მიხეილ ლუკიანოვი ვლადიმერის-ძე.

რიგითი,
ქვეითთა საბრძოლო მანქანის მძღოლი-მექანიკოსი. (27.05.1963-05.07.1982)
დაიბადა
თეთრიწყაროს რაიონის დაბა მანგლისში.ეროვნებით რუსია.
მუშაობდა
ალგეთის კოლმეურნეობაში ტრაქტორისტად.

1981 წლის 15 ნოემბერს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში
თეთრიწყაროს რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1982 წლის თებერვლიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.1982 წლის
5 ივლისს, ბრძოლის დროს, მის საბრძოლო მანქანას
მოხვდა ყუმბართტყორცნი, გაჩერდა გზაზე და უშლიდა კოლონის მოძრაობას. მის დასახმარებლად
მოსული ქვეითთა საბრძოლო მანქანის მეშვეობით
მოხერხდა მისი მანქანის გზის პირას გაყვანა
და გზის გაწმენდა. დაზიანების აღდგენისას მძიმედ დაიჭრა და მიღებული ჭრილობებისგან
გარდაიცვალა.»
მამაცობისა
და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალგეთშიი. ალგეთში
არის მისი სახელობის ქუჩა.



თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე