ვალერი ზამკოვოი კონსტანტინეს-ძე.

ლეიტენანატი,ნაღმსატყორცნი
ოცეულის მეთაური. (22.11.1962-26.05.1985)
დაიბადა
ქ.თბილისში.ეროვნებით რუსია.
საბჭოთა
არმიაში მსახურობდა 1979 წლის 14 აგვისტოდან. დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო
სამეთაურო სასწავლებელი. ავღანეთსი მსახურობდა 1984 წლის დეკემბრიდან.
«არაერთხელ მონაწილეობდა ბრძოლებში. 1985 წლის 26 მაისს
სამხედრო ოპერაციის დროს და ახალ საცეცხლე პოზიციებზე გადასვლისას ასადაბადის დასახლების
მიდამოებში, მისი ოცეული მოხვდა ძლიერი ავტომატური
ცეცხლის ქვეშ. მდგომარეობის კომპეტენტურად შეფასებით, ზამკოვოიმ ოცეულს შეტევის მოგერიების
ბრძანება მისცა, თვითონ კი ფარულად გადაადგილდა
მტრის ფლანგში და ჩაახშო საცეცხლე წერტილი ყუმბარებითა და ტყვიამფრქვევის ცეცხლით.
ამ ბრძოლის მსვლელობისას იგი სასიკვდილოდ დაიჭრა.»
მამაცობისათვის
დაჯილდოვდა «წითელი დროშის» ორდენით (სიკვდ.
შემდეგ).
დაკრძალულია
თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.



თარგმანი მამუკა გოგიტიძე დ.1963 წ. აკადემიკოსი, სამხედრო მკვლევარი, წარმ. სოფ. ჭოკნარი სამტრედია
ავღანეთის ომი (1979–1989) — სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.
სსრკ გარდაიცვალა დაახლოვებით 15 000 ადამიანი
ავღანეთი გარდაიცვალა დაახლოვებით 70 000 ადამიანი
საქართველოსთან კავშირში დაახლოვებით 130 მოქალაქე