გარეგინ შახბაზიანი გარნუკის-ძე

რიგითი, მზვერავი (01.08.1965-27.07.1985)
დაიბადა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბალხოში. ეროვნებით
სომეხია.
1983 წლის 14 ნოემბერს გაწვეულ იქნა ქ.მოსკოვის სამხედრო კომისარიატის მიერ ნამდვილ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ავღანეთში მსახურობდა 1984 წლის მარტიდან.
«1985 წლის 1 აპრილს საბრძოლო ამოცანის შესრულებისას,
სადაზვერვო პატრული, რომლის შემადგენლობაში ის მოქმედებდა, მოექცა მოწინააღმდეგის ცეცხლის
ქვეშ, მარშიტანის ხეობის რაიონში. შახბაზიანი დაიჭრა მის გვერდით აფეთქებული ნაღმის
ნამსხვრევებით, მაგრამ გამოიჩინა გამძლეობა და თავდადება და ბრძოლის ველი არ დატოვა
და აგრძელებდა სროლას მოწინააღმდეგის მიმართულებით.
1985 წლის 27 ივლისს, მზვერავებმა აღმოაჩინეს
პელიგორის ხეობის რაიონში, მოწინააღმდეგის ჯგუფი, რომელიც ემზადებოდა თავს დასხდომოდა საბრძოლო მასალებით სავსე ავტოკოლონას.
შეაფასა რა მდგომარეობა, შახბაზიანმა შემოუარა ჯგუფს ფლანგიდან და გახსნა მოულოდნელი
ცეცხლი, რითაც ჩაშალა მტრის გეგმები. მომდევნო ბრძოლის მსვლელობისას, საცეცხლე პოზიციის
შეცვლისას, შახბაზიანი აფეთქდა ჭურვზე და დაიღუპა.»
დაჯილდოვდა
ორი «წითელი ვარსკვლავის» ორდენით (მეორეთი სიკვდ. შემდეგ).
დაკრძალულია
სოფელ ბალხოში.



თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე
წიგნი "სადაურსა სად წაიყვან" 1992 გამოცემა ავტორი ბონდო მაცაბერიძე
ბონდო მაცაბერიძე, მწერალი. დაბადებულია 20 მარტი 1959 წელს, სამტრედია
მადლობა მხარდაჭერისათვის: გურამ ნოდარის ძე ალავიძე დაბადებულია 13 მარტი 1959 წელი ქალაქი ამბროლაური, ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, საქართველოს ავღანელთა კავშირის ვიცე პრეზიდენტი
მადლობა მხარდაჭერისათვის ალექსანდრე ქობელაშვილი (ავღანელი)