მერაბ ქუმარიტოვი ჩერმენის-ძე

რიგითი, უფროსი მძღოლი (20.11.1962-03.11.1982)
დაიბადა ცხინვალის
რაიონის სოფელ კოხათში. ეროვნებით ოსია.
1980 წლის 28 ნოემბერს გაწვეულ იქნა სამხრეთ ოსეთის ა/ო სამხედრო კომისარიატის მიერ. ავღანეთში მსახურობდა 1981 წლის იანვრიდან.
«არაერთხელ განახორციელა რეისები ნაწილებში სამხედრო და სახალხო-სამეურნეო ტვირთების
მიწოდებაზე. 1982 წლის 3 ნოემბერს, ავტოკოლონა, რომელშიც ის იმყოფებოდა გზაზე შექმნილი
საცობის გამო გაჩერდა სალანგის უღელტეხილის ერთ ერთ გვირაბში. ჰაერის ძლიერი დაკვამლიანების
შედეგად ხალხმა დაიწყო გაგუდვა.
ეხმარებოდა რა თავის
ამხანაგების გადარჩენაში, დაიღუპა ნახშირბადის აირისგან.»
დაჯილდოვდა
«წითელი ვარსკვლავის» ორდენით (სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია
სოფელ კოხათში.




თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე