გამლეტ ორუჯოვ ხანალი ოგლი.

რიგითი, მზვერავ-სნაიპერი. (28.11.1966-04.10.1985)
დაიბადა მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარაში.
სწავლობდა მარნეულის სპეციალიზირებულ პროფტექსასწავლებელ
№ 70-ში.
1985 წლის 4 აპრილს გაწვეულ იქნა მარნეულის
გაერთიანებული სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1985 წლის აგვისტოდან.
«1985
წლის 4 ოქტომბერს,
საბრძოლო მოქმედებების დროს, საბრძოლო მანქანების კოლონა მოხვდა ჩასაფრებაში.
წარმოებულ ბრძოლაში სნაიპერული თოფიდან ზუსტი
ცეცხლით გაანადგურა მოწინააღმდეგის მეტყვიამფრქვევის საცეცხლე წერტილი, მაგრამ თვითონ
დაიღუპა.»
მამაცობისა
და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია სოფელ ჯანდარაში..



თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე