ვადიმ ზაიჩენკო 1958-82წწ გარდ. ავღანეთი დაბ. თბილისი
ვადიმზაიჩენკო ვასილის-ძე
ლეიტენანტი,
საარტილერიო ბატარეის საცეცხლე ოცეულის მეთაური.(09.10.1958-29.05.1982).
დაიბადა
ქ.თბილისში. ეროვნებით რუსია.
საბჭოთა
ჯარში მსახურობდა 1976 წლის 5 აგვისტოდან.
ავღანეთში მსახურობდა 1982 წლის თებერვლიდან.
«1982 წლის 29 მაისს მისი საცეცხლე ოცეული ფარვანის პროვინციის
ერთ-ერთ კიშლაკში უჭერდა მხარს მოტომსროლელი ბატალიონის საბრძოლო მოქმედებებს. ბრძოლის
დროს მოწინააღმდეგემ გაარღვია ალყა და დაიწყო
მოძრაობა მთებისკენ. ზაიჩენკოს ოცეულმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ამ ბრძოლის
დროს ზაიჩენკო დაიღუპა.»
მამაცობისა
და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.