ილია დიდმანიძე მემედის-ძე


პრაპორშჩიკი, ასეულის უფროსი ტექნიკოსი.
(03.05.1950-03.11.1982).
დაიბადა ბათუმის რაიონის სოფელ მარადიდში (აჭარის ა/რ).
მუშაობდა ბათუმის ქარხანაში ზეინკლად.
1969 წლის 14 მაისს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში ბათუმის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1982 წლის აგვისტოდან.


«საავტომობილო კოლონის ტექნიკურ ჩამკეტ ნაწილს, რომლის შემადგენლობაში ის მოქმედებდა, 1982 წლის 30 ოქტომბერს, დუშმანებმა ცეცხლი გაუხსნეს მოძრაობისას. დიდმანიძემ მიიღო მძიმე ჭრილობა, ძლივს დატოვა აფეთქებული მანქანა და მოწინააღმდეგეს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა. 1982 წლის 3 ნოემბერს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა ჰოსპიტალში.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია სოფელ მარადიდში.





თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)