უფროსი ლეიტენანტი, Ми-8 შვეულმფრენის მფრინავ-შტურმანი. (22.09.1958-19.01.1986).
დაიბადა ქ.თელავში. საბჭოთა არმიაში მსახურობდა 1983 წლის 20 ივნისიდან. დაამთავრა კრემენჩუგის სამოქალაქო ავიაციის საფრენოსნო სასწავლებელი. ავღანეთში მსახურობდა 1985 წლის ოქტომბრიდან.
«დაიღუპა 1986 წლის 19 იანვარს ავიაკატასტროფაში დასახლებულ პუნქტ ლაშკარგახთის სამხრეთ-დასავლეთით 90 კილომეტრში, საბრძოლო დავალების შესრულებისას.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია ქ.თელავის ცენტრალურ სასაფლაოზე.
მამა შოთა დაუდაშვილი
ითანამშრომლა არჩილ (ნიკოლოზ) გოგოჩიძე დაბ. 1969 წელი, თელავი მეზობელი
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)