ვარუჟან მიქაელიანი
პოღოსოს-ძე.
უმცროსი სერჟანტი, ნაჰმსატყორცნის მეთაური. (20.12.1963-04.03.1983)
დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ გუმისტაში (აფხაზეთის
ა/რ).
ეროვნებით სომეხია. მუშაობდა ზეინკლად ხარკოვის ტრამვაი-ტროლეიბუსების
სამმართველოში.
1982 წლის 31 მარტს გაწვეულ იქნა ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქ.ხარკოვის კომინტერნის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1982 წლის ოქტომბრიდან.
«1983
წლის 1 მარტს, კაღმანის პროვინციაში, დასახლებული პუნქტ მიტერლამის შორიახლოს,
საგუშაგო პოსტზე, რომელზეც ის მსახურობდა,
თავს დაესხნენ დუშმანები. სროლის დროს მიქაელიანმა მიიღო მძიმე ჭრილობა და
1983 წლის 4 მარტს გარდაიცვალა ჰოსპიტალში.»
მამაცობისა
და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია
გულრიფშის რაიონის სოფელ ეშერაში.



თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე