სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
რომეო ფიჩხაია 1966-2022წ. გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. გულრიფში, ცხოვრ. ჩხოროწყუ რომეო ფიჩხაია 1966-2022წ. გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. გულრიფში, ცხოვრ. ჩხოროწყუ

1966-2022 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ფიჩხაია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

328       ბეჭდვა

რომეო ფიჩხაია 1966-2022წ. გარდ. ბახმუტი უკრაინა დაბ. გულრიფში, ცხოვრ. ჩხოროწყუ

რომეო ფიჩხაია გარდაიცვალა 03 დეკემბერი 2022წ. ბახმუტი უკრაინა დაბადებულია გულრიფში, ცხოვრობდა ჩხოროწყუ

რომეო ფიჩხაია წარმოშობით ჩხოროწყუდანაა, ნაიცხოვოდან, აფხაზეთიდან დევნილია "ლენინს" ეძახდნენ,  ცხოვრობდა ჩხოროწყუ


კახა გოგოლი ვალერის ძე 1974-2022წწ გარდ. ლუგანსკი უკრაინა დაბ. ზემო ფშაფი, გულრიფში აფხაზეთი ცხოვრ. ფოთი

ნიკო მიქაია პოსტი

ბავშვი ვიყავი, როცა აფხაზეთიდან ჩამოვიდნენ და ჩემი სახლის წინ დასახლდნენ დევნილობაში! შემოგვიკრებდა ხოლმე და ომის ისტორიებს გვიყვებოდა! გვეუბნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ! ყველას ასე ელაპარაკებოდა! ბავშვები განსაკუთრებით უყვარდა და ასე ვამართლებ ზედმეტსახელსო იცინოდა(ლენინი ჰქონდა ,,კლიჩკა”).

აფხაზეთის ომში იბრძოდა ბოლო დღემდე! სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღით ადრე დაიჭრა და ჭუბერით ძლივს გადმოიყვანა ოჯახმა. მებრძოლმა სულმა მაინც ვერ მოისვენა და ბევრი წელი პარტიზანობდა! წავიდოდა, დაიკარგებოდა ხოლმე და ვინ იცის რამდენ გმირულ საქმეს აკეთებდა ჩუმად, ხმის ამოუღებლად! ოჯახი გამოიგლოვდა აფხაზეთში გადასულ რომეოს და მეორე უეცრად გამოჩნდებოდა! ყველაზე კარგად ის მახსოვს, რომ რამდენიმე თვის გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა და დაბრუნების სუფრაზე მამაჩემი ათამადა! 

წლები გავიდა და ჩვენც, უბნის ბავშვები ნელ-ნელა გავიზარდეთ! დავკაცდით. მამლაყინწობის ასაკში თუ ვინმეს ჩხუბი მოუვიდოდა, ,,ლენინი” მოწოდების სიმაღლეზე იყო, შეგვარიგებდა და გვეტყოდა ,,სოხუმია დასაბრუნებელი და თქვენ რა გაჩხუბებთო”. 

უცნაური და ამავდროულად საოცარი პრინციპების კაცი იყო! ცოტა უხეშიც იყო, როგორც ყველა ნამდვილი მეომარი, მაგრამ დიდი სიყვარული და გვერდში დგომა შეეძლო! არც დაფიქრდებოდა, ისე გამოგყვებოდა ტყვიაზე. 

,,ნიკუუუშ” დამიძახებდ ხოლმე ჩხოროწყუში ჩასულს და მერე ბევრი საათი ვლაპარაკობდით ხოლმე ბირჟაზე! ,,ბუძა” მისი ტერმინი იყო, ბავშვებს ყველას ასე ელაპარაკებოდა! 

უკრაინის ომი რომ დაიწყო, შემთხვევით გავიგე რომეო წავიდაო! ასე ჩუმად, თავის სამეგობროსთან ერთად ადგა და წავიდა! ვერ ვურეკავდი, facebook-ზე მისი გვერდი ვნახე და მეგობრობა გავუგზავნე, არ დამიმატა. მერე მის ძმასთან ერთად დავურეკე და რატო არ მამატებთქო რო ვუთხარი, მე რა ვიცი აქ დამატება თუ ძმა ხარო და ვიხარხარეთ! ბიჭო კონტრაქტს მოაწერე ხელითქო ვუთხარი და მისაყვედურა! აქ ბავშვები და ქალები იხოცებიან და მე ფული როგორ ავიღოვო! არ დამიჯერა 

ივლისში მისი ძმაკაცი კახა გოგოლი დაიღუპა. რამდენიმე კვირაში ჩამოვიდა საქართველოში. ერთი დღით ვიყავი ჩხოროწყუში ჩასული, 10 წუთით ვნახე და მოვიკითხე! ახლა მეჩქარება და მერე ვილაპარაკოთ დიდ ხანსო მითხრა. ძალიან მოწყენილი და საშინლად გაბრაზებული იყო. ხო აღარ მიდიხართქო ვკითხე და აქ რა გამაჩერებსო, ახლა იქ წყდება სოხუმის ბედიო და კახას სისხლსაც არავის შევარჩენთო! მოკლედ მალევე წავიდა! 

ტრაგედიამდე რამდენჯერმე ვესაუბრე! ისევ იგივეს იმეორებდა! ბოლომდე ვიდგებით სანამ ცოცხლები ვართო. ბახმუტში ვარო მითხრა. ბეევრი ჰყავთ ჩამოყრილი ამ ძაღლისშვილებს, მაგრამ მაგრად ვდგავრთო! სამუწხაროდ მეორე დღეს მოხდა ის, რაც მოხდა.

ბევრის ლაპარაკი შემიძლია რომეოზე! ძალიან ბევრის. ის ჩემი უფროსი ძმაკაცი და მეგობარი იყო! მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ძალიან გაბრაზებოდა ახლა ამდენიც რომ ვილაპარაკე. მთელი ცხოვრება ნაომარი კაცი, ფიზიკურად მუშაობდა და ისე ინახავდა თავის თავს და ოჯახს. არასოდეს წუწუნებდა და არც თავის ნაბრძოლ ცხოვრებას ახვევდა არავის თავს. აი ასე, უბრალოდ თავისთვის, ჩუმად იბრძოდა როგორც იარაღით, ისე უიარაღოდ! 

მაგრამ ხმაურიანად წავიდა იმ ქვეყნად! მისი გმირობის ისტორია მთელმა საქართველომ და უკრაინამ გაიგო! 

დიახ, ისინი გმირები არიან! გმირები, რომლებიც ,,მშვიდობის ქალაქში” უნდა ჩამოასვენენო, მაგრამ ალბათ მათაც 50-მდე ადამიანი დახვდება აეროპორტში! გმირები, რომლებიც ,,მშვიდობიან საქართველოში” ბევრს დაავიწყდება! გმირები, რომელთაც არ დაკრძალავენ ძმათა სასაფლაოზე! და გმირები, რომელთაც უბრალოდ არავინ დააფასებს სამწუხაროდ! დიახ, ძალიან ცოტანი ვეტყვით მათ მადლობას გაღებული სიცოცხლისთვის და გმირობისთვის! მაგრამ ამით ის ყველაზე კმაყოფილი იქნება! მას მადლობისთვის არასოდეს არაფერი გაუკეთებია! ვინ იცის რამდენ ტყვიას ჩაუვლია მის გვერდით, მაგრამ ეს არასოდეს არავისთვის დაუყვედრებია! 

რომე, ჯიმა! მიხარია, რომ გიცნობდი და ბევრი რამე მისწავლია შენგან! ,,ჩქიმ ჯიმა რექია” ბევრჯერ გითქვამს! ხოდა ვიცი ზუსტად, მშვიდად ხარ ახლა, სიკვდილის არასოდეს გეშინოდა და არც მაშინ შეგშინებია, როცა ძაღლისშვილებმა გააჩერეს შენი მებრძოლი გული! შენს სულს კი ვერასოდეს გააჩერებენ! 

მშვიდად განისვენე ჩქიმ ჯიმა! თუ სულები მართლა არსებობს და სიკვდილის მერე სხეულისგან თავისუფლდებიან, ზუსტად ვიცი ახლა სადღაც აფხაზეთში დაბორიალობ! 

აბა სი გიჩქ ჩქიმ ჯიმა! თუკი რამე შემეძლება, პირობას ვდებ, რომ შენი სახელი აუცილებლად ემახსოვრება ბევრ თაობას ჩხოროწყუში! 



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.12.2022
ბოლო რედაქტირება 05.12.2022
სულ რედაქტირებულია 8





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0