სერგეი ქელეხსაევი ალექსანდრეს ძე დაიბადა 06 აპრილი 1963 წელი ცხინვალი გარდ. 05 აპრილი 1986 წელი ავღანეთი

სერგეი ქელეხსაევი ალექსანდრეს-ძე
ლეიტენანტი, სადაზვერვო ასეულის მეთაურის მიადგილე (06.04.1963-05.04.1986)
დაიბადა ქ.ცხინვალში (სამხრეთ ოსეთის ა/ო). ეროვნებით
ოსია.
საბჭოთა არმიაში მსახურობდა 1980 წლის 2 აგვისტოდან.
დაამთავრა მინსკის სუვოროველთა სამხედრო სასწავლებელი
და ბაქოს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი. ავღანეთში მსახურობდა 1984 წლის ნოემბრიდან.
«არაერთხელ მონაწილობდა ბრძოლებში.
1986 წლის 5 აპრილს მეთაურობდა სადაზვერვო
ჯგუფს, რომელიც ახორციელებდა დაზვერვას ხეობაში, გერათის პროვინციაში, სადაც ბაზირებდა მოწინააღმდეგე. ამ
დავალების შესრულებისას ჯგუფი მოექცა ალყაში და აწარმოა ბრძოლა მოწინააღმდეგესთან.
მოახსენა რა ზემდგომ მეთაურს შექმნილი მდგომარეობის შესახებ, ქელეხსაევი აგრძელებდა
უთანასწორო ბრძოლას დახმარების მოსვლამდე. მძიმედ იქნა დაჭრილი და გარდაიცვალა ბრძოლის
ველზე.»
დაჯილდოვდა
«წითელი ვარსკვლავის» ორდენით, ორდენით ,,სსრკ შეიარაღელ
ძალებში სამსახურისათვის III ხარ., და ,,წითელი დროშის,,ორდენით
(სიკვდ.შემდეგ)
დაკრძალულია
თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.







თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე