სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
თემურ ფიჩხაია 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ფოთი სამეგრელო თემურ ფიჩხაია 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ფოთი სამეგრელო

1987-2008 წწ. გარდ. 21 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი ფიჩხაია სია

ფოთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

თემურ ფიჩხაია 1987-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. ფოთი სამეგრელო

კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე – სამხედრო საზღვაო-ძალები 20 აპრილი 1987 ფოთი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ.

4 წლის იყო, ბაღიდან მასწავლებელს რომ გაეპარა და ხიფათი შეემთხვა – ხარმა რქებით ათრია... უვნებელი გადარჩა. მაშინ ეს ბედისწერად ჩათვალეს და დიდხანს სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს...

დედა გაიხსენებს, რომ მისი შვილი ბავშვობისას ხშირად ავადმყოფობდა, რომ იყო ხიფათიანი, გაიხსენებს იმას, როგორ აკითხავდა სავალდებულო ჯარში და როგორ უჩიჩინებდა: შვილო, ჯარს რომ მოიხდი, კაცი გახდებიო. ვნახოთ, ვნახოთო, – პასუხობდა თემური და... ის მარტო კაცი კი არა, გმირი გახდა...


თემურ ფიჩხაია 1987 წლის 20 აპრილს დაიბადა ფოთში.

ეთერ ფიჩხაია, დედა: „სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, მასწავლებლები მისი ქებით არ იღლებოდნენ... ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ჰიდროტექნიკურ ტექნიკუმში გააგრძელა სწავლა, გემთშემკეთებლის ფაკულტეტზე. მერე ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა გორში, ხაშურში, ასევე მე-8 ბატალიონში...“

ჯარის მოვლიდან სამ თვეში ისევ ჯარში დაბრუნდა – კონტრაქტი გააფორმა, მსახურობდა ფოთში, სწრაფლმავალი კატარღის დივიზიონში, „შავი ზვიგენის ჯგუფში“. იყო კაპრალი. სულ 4 თვე ემსახურა სამშობლოს...

დედა: „თემური მალე შეეჩვია თავის ნაწილს. სულ გამოწკეპილი დადიოდა. სახლიდან რომ გავიდოდა, თვალს ვაყოლებდი და ვფიქრობდი, ღმერთო, რა კარგი შვილი მყავს-მეთქი. ერთბაშად გასუქდა, დაკაცდა, უკეთესობისკენ შეიცვალა. განსაკუთრებულად იქცეოდა და მიკვირდა კიდეც...“

შვილის დაკაცებით გულგახარებულ დედას, ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ავი სიზმრები აეკვიატა...

დედა: „ბოლო ერთი კვირა, ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრებოდა... თითქოსდა თემური პატარა იყო და წყალში მივარდებოდა... როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი დაიღუპებოდა... განგაში რომ გამოცხადდა, ერთგვარმა შიშმა ამიტანა...

თემური ამბობდა, სამშობლოს ვერავინ წაგვართმევს, სიცოცხლის ფასად დავიცავთო. ჩვენ, ვისაც სამშობლო გვიყვარს, ბევრნი ვართ და ვერავინ მოგვერევაო. ეტყობა, გრძნობდა სიკვდილის მოახლოებას... 8 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე დამირეკა, დამამშვიდა, მოგვიანებით მოვალო. პირველივე დაბომბვისას დაიღუპა ჩემი შვილი... მეგობრები იხსენებდნენ: ვერ ისვენებდა, გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად და რამდენიმე წუთში დაბომბვაც დაიწყოო... დაბომბვა რომ დაიწყო, ირგვლივ ყველაფერი განათდა, საღამურისამარა წამოვვარდი ლოგინიდან, ფანჯარა გავაღე, გავკიოდი: თემურ, შვილო, შენ ხომ არ შეგემთხვა რამე-მეთქი... ქუჩაში გამოვვარდი და ყველას ვეკითხებოდი, ჩემს შვილს რამე ხომ არ მოუვიდა-მეთქი... ეტყობა, ვგრძნობდი მოახლოებულ უბედურებას... ტელეფონზე ვერ ვუკავშირდებოდი... ის ღამე თეთრად გავათენე... დილით ჩემმა დისშვილმა გამაგებინა ეს უბედურება... გარდაცვლილი თემურის სხეული, სახე არ მინახავს, ისე დავკრძალეთ, მინდა ისეთი მახსოვდეს, როგორიც იყო...

დაუზარელი ბიჭი იყო, ძალიან უნდოდა, სახლი აეშენებინა და ცოლი შეერთო. შეყვარებული იყო, მაგრამ არ დასცალდა... პირველი ხელფასით კომპიუტერი იყიდა, მეუბნებოდა: ნუ გეშინია, დედა, მტერი ვერ მომერევაო... ჩემი სიმწრით გაზრილი შვილი სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, გული მიკვდება, ის რომ აღარაა, მაგრამ მეამაყება, სამშობლოს სიყვარულისთვის რომ გაწირა თავი...“





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0