თემურ სირბილაძე 1965-84წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. კოკა ტყიბული
თემურსირბილაძე სერგოს-ძე.
რიგითი, მსროლელი.(13.05.1965-24.11.1984)
დაიბადა ტყიბულის რაიონის სოფელ კოკაში. მუშაობდა კოლმეურნეობაში.
1983წლის3 მაისს გაწვეულიქნა ტყიბულის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთშიმსახურობდა 1983წლისაგვისტოდან.
«ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც ის გადიოდა სამხედრო სამსახურს, 1984 წლის 18 ნოემბერს ხისარაკის ხეობაში მოხვდა მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ და ჩაება ბრძოლაში. სირბილაძე მოქმედებდა გაბედულად და მამაცურად. მძიმედ იქნა დაჭრილი და 1984 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა სამხედრო ჰოსპიტალში.»
მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)