იღუმენი ექვთიმე (ახალაია)
დაიბადა 1974 წლის 5 დეკემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში.
1991 წელს დაამთავრა სოფ. ინგირის N1 საშუალო სკოლა.
1993-1998 წლებში სწავლობდა თბილისის ა. კუჭუხიძის სახელობის დამოუკიდებელ ინსტიტუტში, ეკონომიკის სპეციალობაზე.
1999 წლიდან გახდა ეკლესიური, იყო სტიქაროსანი ზუგდიდის ვლაქერნის
ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის კარის ტაძრებში.
2002-2004 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
2008-2010 წლებში საფარის მამათა მონასტერში (ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია) მსახურობდა მორჩილად, შემდეგ აღიკვეცა ბერად.
2010 წლის 28 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ცაიშის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად,
ხოლო 2011 წლის 19 თებერვალს ყულიშკარის წმ. გიორგის ტაძარში _ მღვდელ-მონაზვნად.
2017 წლის 15 ივლისს, ვლაქერნის დღესასწაულზე, მღვდელ-მონაზონი ექვთიმე აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.
2010 წლიდან მსახურობს ყულიშკარის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
ზუგდიდი, ყულიშკარის წმ. გიორგის მამათა მონასტერი.