სოგრატე (სოკრატე) ახალაია იაკოს ძე, დაიბადა სოფელი თავისუფლება სოხუმი, 23 ივნისი 1946 წელი. გარდაიცვალა 11 დეკემბერი 2022 წელი
სოკრატე ახალაია დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს სოხუმის რ-ნის სოფ. თავისუფლებაში. სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდის შემდეგ მუშაობდა სოხუმის ტროლეიბუსები პარკში მძღოლად, დაოჯახდა ქ-ონ ნანი კოპალიანზე შეეძინათ სამი შვილი, ვაჟკაცი და ქალიშვილები, ბედნიერი ქართული, ტრადიციული ოჯახი მრავლდებოდა, ვითარდებოდა , 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი.
ომის დაწყების პირველი დღიდან სოკრატე თავის ვაჟიშვილთან 18 წლის მამუკასთან ერთად ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, მსახურობდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის 1-ელ (ცუგუროვკის) ასეულში. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ასეულის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპეტაციებში ცუგუროვკა-იაშტუხა-თავისუფლების მიმართულებით. პირნათლად ასრულებდა მეთაურის ყველა საბრძოლო დავალებებს, თავის ვაჟიშვილ მამუკასთან ერთად. არაერთხელ გამოიჩინა თავი, როგორც სამშობლოს ერთგულმა, მამაცმა, თავდადებულმა მებრძოლმა.
პირველი დღიდან ბოლო დღემდე 1993 წლის 27 სექტემბრამდე,
დევნილობაში გარდაიცვალა 2022 წლის 11 დეკემბერს.
შვილი მამუკა ახალაია დაბადებულია 26 ივლისი 1973 წელი
შვილი მამუკა ახალია (მარჯვნივ), ჯამბულ კოპალიანი(მარცხნივ, ბიძაშვილიდედის მხრიდან )