჩაიშალა, მაგრამ გუსეინოვი ამ ბრძოლაში დაიღუპა.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია სოფელ გაჩიანში
თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია