კაპიტანი,
სასაზღვრო ჯარების ავიაპოლკის შვეულმფრენის მეთაური (25.08.1960-18.07.1988)
დაიბადა
ქ.მახარაძეში (ოზურგეთი). ეროვნებით რუსია.
საბჭოთა
არმიაში მსახურობდა 1977 წლის 20 აგვისტოდან. დაამთავრა სიზრანის მფრინავთა უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებელი.
«განახორციელა 900-ზე მეტი საბრძოლი
გაფრენა და გამოიჩინა პირადი მამაცობა და უმაღლესი საფრენოსნო ოსტატობა. საბრძოლო დავალების
შესრულების დროს, 1988 წლის 18 ივლისს, მისი შვეულმფრენი მოხვდა მოწინააღმდეგის ინტენსიური
ცეცხლის ქვეშ და იქნა ჩამოგდებული. კატორგინმა ყველაფერი გააკეთა ეკიპაჟის და მანქანის
გადასარჩენად. მაგრამ ის აფეთქდა და კატორგინი დაიღუპა.»
მამაცობისათვის
და თავდადებისათვის დაჯილდოებულია მედლით
«მამაცობისათვის»«წითელი დროშის» ორდენით და
«ლენინის»ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.